რუსეთში კიდევ ერთი ჟურნალისტი გაასამართლეს
რუსეთში ტელეარხ არ ბე კას ჟურნალისტი ალექსანდრ სოკოლოვი ექსტრემიზმის ბრალდებით გაასამართლეს და 3,5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ჟურნალისტი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს, რეპორტიორები საზღვრებს გარეშე და ორგანიზაცია მემორიალი კი, სოკოლოვსა და მასთან ერთად გასამართლებულ სხვა პირებს პოლიტპატიმრებს უწოდებენ.
ნოვაია გაზეტას ინფორმაციით, ალექსანდრ სოკოლოვსა და მის თანამოაზრეებს – ვალერი პარფიონოვს, კირილ ბარაბაშსა და იური მუხინს – სახელმწიფო ბრალდება ედავებოდა ექსტრემისტულ საქმიანობას. პარფიონოვსა და ბარაბაშს ოთხწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, მუხინს კი – პირობითი სასჯელი.
საქმე ეხება საინიციატივო ჯგუფის მიერ 2015 წელს ვებსაიტის შექმნას, რომლის მიზანიც იყო რეფერენდუმის ჩასატარებლად მხარდაჭერის მოპოვება. რეფერენდუმზე კი უნდა გასულიყო კანონი "ანგარიშვალდებული მთავრობის შესახებ". აღნიშნული კანონი გულისხმობს მოქალაქეთა მიერ ხელისუფლებაში მყოფი პირების საქმიანობასა და მათ პასუხისგებას სამსახურეობრივი მოვალეობის არასათანადოდ შესრულებისთვის.
რუსეთის პროკურატურამ მიიჩნია, რომ საინიციატივო ჯგუფის იდეა შეიცავდა ექსტრემიზმის ნიშნებს, რადგან ის იყო მოძრაობა ხალხის ნების არმიის საქმიანობის გაგრძელება. აღნიშნული ანტისახელისუფლებო მოძრაობა რუსეთში 2010 წელს ექსტრემისტულად შეფასდა და აიკრძალა. ხალხის ნების არმია წლების წინს სწორედ იური მუხინმა დააფუძნა.
"გილოცავთ, რადგან რეფერენდუმის იდეა ექსტრემიზმად იქნა აღიარებული", – თქვა სასამართლო დარბაზში არ ბე კას ჟურნალისტმა ალექსანდრ სოკოლოვმა. ის და სხვა ბრალდებულები თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ.
სოკოლოვი დარწმუნებულია, რომ სამართლებრივი დევნის მიზეზი თავისი ჟურნალისტური საქმიანობა გახდა კერძოდ, ის ჟურნალისტური გამოძიება, რომელიც ეხებოდა რუსეთში კოსმოდრომ "ვასტოჩნის" მშენებლობაზე თანხების მითვისება-გაფლანგვის საქმეს.
ალექსანდრ სოკოლოვი 2015 წელს დააპატიმრეს. ტელეარხმა, სადაც ის მუშაობდა, პირადად ვლადიმერ პუტინსაც კი მიმართა ჟურნალისტის საქმის გარკვევის თხოვნით.
რუსეთის პრეზიდენტმა მაშინ არხს პირობა მისცა: "თუ ის ციხეში "ვასტოჩინის" შესახებ რაიმეს გამჟღავნებისთვის ზის და საქმე მხოლოდ ამას ეხება, მე უსიტყვოდ დავეხმარები თქვენს რედაქციას".
პუტინის ამ დაპირებიდან ერთი წლის შემდეგ არაფერი არ შეცვლილა, რის გამოც ტელეარხმა მას პირობა შეახსენა, რაზეც რუსეთის პირველი პირის პასუხი ასეთი იყო:
"თუ არაფერი არ შეცვლილა, როგორც ჩანს, აქ ყველაფერი ასე მარტივად არ იყო".
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები