უოკერი: მოქალაქეები დემოკრატიულ წყობილებათა საფუძველია
ავტორიტარული ინტერნაციონალიზმი, არადემოკრატიული ძალების გააქტიურება, პროპაგანდა და უცხოური რბილი ძალის უპირატესობა სუსტ დემოკრატიებში - სად არის გამოსავალი, და რა როლი აკისრია მთავრობას, სამოქალაქო საზოგადოებასა და ხალხს ამ გამოწვევების გადალახვაში. ამ თემებზე ამერიკის ხმა დემოკრატიის ეროვნული ფონდის კვლევებისა და ანალიზის ვიცე-პრეზიდენტს, ქრისტოფერ უოკერს ესაუბრა. უოკერმა ამ საკითხებს ცოტა ხნის წინ სტატია მიუძღვნა, სადაც მან დემოკრატიის გლობალური გამოწვევების შესახებ ისაუბრა.
დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. თქვენ უკანასკნელ სტატიაში ახალი ტერმინი, "ავტორიტარული ინტერნაციონალიზმი", შემოიტანეთ. აგვიხსენით, თუ შეიძლება, რას ნიშნავს ის?
მოვლენები, რომელსაც ბოლო დროს ვუყურებთ, დიდი ხანია, მწიფდება. 20 წლის წინ რომ გვესაუბრა, ვიტყოდით, რომ დემოკრატიულ თანამეგობრობაში, მსოფლიო ბიზნესში, პოლიტიკასა და მედიაში რუსეთისა და ჩინეთის ინტეგრაციის ხარისხი და ჩართულობა შეზღუდულია. დღევანდელ გლობალურ სამყაროში კი [ამ ქვეყნების] ამბიციური და რესურსებით მდიდარი ავტორიტარული რეჟიმები ინტერნაციონალისტების როლში არიან. იმ დროს, როდესაც არაერთი ქვეყანა საკუთარ ნაჭუჭში იკეტება, ჩინეთი და რუსეთი საერთაშორისო ასპარეზზე აქტიურობენ. სწორედ ამას ვუწოდებთ "ავტორიტარულ ინტერნაციონალიზმს".
რატომ ხდება, რომ ხშირად, გარკვეული ძალები სუსტი და გარდამავალი დემოკრატიის ქვეყნებში, მაგალითად ყოფილ საბჭოთა კავშირში, უფრო მეტად ექცევიან გარე მავნე გავლენების ქვეშ და საკუთარი ქვეყნის მიერ გაცხადებულ ინტერესებს ეწინააღმდეგებიან? ამით, კი ისინი დომინანტ ავტორიტარულ ძალებს, ფაქტობრივად, ეხმარებიან?
ცენტრალური ევროპის მაგალითი ავიღოთ. არცთუ ისე დიდი ხნის წინ, ამ ქვეყნებს დემოკრატიის წარმატების ნიმუშს უწოდებდნენ, მაგრამ ბოლო დროს იქ დრამატული ცვლილებები ხდება. ფინანსური კრიზისის შემდეგ ამ ქვეყნებმა სერიოზული გამოწვევები გამოიარეს. ამავე დროს, უნგრეთში, ჩეხეთსა და რეგიონის სხვა სახელმწიფოებში რუსეთი უფრო მეტად გააქტიურდა. რუსეთი უარყოფითი ტენდენციების გაძლიერებას უწყობს ხელს.
დასავლური ინსტიტუტების კომპრომეტირების გარდა, რა ამოცანები აქვთ ავტორიტარულ რეჟიმებს განვითარებადი დემოკრატიის ქვეყნებში? ამას ე.წ. რბილი ძალის გამოხატულებად აფასებთ?
ჩემს უკანასკნელ სტატიას „კონკურენციის ახალი ერა“ ჰქვია. ბოლო წლების ერთ-ერთი გამოწვევაა რუსეთის მზადყოფნა, საკუთარი ინტერესების გასატარებლად გლობალურ კონკურენციაში ჩაებას. ღირებულებები, რომელიც რუსეთის მთავრობის საშინაო პოლიტიკას წარმართავს, ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზეც აისახება. ცენტრალური ევროპის მედიასისტემა ექსტრაორდინალური ზეწოლის ქვეშაა. ჩეხეთს, სლოვაკეთს, უნგრეთსა და სხვებს უჭირთ, დაუპირისპირდნენ იმ ვეებერთელა რესურსს, რომელსაც რუსეთი თავის სახელმწიფო მედია-ინსტრუმენტებში, მათ შორის, ვებგვერდებსა და საერთაშორისო მაუწყებლობაში აბანდებს; უჭირთ, გაუმკლავდნენ სპიკერებს, რომლებიც რუსეთის მთავრობის შეხედულებებს ახმოვანებენ. დღევანდელი ვითარება უფრო რთულია, ვიდრე თუნდაც შვიდი-რვა წლის წინ. ვფიქრობ, დემოკრატიულ ქვეყნებს დააგვიანდათ იმის აღარება, რომ ძალთა ბალანსი შეცვლილია და ახალი დემოკრატიები რთულ პირობებში აღმოჩნდნენ.
რა მდგომარეობა გვაქვს თურქეთში? რამდენად სერიოზულია იქ მდგომარეობა?
სულ ცოტა ხნის წინ, თურქეთი სწორი მიმართულებით ვითარდებოდა. დღეს ისიც სამხრეთი აფრიკის, პოლონეთის, უნგრეთისა და ფილიპინების კონტექსტში უნდა განვიხილოთ. რეფორმებისა და დემოკრატიული ამბიციების თვალსაზრისით, ყველა ეს ქვეყანა მეტნაკლებად პოზიტიური ტრაექტორიით მოძრაობდა, მაგრამ თურქეთი გზიდან გადახვევის ყველაზე დრამატული მაგალითია. გვახსოვს, რომ ამ ქვეყნის ხელისუფლებამ ძალისხმევა არ დაიშურა ღია მედიაგარემოს შესაზღუდად. მედიის შეზღუდვა ინდიკატორი იყო, თუ რა შეიძლებოდა მომხდარიყო შემდეგ. როდესაც დამოუკიდებელი მედია სამიზნე ხდება, ეს კარგი ბარომეტრია იმის, თუ რა გამოწვევის წინაშე, შეიძლება, დადგეს თურქეთის მსგავსი დემოკრატია. სანამ თურქეთის დამოუკიდებელ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებას ღირებული ავტონომია და სამოქმედო სივრცე არ მიეცემა, ქვეყანა ძალიან რთული გზით ივლის.
რა ტიპის კონკურენციაზე წერთ, როცა ამბობთ, რომ რუსეთში სახელმწიფო და არა-სახელმწიფო ინსტიტუტები ერთმანეთს უპირისპირდება? რა როლი აქვს საზოგადოებას ჯანსაღი პოლიტიკური კულტურის განვითარებაში?
რუსეთი საკუთარ ჟურნალისტებსა და სამოქალაქო საზოგადოებას დაუნდობლად ექცევა. პლურალიზმის დაკნინება, ალტერნატიული, დამოუკიდებელი აზრის აღკვეთა ის ამოცანებია, რისთვისაც რუსეთის ხელისუფლება ენერგიას არ იშურებს. ბოლო დროს ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა. მიმომხილველები ხშირად კითხულობენ, რა ასაზრდოებს რუსეთის ქმედებებს მის საზღვრებს გარეთ. რასაც ვხედავთ, ისაა, რომ რუსეთის მთავრობა არ ახალისებს აზრთა მრავალფეროვნებას. პირიქით, ის დისკუსიისა და პოლიტიკური ძალაუფლების მონოპოლიზაციისაკენ ისწრაფვის. ევროპის დემოკრატიებსა და ტრანსატლანტიკურ თანამეგობრობას მოუწევთ ამ რეალობისათვის თვალის გასწორება, რათა რუსეთთან ურთიერთობის ეფექტური სტრატეგია შეიმუშაონ.
დაგვიხასიათეთ ისეთი სიტუაცია, როცა მყიფე დემოკრატიის სახელმწიფო, სადაც სუსტი პოლიტიკური პარტიები არა ამომრჩევლის ინტერესებს, არამედ საკუთარი ინტერესების გადარჩენას ემსახურება, ქვეყანაში არ ტოვებენ კომპრომისის ადგილს, და ა.შ? რა არის იქ მთავარი პრობლემა?
რთული შეკითხვაა. ბევრ შემთხვევაში, პარტიების დასუსტებამ სისტემის დასუსტება და ფრაგმენტაცია გამოიწვია. [შესუსტდა] მედია და პოლიტიკური ცხოვრება, რადგან შეფერხდა პოლიტიკური პარტიების განვითარება. ნამდვილ გამოწვევად იქცა იმ არხების პოვნა, რომლის დახმარებით ამომრჩეველი თავის პრიორიტეტებს გააჟღერებს, მთავრობა კი ამომრჩევლის პრიორიტეტებისა და მისწრაფებების შესაბამისად განახორციელებს მართვას. არა მგონია, თქვენ კითხვაზე იოლი პასუხი არსებობდეს, საზოგადოების ინფორმირებულობისა და ჩართულობის უზრუნველყოფა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. [პროცესებში] საზოგადოების მონაწილეობა პრობლემების ეფექტურად მოგვარების აუცილებელი პირობაა. საქართველოს შემთხვევაში უნდა აღნიშნოს, რომ ქვეყნის ბოლო წლების და განსაკუთრებით, ვარდების რევოლუციის შემდგომი წარმატების ნაწილია ის, რომ რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში ქვეყანამ მედიის თავისუფლებისა და პოლიტიკური კონკურენციის მაღალი ხარისხი შეინარჩუნა, მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ პოლიტიკური ოპონენტები არათანაბარ პირობებში იმყოფებოდნენ. ზოგადად, ქვეყანამ აჩვენა, რომ ამ ღირებულებებისა და სტანდარტების ერთგულია. თუ საქართველო კვლავაც დემოკრატიული გზით სიარულს აპირებს, სწორედ ეს სტანდარტები უნდა შეინარჩუნოს.
ვინ და როგორ უნდა ებრძოლოს უარყოფით, ანტიდემოკრატიულ პროპაგანდას?
ქრისტოფერ უოკერი: შესანიშნავი კითხვაა. თუ ავიღებთ ვეებერთელა, ძლევამოსილ, ავტორიტარულ საინფორმაციო მანქანებს, რომლებიც ამის უკან დგანან, დემოკრატიათა კონკურენტული უპირატესობაა კერძო მედიასაშუალებები, სამოქალაქო საზოგადოება და მთავრობები. არა მგონია, ამ გამოწვევას რომელიმე ცალკე აღებული სექტორი გაუმკლავდეს. საჭიროა კერძო სექტორის სისხარტე და ინოვაცია, აგრეთვე ამ პრობლემაზე ეფექტურად მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების რესურსი და მიზანდასახულობა. ცენტრალურ ევროპასა და ბალტიისპირეთს არაერთი მსგავსი სამოქალაქო ორგანიზაცია აქვს. და რაღა თქმა უნდა, საჭიროა დემოკრატიული მთავრობები, რომლებიც პოლიტიკურ ძალისხმევასა და რესურსებს არ დაიშურებენ ამ ბრძოლაში ჩაბმული კერძო აქტორების მხარდასაჭერად. ყველამ ერთად უნდა იმუშაოს, რათა მათი შრომა რაც შეიძლება, შედეგიანი იყოს.
რა როლი აქვს საზოგადოებას ჯანსაღი პოლიტიკური დისკურსის ჩამოყალიბებაში ქვეყანაში?
ქრისტოფერ უოკერი: მოქალაქეები დემოკრატიულ წყობილებათა საფუძველია. პრობლემა, რომელიც ყველა ჩვენგანს ეხება, ის ექსტრაორდინალური ცვლილებებია, რომელიც ჩვენმა მედია და საინფორმაციო სისტემებმა განიცადა. ეს სისტემები განსაზღვრავს, თუ როგორ აღიქვამენ რიგითი მოქალაქეები სამყაროს. სოციალური მედია პლატფორმების უეცარმა განვითარებამ, უთვალავი შესაძლებლობების გაჩენის გარდა, წარმოშვა დიდი პრობლემებიც იმასთან დაკავშრებით, თუ როგორ გვესმის ჩვენი საერთო ღირებულებები. ყველას ვალია, უზრუნველვყოთ, რომ საინფორმაციო სისტემები, რომელსაც ვიყენებთ, დემოკრატიულ სახელმწიფოთა მოქალაქეებს უკეთესი შედეგების მიღწევაში დაგვეხმაროს.
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
-
გადახედვამიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან მიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
კომენტარები