მართალია The Leftovers დასრულდა, მაგრამ ჯასტინ ტერუმ ახალი როლი მიიღო - ამ გაგანია ზაფხულში ის და მისი ცოლი, ჯენიფერ ენისტონი, 65 წლის მეზობელთან ჩხუბით არიან დაკავებულები.

Greenwich Village-ში, ჯენიფერისა და ჯასტინის მეზობლად ადვოკატი ნორმან რესნიკოვი ცხოვრობს, რომელსაც, როგორ აღმოჩნდა, ჰოლივუდელი წყვილის რემონტი და ზოგადად, მათი ცხოვრების სტილი ძალიან აწუხებს.

ჯასტინმა სახლი, რომელშიც ჯენისთან ერთად ცხოვრობს, 2001 წელს იყიდა, რესნიკოვი კი მათ მეზობლად 2004 წელს გადმოვიდა.

როგორც TMZ წერს, ნორმანი წყვილს სახლში რემონტის გაკეთებას უკრძალავს.

წყაროს ინფორმაციით, რესნიკოვი ჯასტინის დიდი გულშემატკივარი იყო და მის სერიალებს ხშირად უყურებდა, თუმცა კონფლიქტი 2015 წელს დაიწყო, როდესაც ტერუმ ენისტონი მოიყვანა ცოლად.

"მეზობელი ჩივის, რომ ჯასტინი უკვე ორი წელია არამეზობლური ჩვევებით გამოირჩევა, ხშირად მათთან სტუმრად მოდის ხალხი, რომელიც გათენებამდე არ მიდის", ამბობს გამოცემის წყარო.

თუმცა მთავარი კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც წყვილმა სახლის განახლება გადაწყვიტა.

"მეზობელი წუხდა, რომ სახლიდან ხმაური და მტვერი გამოდიოდა, რამდენჯერმე პოლიციასაც კი გამოუძახა", წერს გამოცემა.

2015 წელს, ჯენიფერის ინიციატივით სახლის ვერანდაზე ყვავილების ბაღი გააშენეს, რაც ასევე რესნიკოვას გაღიზიანების მიზეზი გახდა, ის ამბობდა რომ მცენარეები, რომლებიც მათ დარგეს ქარის დროს ალერგიულ მტვერს ფანტავდა გარშემო.

საბოლოო ჯამში, როგორც გამოცემა წერს, ჯენიფერსა და ნორმანს შორის დიდი დაპირისპირება მოხდა, რომელსაც სხვა მეზობლებიც შეესწრნენ, ჯასტინი ამ დროს ზემოთხსენებული The Leftovers-ის გადაღებებზე იმყოფებოდა.

მიუხედავად მეზობლის უკმაყოფილებისა, ჯასტინი და ჯენიფერი საკუთარი სახლის რემონტს ისევ აგრძელებენ.