ინგა გრიგოლია შანტაჟის მუქარაზე: უფრო მეტად მოვედი ბრძოლის ხასიათზე, არსად წასვლას არ ვაპირებ
ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ დღეს, 14 მარტს, 2 საათზე, თავისი გადაცემა სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა მის მიმართ შანტაჟის მიზნით გამოთქმულ მუქარას:
"გამარჯობა ჩემო მეგობრებო, გამარჯობა ჩემო მაყურებელო, ვინც იცით და ვინც ჯერ კიდევ არ იცით, დღეს მორიგი ვიდეო გავრცელდა, რომლითაც სხვებთან ერთად ჩემი პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრების გასაჯაროებით დამემუქრნენ, თუ ქვეყანას არ დავტოვებ. მოგესალმებით ყველას, ვინც ბოლო ორ ათწლეულზე მეტია მიყურებთ და მისმენთ მიუხედავად იმისა, მოგწონთ თუ არა ის, რასაც ამდენი წელია ვაკეთებთ. მოგესალმებით თქვენც, ვისაც ასე ძალიან გინდათ, რომ მე ახლა აქ არ ვიჯდე. მოგესალმები შენ, ვისაც ასე ძალიან გინდა, რომ შანტაჟის შიშით ქვეყანა დავტოვო და ჩემს საქმეზე უარი ვთქვა იმიტომ, რომ შენ კომფორტულად იგრძნო თავი. მე ინგა ვარ, გრიგოლია - ქალი, დედა, შვილი და მეგობარი. მყავს არაჩვეულებრივი შეყვარებული, მაქვს სექსი და ასეც ვაპირებ გავაგრძელო ჩემი ცხოვრება. ხოლო თქვენ კი, ვინც ჩემი პირადი ცხოვრების გასაჯაროებით მემუქრებით და მოითხოვთ, რომ ქვეყანა დავტოვო, პირობას გაძლევთ, თავს შევაკლავ ჩემი და სხვა ადამიანების უფლებების დაცვას და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ციხეში მრავალი წლით აღმოჩნდეთ ამ კადრების გადამღებიც და განმახორციელებელიც. წლების წინ მე ჩემი შვილის მოკვლის მუქარამ ვერ გამაჩერა და ვერ გამაჩუმა. ეს გამოუძიებელი საქმე აქამდე გამოუძიებელი იდო სოდში და მე აქამდე ამაზე პირდაპირ ეთერში არასდროს არ მისაუბრია".
ტელეწამყვანის თქმით, ის შანტაჟზე წამოგებას არ აპირებს და ბრძოლას ბოლომდე გააგრძელებს.
დღეს, 14 მარტს, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში უკვე მეორედ გავრცელდა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები, რომელზეც, სავარაუდოდ, ერთ-ერთი პოლიტიკოსია აღბეჭდილი. ვიდეოს ავტორები რამდენიმე პოლიტიკოსთან ერთად აფრთხილებენ ინგა გრიგოლია, რომ თუ არ შეწყვეტენ საქმიანობას, გაუსაჯაროვებენ პირადი ცხოვრების ამსახველ ფარულ ჩანაწერებს.
11 და 14 მარტს გავრცელებულ ვიდეოებთან დაკავშირებით საქმის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლითაა დაწყებული, რაც გულისხმობს პირადი, ან ოჯახური საიდუმლოს ხელყოფას, ანუ მოპოვებას, შენახვას, ან/და გავრცელებას. დანაშაული ისჯება ჯარიმით, ან გამასწორებელი სამუშაოთი 1 წლამდე ვადით, ან პატიმრობით იგივე ვადით.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები