ილონ მასკის შექმნილმა ხელოვნურმა ინტელექტმა Dota 2-ის საუკეთესო მოთამაშეები დაამარცხა
Dota 2 მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვიდეო თამაშია, რომელიც უმსხვილეს კომპანია Valve-ს ეკუთვნის. Dota 2 ე.წ. MOBA-ს ანუ მასობრივი ონლაინ საბრძოლო არენის ტიპის თამაშია.
თამაშში ერთმანეთს 5 მოთამაშისგან შემდგარი ორი გუნდი ეჯიბრება, რომელთა მიზანიც მოწინააღმდეგის ბაზის დანგრევაა. მოთამაშეებს 113 პერსონაჟიდან შეუძლიათ სასურველის ამორჩევა, თითოეულ მათგანს სპეციალური უნარები და მონაცემები აქვს. Dota 2-ში წარმატების მიღწევა დამოკიდებულია როგორც გუნდურ, ასევე ინდივიდუალურ ოსტატობაზე.
ეს თამაში უკვე წლებია რაც ელექტრონული სპორტის ერთ-ერთი ლიდერია. ტარდება უამრავი ჩემპიონატები, მათ შორის საქართველოშიც. უცხოურ Esport ბაზარზე დოტას ჩემპიონატებში ასტრონომიული თანხები თამაშდება. მაგალითად, 2017 წლის საერთაშორისო ჩემპიონატის გამარჯვებულმა გუნდმა Team Liquid-მა, პირველი ადგილის აღებასთან ერთად, პრიზად $10 700 000 მიიღო.
Dota 2-ის თამაში სავარჯიშოდ და დამწყები მოთამაშეებისთვის ბოტების ანუ შიდა ხელოვნური ინტელექტის წინააღმდეგაა რეკომენდებული. თუმცა, ისევე როგორც ყველა ვიდეო თამაშში, AI მაინცდამაინც დიდი ინტელექტით ვერ გამოირჩევა და გარკვეული პერიოდის შემდეგ მათი დამარცხება ადვილი ხდება. ცხადია, ბოტების წინააღმდეგ თამაში რადიკალურად განსხვავდება ადამიანების წინააღმდეგ თამაშისგან. ადამიანები ბევრად უფრო სპონტანურები არიან, ხშირად მიმართავენ რისკს და თამაში ბევრად უფრო საინტერესოა. შესაბამისად, დოტას მოთამაშეები ბოტებთან, როგორც წესი, გასართობადაც კი არ თამაშობენ.
თუმცა გამონაკლისია ილონ მასკის კომპანიის Open AI-ს მიერ შექმნილი დოტას მოთამაშე ბოტი, რომელმაც მსოფლიოში საუკეთესო მოთამაშე დაამარცხა. შეიძლება ითქვას, რომ ეს იმაზე მეტად კომპლექსური და მნიშვნელოვანი მოვლენაა, ვიდრე AI-ს მიერ მოჭადრაკეების დამარცხებაა. რადგან დოტა, ბევრად უფრო დინამიური თამაშია, რომელსაც გარდა სვლების გათვლისა, სწრაფი მოქმედებები, უნარების სწორი და დროული გამოყენება, კონკრეტული იარაღებისა თუ დამცავი ნივთების ყიდვა და სხვა უამრავი ფაქტორის გათვლა სჭირდება.
როგორც ხელოვნური ინტელექტის შემქმნელები ამბობენ, დოტას წესები იმდენად რთული და იმდენად ბევრია, რომ შეუძლებელია მისი ისე აღწერა, რომ ამ წესების გაცნობის შემდეგ, გამოცდილების გარეშე, ვინმე პროფესიონალი მოთამაშის დონემდე მივიდეს. შესაბამისად, Open AI-ს მიერ შექმნილმა ბოტმა თამაში მთლიანად თავისით ისწავლა, თამაშისა და სამყაროს ნულოვანი ცოდნით. ის თავისი თავის ასლ ბოტს ეთამაშებოდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მას მუდმივად თანაბარი სიძლიერის მოწინააღმდეგე ჰყავდა. თამაშის პროცესში, AI-მ დასწავლის მეთოდით (Machine Learning), იმდენად კარგად ისწავლა Dota 2-ის თამაში, რომ სატესტო მატჩში მან მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე დაამარცხა.
როგორც Open AI-ს წარმომადგენელი ამბობს, ბოტის წინააღმდეგ სავარჯიშოდ თამაში ბევრმა პროფესიონალმა გამოთქვა.
პროფესიონალი მოთამაშის, არტურ Arteezy ბაბაევის თქმით, მან ბოტთან თამაშით ბევრი რამ ისწავლა.
Open AI პროექტის შემდეგ ეტაპად 5 ბოტიანი გუნდის შექმნას გეგმავს. ისინი შეეცდებიან ნახონ, შეძლებს თუ არა ბოტების გუნდი გუნდურად თამაშსა და საუკეთესო ადამიანი მოთამაშეების დამარცხებას. გარდა ამისა, დაგეგმილია ბოტებისა და ადამიანების შერეული გუნდის შექმნა, რათა ორივე მხარემ შეძლოს ერთმანეთისგან ახალი რაღაცების სწავლა და უფრო მაღალ დონეზე თამაში.
აქ კი შეგიძლიათ, ნახოთ Dendi-სა (მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე) და Open AI-ს შერკინება:
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
კომენტარები