რა ხდება Zootopia-ს საქმეზე? - მოიპარა თუ არა დისნეიმ სცენარი
როგორც უკვე იცით, ოსკაროსანი ანიმაციური ფილმის, ზუტოპიას სცენარის ავტორები და დისნეი მალე სასამართლოს წინაშე კიდევ ერთხელ წარდგებიან.
სცენარისტი გარი გოლდმანი კომპანიას იდეის მოპარვაში ადანაშაულებს.
როგორც გარი ამბობდა, ზუტოპია მან ჯერ კიდევ 2000 წელს შექმნა და დისნეიმ ის ორჯერ, 2000 და 2009 წლებში დაიწუნა. მოგვიანებით კი აღმოჩნდა, რომ ამ ანიმაციური ფილმის შექმნაზე მის მაგივრად სხვები მუშაობდნენ.
"ანიმაცია ჩემი შექმნილია, მათ უბრალოდ პერსონაჟები გადააკეთეს, დიალოგები კი თითქმის იგივეა", - ამბობდა გარი და ამის დასადასტურებლად ფოტოც გაასაჯაროვა, რომელზეც მის მიერ შექმნილი პერსონაჟები არიან.
"გარი გოლდმანი ტყუის. ფაქტია, რომ მას ასეთ წარმატებულ ანიმაციურ ფილმთან არაფერი აკავშირებს. ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ ამ ცილისწამებას სასამართლოში", - ამბობდა დისნეის წარმომადგენელი.
საბოლოოდ, დავამ სასამართლო დარბაზში გადაინაცვლა, სადაც დისნეი გარის ცილისწამებისთვის უჩივის, გოლდმანი კი საკუთრი ინტერესების დასაცავად უკან არ იხევს და ახალ-ახალ ფაქტებს ასაჯაროებს.
გარის მხარს ერთ-ერთი ანიმაციური სტუდია Esplanade Productions-იც უჭერს, რომელიც ამბობს, რომ ზუტოპიას გადაღებას გარი მათთვის აპირებდა, მაშინ, როდესაც უეცრად დისნეიმ ანიმაციური ფილმის ტრეილერი გამოაქვეყნა.
სასამართლო პროცესში რამდენიმე საინტერესო დეტალიც გამოიკვეთა, მაგალითად ის, რომ გოლდმანი დისნეისთან 2000 წელს დადებული ექსკლუზიური კონტრაქტის მიუხედავად რამდენიმე სხვა კომპანიასთანაც თანამშრომლობდა. მაგალითად, ზემოთხსენებულ Esplanade Productions-თან. დისნეის ვიცე პრეზიდენტი გარის სამსახურიდან გაშვების ერთ-ერთ მიზეზად სწორედ ამას ასახელებს.
"ბატონი გოლდმანის ადვოკატი, როგორც ჩანს, საკმარისად კარგად არ არის საქმეში ჩახედული რადგან პროცესიდან პროცესამდე ის სხვადასხვა ინფორმაციას ამბობს, ხან ერთს ხან კი მეორეს, შესაძლოა მას საკუთარი კლიენტი ატყუებს. მინდა ვთქვა, რომ არავის გამოუვა სასამართლოს და ჩვენი გაცურება. ვიმეორებთ, რომ გოლდმანს არც წარსულში და არც ანიმაციის შექმნის დროს არანაირი კავშირი არ ჰქონია ზოოტოპიასთან, ამას მალე სასამართლოს დასკვნაც დაამტკიცებს", ამბობს დისნეის ადვოკატი ჯეფრი მაკფრალანდი.
სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება არ გამოუტანია, როგორც ცნობილია შემდეგი სხდომა 2019 წლის მარტში არის ჩანიშნული. მანამდე კი დისნეის ანიმაციის გაგრძელებაზე მუშაობის უფლება არ აქვს.
შეგახსენებთ, რომ ზუტოპია ოსკარის მფლობელი ანიმაციური ფილმია, რომელმაც მსოფლიო გაქირავებაში $1 მილიარდ დოლარზე მეტი მოგება მოუტანა დისნეის.
-
გადახედვაროგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ როგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ
-
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
გადახედვა"ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვალადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
კომენტარები