მეცნიერებმა, დიდი ადრონული კოლაიდერის საშუალებით, ახალი ნაწილაკი აღმოაჩინეს
დიდმა ადრონულმა კოლაიდერმა კვლავ გააკეთა ის, რაც საუკეთესოდ გამოსდის - მატერიის ნაწილაკები დააჯახა ერთმანეთს და ნარჩენებში ახალი ნაწილაკები აღმოაჩინა.
ამჯერად, ფიზიკოსებმა პროტონზე ოთხჯერ მძიმე ნაწილაკი აღმოაჩინეს, რომლის გამოც, შესაძლოა, ხელახლა მოგვიწიოს იმის გადახედვა, თუ როგორ ეკრობა ასეთი ტიპის მატერია ერთმანეთს.
ცერნის დიდი ადრონული კოლაიდერის „სილამაზის“ (LHCb) წყალობით მრავალი საინტერესო ნაწილაკი გვინახავს. „სილამაზე“ ATLAS და CMS ექსპერიმენტების პატარა დაა. ამ ორის საშუალებით რამდენიმე წლის წინ ჰიგსის ბოზონი აღმოვაჩინეთ.
ცერნში ჩატარებული ყველა ექსპერიმენტისას, მატერია ჩქარდება ძალიან დიდ სიჩქარეებზე, შემდეგ კი მალევე აჩერებენ. მიღებული ენერგიის გამოთავისუფლების წყალობით, განსხვავებული თვისებების ნაწილაკები დიდი რაოდენობით წარმოიქმნება, რომელთა უმეტესობა ჩვენთვის უკვე ცნობილია.
ამ ექსპერიმენტების მრავალჯერ ჩატარება და იმ ნაწილაკების ზომასა და ქცევაზე მათემატიკის მორგება, რომლებიც ერთმანეთთან ურთიერთქმედებით წარმოიქმნება, ხანდახან რაღაც განსხვავებულს გვაძლევს.
ახლა კი ოფიციალურად შეგვიძლია ახალი ტიპის ბარიონი ნაწილაკების ზოოპარკს დავამატოთ. მისი არსებობა ნაწინასწარმეტყველები იყო, თუმცა აქამდე არასდროს დაუფიქსირებიათ.
ორი ბარიონი, რომლებიც უეჭველად იცით და რომლებიც ატომის ბირთვს შეადგენენ, არის პროტონი და ნეიტრონი.
ბარიონები შედგება უფრო პატარა სამი ნაწილაკისგან, რომელთაც კვარკები ეწოდება. ისინი ელემენტარული ნაწილაკები არიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი სხვა პატარა ნაწილაკებისგან აღარ შედგებიან. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ფუნდამენტური ნაწილაკები არიან.
კვარკებს ოთხი უცნაურ სახელიანი „არომატი“ აქვთ: ზედა, ქვედა, ძირი, წვერო, მიმზიდველი და უცნაური. ამ კვარკების კომბინაცია გვაძლევს განსხვავებულ ბოზონებს. დღევანდელი მოდელები წინასწარმეტყველებს, რომ კვარკებს ბევრნაირად შეუძლიათ ბარიონების წარმოქმნა, ზოგიერთი მათგანი კი უფრო ხშირია, ვიდრე სხვა.
პროტონები ორი ზედა და ერთი ქვედა კვარკისგან შედგება, ხოლო ნეიტრონები - ორი ქვედა და ერთი ზედა კვარგისგან. ეს კვარკები ერთმანეთს ძლიერი ბირთვული ძალის წყალობით ეკრობა, რომელიც ნაწილაკების გაცვლით მიმდინარეობს - მათ გლუონები ეწოდება.
ამ ახალ ბარიონს - რომელიც ორი მიმზიდველი და ერთი ზედა კვარკისგან შედგება - Xi cc++ დაარქვეს. უცნაური სახელია, რას გაუგებ ამ ფიზიკოსებს.
კვარკებს განსხვავებული მასა აქვთ. მიმზიდველი კვარკი კი საკმაოდ მძიმეა. ამის გამო კი ეს ბარიონი საკმაოდ მასიურია, რაც კარგი სიახლეა ნაწილაკების ფიზიკოსებისთვის.
„ორმაგი მძიმე კვარკის აღმოჩენა საკმაოდ საინტერესოა, რადგან ის უნიკალურ იარაღს გვაძლევს, უფრო ღრმად ჩავწვეთ კვანტურ ქრომოდინამიკას - თეორია, რომელიც აღწერს ძლიერ ურთიერთქმედებას. ის ერთ-ერთია ოთხი ფუნდამენტური ძალიდან“, ამბობს ჟოვანი პასალევა, LHCb-ს სპიკერი.
იმის დანახვა, თუ როგორ ინარჩუნებს ეს ნაწილაკი სტაბილურობას (დღევანდელი მოდელების მიერ წინასწარმეტყველებებთან შედარებით) მიმდინარე თეორიებს კარგად შეარყევს.
ორი მძიმე კვარკისგან შედგენილ Xi cc++-ს პროტონებისა და ნეიტრონებისაგან ოდნავ განსხვავებული თვისება უნდა ჰქონდეს.
ალბათ, გაინტერესებთ, სად იმალებოდა ეს ბარიონი მთელი ამ ხნის მანძილზე. ის, სხვა მრავალი ნაწილაკის მსგავსად, მცირე ხნით დაიმზირება. ის პირდაპირ არ დაუნახავთ, არამედ დააფიქსირეს იმ ნაწილაკებში, რომლებშიც ის „დაიმსხვრა“.
აღმოჩენას მაღალი სტატისტიკური მნიშვნელობა, 7 სიგმა ჰქონდა. ფიზიკოსებისთვის 5 სიგმაც საკმარისია, ასე რომ, შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ Xi cc++ ნამდვილად არსებობს.
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
-
გადახედვამიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან მიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
კომენტარები