ფონიჭალაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს. აღნიშნული ინფორმაცია On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყები ცნობით, ბრალდებული 260-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილის მიხედვით დააპატიმრეს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღებას გულისხმობს.