შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ერთი პირი რუსთავში დააკავეს.

შსს-ს მტკიცებით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და დროებითი საცხოვრებლის ჩხრეკისას, 294 შეკვრად დაფასოებული ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება - ე.წ. ბიო ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.