თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში, სპეცოპერაციის შედეგად ერთი პირი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულს ნარკორეალიზაციაში ედება ბრალი, თუმცა უწყებაში დამატებით დეტალებზე ჯერ არ საუბრობენ.