რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი ქალი გამოჩნდა, რომელმაც რომან პოლანსკი ძალადობაში დაადანაშაულა, მისი თქმით რეჟისორმა მასზე 1973 წელს სექსუალურად იძალადა, როდესაც 16 წლის იყო.

კიდევ ერთი ქალი, რომელიც პოლანსკის პედოფილიასა და ძალადობაში ადანაშაულებს, სამანტა გეიმერია, რომელიც ამბობს, რომ მასზე როზმარის ჩვილის რეჟისორმა 1978 წელს იძალადა, როდესაც მხოლოდ 13 წლის იყო.

როგორც ის ამბობს, მან საჩივარი ლოს ანჯელესის პოლიციაში უკვე შეიტანა და გამოძიებაც მიმდინარეობს, თუმცა როგორც მსხვერპლი ქალის ადვოკატი გლორია ოლრიდი ამბობს, პოლანსკის სავარაუდოდ ბრალს ვეღარ წაუყენებენ ხანდაზმულობის ვადიდან გამომდინარე.

სამანტა გეიმერი მომხდარსაც იხსენებს და ამბობს, რომ მას შემდეგ რაც პოლანსკიმ მისი გაუპატიურება სცადა, მის დაშინებასაც შეეცადა, თუმცა ამის შესახებ მეგობარს მაინც უამბო.

პოლანსკის ადვოკატს ამ თემასთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

ოსკარის მფლობელი რეჟისორი კი, რომელიც პოლონეთისა და საფრანგეთის მოქალაქეა, ამ დრომდე არ გამოჩენილა.

პირველად, პოლანსკის ბრალი სექსუალურ ძალადობასა და პედოფილიაში 2010 წელს, ბრიტანელმა მსახიობმა შარლოტ ლუისმა დასდო და თქვა, რომ რეჟისორმა მისი გაუპატიურება 1983 წელს სცადა, როდესაც 16 წლის იყო.