ახალი კვლევის თანახმად, ერთ დღეს, ბნელმა ენერგიამ შეიძლება ყველა გაგვხლიჩოს
სამყაროს ბედი ოდნავ საეჭვო გახდა. ეს იმიტომ მოხდა, რომ ადრეული სამყაროს რუკასა და დღევანდელი სამყაროს რუკას შორის უთანხმოებაა. თუ ეს შეუსაბამობა სამომავლო გაზომვების ტესტს გაუძლებს, შესაძლოა მთლიანი ფიზიკის ხელახლა გადაწერა მოგვიწიოს. მაგრამ ეს პერსპექტივა ძალიან ბუნდოვანია.
ახალი შედეგებით, რომლებიც მიმდინარე Dark Energy Survey (DES)-ის ნაწილია, 26 მილიონ გალაქტიკაზე მატერიის განაწილების რუკა შეადგინეს.
„ეს არის სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი სურათი, რაც კი ოდესმე შეგვიქმნია“ - ამბობს დანიელ სკოლნიჩი ჩიკაგოს უნივერსიტეტიდან, რომელიც DES-ის 400 კაციანი ჯგუფის წევრია, მაგრამ კვლევაში არ მონაწილეობდა.
გალაქტიკების განაწილების ცოდნა გვეხმარება, უკეთ გავიგოთ ბნელი ენერგიისა (უცნობი ძალა, რომელიც სამყაროს აჩქარებით აფართოებს - თითოეულ გალაქტიკას ერთმანეთს აშორებს) და ბნელი მატერიის (თეორიული, მაგრამ კვლავ დაუფიქსირებელი მატერიის ფორმა - თითოეულ გალაქტიკას ერთმანეთს აწებებს) გრავიტაციული ომი.
იხილეთ: რა არის ბნელი ენერგია და ბნელი მატერია?
კოსმოსური სელფი
ეს შედეგები დაფუძნებულია 4-მეტრიანი „ვიქტორ მ. ბლანკოს ტელესკოპის“ მონაცემებზე (მუშაობა 6 თვე გრძელდებოდა). დაკვირვება კიდევ ხუთი წელი გაგრძელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ გაზომვები უფრო და უფრო გამყარდება, მაგრამ მისი პირველი შედეგები უკვე მოვიდა წინააღმდეგობაში ადრინდელ კველვებთან.
2013 წელს ასტრონომებმა სამყაროს ბნელი შიგთავსების რუკა გამოაქვეყნეს, რომელიც ადრეული კოსმოსის მიხედვით იყო შედგენილი (უფრო ზუსტად კი, დიდი აფეთქებიდან 380 ათასი წლის შემდეგ). მონაცემები პლანკის თანამგზავრმა შეაგროვა.
„სამყაროს ჩვილობის კარგი ფოტოები გვქონდა და ახლა, ამის წყალობით, ძალიან კარგი სელფები გვაქვს“, ამბობს სკოლნიჩი.
ამ ორის შედარება საშუალებას გვაძლევს, გავიგოთ როგორ განვითარდა სამყარო ადრეული ეტაპიდან დღემდე - და გავაკეთოთ პროგნოზები მომავალზე. მრავალი ასტრონომი ფიქრობდა, რომ ბნელი ენერგია მუდმივი ძალაა და არც უფიქრიათ, რომ ეს შედეგები დროთა განმავლობაში შეიცვლებოდა. თუმცა, DES-ის პირველი კვლევების შემდეგ, შესაძლოა ყველაფერი სხვანაირად იყოს.
მაგალითისთვის ავიღოთ ბნელი მატერია. პლანკის გამოთვლებით, ის ადრეული სამყაროს ენერგიის 34%-ს შეადგენდა, მაგრამ DES-მა აღმოაჩინა, რომ დღეს ის სულ რაღაც 26%-ია. ეს იმას ნიშნავს, რომ ბნელი მატერია აგებს გრავიტაციულ ომს ბნელ ენერგიასთან - შედეგი, რომლის გამოც ფიზიკის ხელახლა გადაწერა მოგვიწევს.
„თუ [ორი განსხვავებული პასუხი] არ გაქრება, კოსმოლოგიურ მოდელში ძალიან სერიოზული პრობლემები ჩნდება“, ამბობს დევიდ სპერგელი პრინსტონის უნივერსიტეტიდან.
დამაბალანსებელი აქტი
ასტრონომები თავს იკავებენ ძალიან გრანდიოზული განცხადებებისგან, რომელიც პირველ მონაცემებზეა დაფუძნებული. სტატისტიკურად თუ მივუდგებით, დღევანდელ სამყაროსა და ადრინდელ სამყაროს შორის ოდნავი უთანხმოებაა. მაგრამ სკოლნიჩი ამბობს, რომ ეს უთანხმოება ერთ-ერთია მრავალი კონფლიქტიდან. მაგალითად, სამხრეთ პოლუსის ტელესკოპი პლანკის შედეგებს ეწინააღმდეგება.
„რთულია იმის დაჯერება, რომ ეს უბრალო დამთხვევაა“, ამბობს სკოლნიჩი. და თუ არ არის დამთხვევა, შედეგები იმას ნიშნავს, რომ ბნელი ენერგია უფრო ძლიერდება დროთა განმავლობაში - იდეა, რომელსაც საშინელი როლი ექნება ჩვენი მომავლისთვის.
აქამდე ვთვლიდით, რომ მიუხედავად სამყაროს უწყვეტი გაფართოებისა, გალაქტიკები სამუდამოდ „ჩაჭერილები“ დარჩებოდნენ. მაგრამ როგორც კი ბნელი ენერგია გაიზრდება დროთა განმავლობაში, ერთ დღეს გალაქტიკები - პლუს ვარსკვლავები, პლანეტები და ჩვენს სხეულში არსებული ატომებიც კი - იმ წერტილამდე გაფართოვდებიან, სანამ საბოლოოდ არ გაიხლიჩებიან.
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
კომენტარები