ჩინელი მწერალი, რომელმაც თავის ჩადენილ მკვლელობებზე წიგნი დაწერა, დააპატიმრეს
თუკი ჩინელი მწერლის, ლი იონგბიაოს 2010 წელს დაწერილ რომანს, დანაშაულით სავსე საიდუმლოს, წაიკითხავთ, მასში იმ კრიმინალური ისტორიის შენიღბულ ვერსიას გაეცნობით, რომლის მონაწილეც თავად მწერალი იყო.
ნოველის პროლოგში ავტორი თავის დიდი ხნის სურვილზე ყვება, დაეწერა დეტექტიური ამბავი მწერალ ქალზე, რომელიც ჩადენილი მკვლელობების მიუხედავად, პოლიციას თავს აღწევდა.
"ამის იდეა მაშინ დამებადა, როდესაც რამდენიმე დეტექტიური ნოველა წავიკითხე და კრიმინალურ თემებზე გადაღებულ ფილმებს ვუყურე. მასზე მუშაობისას, მთავარი იყო ლამაზი მწერალი, რომელიც კლავდა", წერდა მაშინ ლი იონგბიაო.
თუმცა ისტორია, რომელსაც მწერალი მხატვრულ ნაწარმოებად ასაღებდა, რეალური აღმოჩნდა და 11 აგვისტოს, პოლიციამ 53 წლის ლი იონგბიაო 22 წლის წინ ოთხი ადამიანის ცემით მოკვლის ბრალდებით დააპატიმრა.
"მთელი ეს დრო გელოდებოდით", უთხრა მწერალმა პოლიციელებს, როდესაც სამართალდამცავებმა სახლში მიაკითხეს.
საზარელი მკვლელობა 1995 წლის 29 ნოემბრის ღამეს ჰოსტელში მოხდა. ოფიციალური ინფორმაციით, ორმა კაცმა ჰოსტელი სხვა კლიენტების გაძარცვის მიზნით იქირავა, თუმცა როდესაც ჰოსტელის ერთ-ერთი სტუმარი ქურდობის ფაქტს შეესწრო, მძარცველებმა ის მოკლეს.
მკვლელობას მოხუცი ცოლ-ქმარი და მათი 13 წლის შვილიშვილი შემთხვევით შეესწრნენ. მძარცველებმა წინა დანაშაულების დასაფარად ისინიც სასტიკი ცემით მოკლეს.
ადგილობრივმა პოლიციამ საქმის გამოძიება დაიწყო, თუმცა მალე ერთ ადგილზე გაიყინა.
"ჩვენთვის უდიდესი გამოწვევა ის იყო, რომ ეჭვმიტანილებსა და მსხვერპლებს შორის კავშირს ან წარსულ ურთიერთობას ვერ ვპოულობდით. ძალიან რთული იყო მკვლელის კვალზე გაყოლა", ამბობს ერთ-ერთი გამომძიებელი.
თავის 30 წლიანი კარიერის მანძილზე, ლიმ მწერლის კარიერაში წარმატებას მიაღწია. 2013 წელს, ის ჩინეთის მწერალთა ასოციაციაში მიიღეს და ლიტერატურაში პრესტიჟული პრიზიც გადასცეს.
ჩვენების მიცემისას, მწერალმა პოლიციას უთხრა, რომ მკვლელობის შემდეგ დანაშაულის გრძნობას ვერ გაურბოდა და ღამით ძილი უჭირდა. მისი დაკავებიდან რამდენიმე საათში, მკვლელობაში თანამონაწილე პირი პოლიციამ შანხაიში დააპატიმრა.
სამართალდამცავების თქმით, როდესაც პოლიცია მწერლის სახლში მივიდა, მას ცოლისთვის დაწერილი წერილი უკვე მზად ჰქონდა:
"საბოლოოდ დადგა დღე, რომელსაც 20 წელი ველოდი. ახლა შემიძლია ჩემი ხანგრძლივი სულიერი ტანჯვისგან გათავისუფლება", ეწერა წერილში.
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
კომენტარები