კორტნი: რუსეთთან პრაგმატული თანამშრომლობით, საქართველო საერთაშორისო მხარდაჭერას მოიპოვებს
რუსეთ-საქართველოს ომის მეცხრე წლისთავზე, დასავლეთის რეაქციებზე, საქართველოს ევროპულ კურსსა და ურთიერთობებზე რუსეთთან ამერიკის ხმა აშშ-ის ყოფილ ელჩს საქართველოში უილიამ კორტნის ესაუბრა:
რა გავლენა მოახდინა რუსეთ-საქართველოს ომმა ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურაზე, ჰქონდა თუ არა ამ მოვლენას რაიმე გავლენა ევროპაში მომდევნო მოვლენებზე ან რუსეთის აგრესიის შეკავებაზე უკრაინაში?
დასავლეთის სუსტმა რეაქციამ საქართველოში რუსეთის შეჭრაზე, კრემლს აფიქრებინა, რომ 2014 წელს უკრაინაში აგრესია ადვილად გაუვიდოდა. ეს ასეც მოხდა ყირიმის შემთხვევაში, რასაც სისხლისღვრა არ მოჰყოლია, მაგრამ განსხვავებული იყო აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულ ომზე გამოხმაურება, რასაც სამხედრო დაუმორჩილებლობა მოჰყვა და შედეგად დიდი მსხვერპლი მოიტანა.
რუსეთის აგრესიამ საქართველოსა და უკრაინაში დაასამარა იმის პერსპექტივა, რომ რუსეთი ოდესმე შეძლებს დასავლეთის დარწმუნებას ფართო ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის განახლებაში. დასავლეთს მიაჩნია, რომ გაეროს ქარტია, 1990 წლის პარიზის ქარტია და ეუთო ევროპის უსაფრთხოებისთვის ზუსტ პრინციპებს უზრუნველყოფს. ეს პრინციპები არ გულისხმობს მეზობლებზე ძალის გამოყენების უფლებას საკუთარი "პრივილეგირებული ინტერესების" დასაკმაყოფილებლად.
როგორ გააძლიერა ამ კონფლიქტმა საქართველოს პოზიციები, რათა მას უკეთ დაეცვა საკუთარი თავი საერთაშორისო ასპარეზზე?
2008 წლის შემდეგ, საქართველომ, რუსული აგრესიის მსხვერპლის რანგში გაზრდილი საერთაშორისო მხარდაჭერა მოიპოვა. რადგან საქართველომ ცხინვალი დაბომბა ომის დასაწყისში, ამან ეს მონაპოვარი ცოტა არ იყოს უფრო დაჩრდილა. უკანასკნელ წლებში, საერთაშორისო თანამეგობრობამ დადებითად აღიქვა საჯარო განცხადებები რუსეთთან მიმართებით და განსაკუთრებით საქართველოს მიერ რუსეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის ძიების შესაძლებლობა. აღსანიშნავია, რომ წინა ხელისუფლება ხშირად დაუბალანსებელი საჯარო განცხადებებით რუსეთის პროვოცირებას ახდენდა.
თქვენი აზრით, რა მომავალი აქვს საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს?
ამის პროგნოზირება რთულია. ბევრია დამოკიდებული რუსეთში პოლიტიკური მდგომარეობის განვითარებასა და იმაზე, თუ რამდენად შეეცდებიან რუსეთის ლიდერები ადგილობრივი პოლიტიკური მხარდაჭერის მობილიზებას ნაციონალისტური სენტიმენტებით, ან მეზობლების დაშინებითა თუ კრიტიკით.
როგორ შეაფასებდით 8 აგვისტოს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ვიზიტს აფხაზეთში?
პრეზიდენტ პუტინის ვიზიტი ხაზს უსვამს მოსკოვის გადაწყვეტილებას აფხაზეთზე კონტროლი შეინარჩუნოს, მიუხედავად რუსეთის დაღმავალი საერთაშორისო რეიტინგისა. კრემლი შეიძლება იმედგაცრუებული იყოს იმის გამო, რომ დამოუკიდებლად მოაზროვნე აფხაზები თავიანთი ქვეყნისთვის დამოუკიდებელი იდენტობის შენარჩუნებას ესწრაფვიან. ამ შემთხვევაში, რუსეთი შესაძლოა შეეცადოს აფხაზეთის ანექსიას, ისე, როგორც ეს ყირიმში მოხდა.
როგორია თქვენი ხედვა საქართველოს წევრობაზე NATO-სა და ევროკავშირში, ანუ სხვა სიტყვებით, როგორ შეაფასებთ საქართველოს ინტეგრაციის ძალისხმევას ამ ინსტიტუტებში?
საქართველოს სჭირდება ეკონომიკური და მმართველობის რეფორმების გატარება იქამდე, ვიდრე ის NATO-სა და ევროკავშირის წევრობის სტანდარტებს დააკმაყოფილებს. მნიშვნელოვანი იქნება კანონის უზენაესობის გაუმჯობესება. 2016 წლის მონაცემებით, მსოფლიო სამართლებრივ ანგარიშში (World Justice Project) 113 ქვეყნიდან საქართველო 34-ე ადგილზე იყო. ასეთი მაჩვენებელი ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის მონაცემზე უკეთესია (ხორვატია, იტალია, უნგრეთი), თუმცა უკეთესი შედეგი ქვეყნისთვის ბევრად უფრო ეფექტური იქნებოდა. ასევე, უკეთესი იქნებოდა კორუფციის შემცირებაც. 2016 წლის კორუფციის აღქმის ინდექსით, რომელსაც საერთაშორისო გამჭვირვალობა აქვეყნებს -საქართველო 44-ე ადგილზეა 176 ქვეყანას შორის.
და ბოლოს, როგორ დაახასიათებდით აშშ-საქართველოს ამჟამინდელ ურთიერთობებს და რა დახმარება შეუძლია ვაშინგტონს იმისთვის, რომ საქართველოში რუსული აგრესია აღიკვეთოს?
აშშ-საქართველოს ურთიერთობები ძალიან კარგია. ასევე, შესანიშნავად მუშაობს აშშ-ის ელჩი საქართველოში, იან კელი. შინ რეფორმების გააქტიურებითა და რუსეთთან პრაგმატული თანამშრომლობის გაგრძელებით, მაგალითად ეკონომიკისა და ტურიზმის დარგებში, საქართველოს შეუძლია საერთაშორისო მხარდაჭერის კონსოლიდირება. დასავლეთისთვის კი, საუკეთესო გზა საქართველოში რუსეთის შემდგომი აგრესიის აღსაკვეთად მდგომარეობს ერთიანი, ძლიერი ოპოზიციური ფრონტის შენარჩუნებაში რუსეთის მოქმედებების წინააღმდეგ აღმოსავლეთ უკრაინაში.
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები