თურქეთში, ახალი სასწავლო წლიდან, მოსწავლეები დარვინის თეორიას აღარ ისწავლიან
შემოდგომაზე, თურქეთში ახალი სასწავლო წლის დაწყების შემდეგ, მოსწავლეებს ევოლუციის შესახებ გაკვეთილების მომზადება აღარ მოუწევთ და არც დარვინის თეორიას შეისწავლიან. ინიციატივა მთავრობას ეკუთვნის.
ივლისის თვეში გამართულ პრესკონფერენციაზე, თურქეთის განათლების მინისტრმა განაცხდა, რომ შემოდგომიდან ახალი წიგნები შევა ყველა სკოლაში და ისინი საბოლოოდ შეწყვეტენ ევოლუციის შესწავლას.
"ევოლუციური ბიოლოგიის სწავლება საუნივერსიტეტო დონეზე სჯობს... ეს ის თეორიაა, რომელიც უფრო მეტ ფილოსოფიას მოითხოვს, ვიდრე ეს სკოლის მოსწავლეებს აქვთ", - აღნიშნა მან.
გამოცემა NPR წერს, რომ თურქეთის ხელისუფლება აკეთებს იმას, რასაც ღირებულებებზე დაფუძნებულ სასწავლო პროგრამას უწოდებენ. კრიტიკოსები თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს, ახალგაზრდების განათლების ხარჯზე უფრო კონსერვატიული და რელიგიური იდეოლოგიის წინ წამოწევაში ადანაშაულებენ. თურქეთის ახალი პოლიტიკის წინააღმდეგ პროფკავშირებისა და ბიოლოგების ასოციაციაც გამოდის:
"ევოლუცია - სატესტო მაგალითია. საუბარია რაციონალურობაზე. იმაზე, რომ უნდა აიგოს თუ არა სასწავლო პროგრამა იმაზე, თუ რა მიაჩნია ხელისუფლებას სწორ ღირებულებებად".
NPR წერს, რომ სტამბოლში მშობლები ამ ცვლილებების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ, მათი აზრით, ახალი სასწავლო პოლიტიკით, მათი შვილები სხვა ქვეყნების განათლების დონეს ჩამორჩებიან. თურქეთში ამერიკელი ემიგრანტი, ამბობს, რომ, ახალი სასწავლო გეგმის გამო, ოჯახმა ქვეყნის დატოვება გადაწყვიტა.
კრიტიკის მიუხედავად, პრეზიდენტის ამ ინიციატივას მოსახლეობას შორის ბევრი მხარდამჭერიც ჰყავს. NPR-ის ინფორმაციით, სტამბოლის ერთ-ერთი რაიონის მაცხოვრებელი ამბობს, რომ მან თავისი შვილი სკოლის გარეშე დატოვა იმის, გამო რომ სასწავლო კლასებში გოგოებს თავსაბურავების ტარება ეკრძალებოდათ. ეს კანონი 2014 წელს გაუქმდა:
"სკოლებში გვასწავლიდნენ, რომ ადამიანი მაიმუნის ევოლუციის შედეგად წარმოიშვა, მაგრამ ეს ასე არაა... მე მხარს ვუჭერ ჩვენს მთავრობას, რადგანაც სასწავლო პროგრამიდან მის ამოღებას გეგმავს. მგონია, რომ ეს ეშმაკის შექმნილია".
თურქეთი გახდება მეორე ქვეყანა, საუდიის არაბეთის შემდეგ, რომელმაც სასკოლო პროგრამიდან დარვინის ევოლუციის თეორია ამოიღო.
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები