ვიდეო: ტეილორ სვიფტის სიჩუმე დასრულდა
18 აგვისტოს ტეილორ სვიფტის ოფიციალური საიტი სრულიად ჩაბნელდა, მის ინსტაგრამზე, ტვიტერზე და ფეისბუკზე კი ყველა პოსტი წაიშალა.
ტეილორ სვიფტი ბოლო რამდენიმე თვე ისედაც ჩამოშორებული იყო მისთვის დამახასიათებელ აქტიურ საჯარო ცხოვრების წესს, თუმცა მისმა ბოლო ქმედებამ ყველა დააბნია.
ინტერნეტის მომხმარებლები ვარაუდობდნენ, რომ სვიფტის ანგარიშები ჰაკერებმა გატეხეს, თუმცა მისი ფანები დარწმუნებულები იყვნენ, რომ ტეილორი ახალი ალბომის გამოშვებამდე "გაუჩინარდა", როგორც ეს 1 წლის წინ რედიოჰედმა გააკეთა.
რამდენიმე წუთის წინ, სვიფტის ინსტაგრამზე და ტვიტერზე 10-წამიანი ვიდეო გამოქვეყნდა. სიბნელეში გველის მოძრაობას დააფიქსირებთ.
კიმ კარდაშიანთან და კანიე ვესტან არსებული დაპირისპირების გამო, ტეილორ სვიფტს საზოგადოების ნაწილი "გველს" ადარებდა, რომელიც მსხვერპლის როლს თამაშობდა, თუმცა საბოლოოდ ის კიმ კარდაშიანმა "ამხილა".
საქმე ეხება კანიეს 2016 წლის სიმღერას Famous, სადაც რეპერი ამბობს, რომ "ტეილორს მასთან სექსი უნდა ჰქონდეს, რადგან ეს ბოზი მან გახადა ცნობილი" [I feel like me and Taylor might still have sex, Why? I made that bitch famous].
კანიე სიმღერის გამოშვების შემდეგ ამბობდა, რომ მან სიმღერის ტექსტი ტეილორთან შეათანხმა, რასაც სვიფტი უარყოფდა. 2016 წლის ზაფხულში, გველების საერთაშორისო დღეს, კიმ კარდაშიანმა კანიეს და ტეილორის საუბრის ფარული ჩანაწერი სნაპჩატზე გამოაქვეყნა.
საუბრისას კანიე პოპვარსკვლავს ეუბნება, რომ ახალ სიმღერას წერს, სადაც ტექსტში სურს თქვას, რომ მას და ტეილორს სექსი უნდა ჰქონდეთ, რაზეც ტეილორი თანხმდება, თუმცა კანიე მას ტექსტის შემდეგ ხაზს [I made that bitch famous] არ უთანხმებს.
სწორედ ამის შემდეგ გააკრიტიკეს ტვიტერის მომხმარებლებმა ტეილორი და მას "გველი" შეარქვეს.
ცნობილია, რომ ტეილორი მედიაში მასზე შექმნილ სახეს თავის სიმღერებში აშარჟებს, როგორც ეს Blank Space-ის შემთხვევაში მოხდა. სვიფტის თქმით, ეს სიმღერა სატირის ჟანრშია დაწერილი, თუმცა ის მისი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სიმღერა გახდა და YouTube-ს ყველაზე პოპულარული ვიდეოების ათეულში მოხვდა.
სწორედ ამიტომ არის დასაშვები, რომ მისი მოულოდნელი გამოჩენა და ვიდეოს შინაარსი მის მეექვსე ალბომს უკავშირდებოდეს. ტეილორ სვიფტის საიტის ჩაბნელება ფანებმა მზის დაბნელებასაც დაუკავშირეს, რომელიც ამერიკაში დღესაა.
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
კომენტარები