როგორ ჩნდება ტყის ხანძრები?
მეოთხე დღეა ბორჯომის რაიონში, წაღვერის ტყეში, ხანძარია. რამდენიმე ასეული მეხანძრე და ათეულობით ტექნიკა ცდილობს ხანძრის ლოკალიზებას, თუმცა ძლიერი ქარის გამო სამუშაოები რთულდება. საზოგადოებრივი მაუწყებლის მონაცემებით, ბოლო ათ წელში საქართველოს ტყეებში 300-მდე ხანძარი გაჩნდა. ხანძრის გაჩენასთან ერთად ჩნდება კითხვა - რამ გამოიწვია ხანძარი?
BBC-იმ ამ საკითხთან დაკავშირებით მოამზადა ანალიტიკური სტატია, რომელსაც გთავაზობთ. ამ სტატიაში არის პასუხი არაერთ იმ კითხვაზე, რაც ტყის ხანძრის შესახებ შეიძლება გაჩნდეს.
როგორ ჩნდება ტყის ხანძრები?
ცეცხლს სამი რამ სჭირდება: მასალა, რომელიც იწვის, ჟანგბადი და სითბო. მეხანძრეები ხშირად საუბრობენ ცეცხლის ამ სამკუთხედზე, როდესაც ჩაქრობას ცდილობენ.
იდეა ის არის, რომ თუ ისინი ამ სამი ელემენტიდან ერთ-ერთის ლიკვიდაციას მოახდენენ, უკვე თავისუფლად აკონტროლებენ სიტუაციას და საბოლოოდ ჩააქრობენ ცეცხლს.
ცხელი ზაფხულის დღეებში, როდესაც გვალვა პიკს აღწევს, მატარებლის ბორბლისგან წარმოქმნილ ნაპერწკალსაც კი შეუძლია მასშტაბური ხანძრის გამოწვევა. ხანდახან, ცეცხლი ბუნებრივად ჩნდება, რომელსაც მზის სიცხე ან მეხის ჩამოვარდნა იწვევს.
თუმცა, ტყის ხანძრების უმეტესობა ადამიანის დაუდევრობის შედეგია. მიზეზებში შედის ხანძრის განზრახ გაჩენა, კოცონები, ანთებული სიგარეტის გადაგდება, ნარჩენების არასწორად დაწვა, ასანთით ან ფეიერვერკით თამაში.
სამწუხაროდ, ჯერ არ ვიცით, როგორ გავრცელდა ცეცხლი ბორჯომის ტყეში.
რატომ ვრცელდება ხანძარი ასე სწრაფად?
როდესაც ტყეში ხანძარი ჩნდება, მისი გამწვავება ქარს, ფერდობის დახრილობას ან ადვილად აალებად მასალას (მაგალითად, გამხმარ, გამომშრალ მცენარეებს) შეუძლია.
სიტუაცია მაშინ უარსდება, თუ ეს სამი ფატქორი ერთმანეთს ემთხვევა. ამის გამო ათასობით ჰექტარი ტყეც კი შეიძლება გადაიწვას.
თუ დახრილობა 10%-ზე მეტია ზემოთ, ეს ქარის სიჩქარეს გააორმაგებს, თუ 20%-ია - გააოთხმაგებს. ეს კი იმიტომ ხდება, რომ ცეცხლი თავის ზემოთ მდებარე პოტენციურ საწვავს წინასწარ ათბობს. ასე რომ, თუ ალი მთაზე ზემოთ ადის, ის ძალიან სწრაფად ავა.
საწვავში შედის ყველაფერი, დაწყებული ხეებიდან, ბუჩქებიდან, მშრალი ბალახოვანი მინდვრებიდან, დამთავრებული სახლებით. რაც უფრო მეტია საწვავი, მით უფრო ინტენსიურად დაწვავს ცეცხლი და მით უფრო სწრაფად გავრცელდება.
პლუს ამას, თუ ძალიან მშრალი ამინდია, წარმოქმნილ ცეცხლთან გამკლავება ბევრად უფრო რთულია.
როგორი ამინდი უწყობს ხელს ხანძარს?
ბევრნაირი. წვიმის ნაკლებობა იწვევს გვალვას, მწველ ტემპერატურას.
გახსოვთ სითბო ცეცხლის სამკუთხედიდან? მიწაზე ჯოხები, ხეები და ბუჩქები მზისგან სითბოს იღებენ, შემდეგ კი ძალიან შრებიან. როდსაც უფრო და უფრო იმატებს ტემპერატურა, ეს "საწვავი" ალდება და ამიტომაა, რომ ტყის ხანძრები, ძირითადად, შუადღისას იწყება, როცა ტემპერატურა ყველაზე მაღალია.
ცეცხლს საწვავი სჭირდება, გადარჩენისთვის კი - ჟანგბადი.
რობ გაზარდი სატყეო კომისიის ტექნიკური მრჩეველია, რომელიც 2015 წელს ამერიკაში იყო და ორეგონში გაჩენილ ტყის ხანძარს ებრძოდა. ხანძარი 42 ათას ჰექტარზე იყო მოდებული.
როგორც ის იხსენებს, მეხანძრეებმა ცეცხლის სამკუთხედიდან ორის ლოკალიზება მოახერხეს. ასეთი ძლიერი ხანძრები, უკიდურეს შემთხვევებში, საკუთარ ატმოსფერულ მდგომარეობებს წარმოქმნიან. პიროკუმულუსი ღრუბელი ხანძრის თავზე მაშინ წარმოიქმნება, როდესაც სიცხე ტყის ხანძრიდან ზემოთ ადის. ამ ღრუბელს, ზოგჯერ, თავად იმ ხანძრის ჩაქრობაც შეუძლია, რომლის შედეგადაც წარმოიქმნა.
როგორ "მოვუგოთ" ცეცხლს?
"ცეცხლს საწვავი უნდა მოაშორო, რადგან ამინდს ან ტოპოლოგიას ვერ შეცვლი", - ამბობს რობ გაზარდი. მისივე თქმით, სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით, შესაძლებელია იმის განსაზღვრა, თუ სად უნდა მივმართოთ ჩვენი ძალისხმევა ცეცხლის დასამარცხებლად. ამ დროს უნდა გავითვალისწინოთ ზედაპირის დახრილობა, ქარის სიჩქარე და მიმართულება, ასევე ტოპოლოგია.
გაზარდის მოსაზრებით, აუცილებელია ცეცხლის იზოლირება - მისი მიმდებარე ტერიტორიიდან ბულდოზერებით იმ მასალის მოშორება, რომელიც შესაძლოა საწვავად გამოდგეს. ასევე, ხანძრის გარშემო უნდა გაკეთდეს დიდი ღრმული, რათა ის სხვა ტერიტორიაზე არ გავრცელდეს.
"ამის შემდეგ კი შეგვიძლია მისი ეფექტიანად დამარცხება", - ამბობს რობ გაზარდი.
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები