ომბუდსმენმა ოჯახში ძალადობაზე, პოლიციელის არაეფექტური რეაგირების გამო, შსს-ს რეკომენდაციით მიმართა
ომბუდსმენმა ოჯახში ძალადობაზე, პოლიციელის არაეფექტური რეაგირების გამო, შინაგან საქმეთა სამინისტროს რეკომენდაციით მიმართა. სახალხო დამცველის აპარატის მიერ დღეს, 23 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ რეკომენდაციები ორ საქმეს შეეხება.
რეკომენდაციით, საქართველოს სახალხო დამცველმა მოითხოვა საქმეების საფუძვლიანად შესწავლა და ქმედითი ღონისძიებების გატარება ოჯახის წევრთა დასაცავად. სახალხო დამცველმა შსს-ს სთხოვა დროულად და სრულყოფილად მიეწოდოს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საქმეებზე გამოთხოვილ ინფორმაციებზე პასუხი.
"ხშირად არასრულად და დაგვიანებით მოწოდებული ინფორმაცია ხელისშემშლელია ძალადობის შემთხვევებზე ეფექტური რეაგირების განსახორციელებლად", - განმარტავენ ომბუდსმენის აპარატში.
აპარატში განმარტავენ, რომ ერთ-ერთი განმცხადებლის თქმით, ოჯახის წევრები მასზე ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ეკონომიკურ ძალადობასა და სიცოცხლის ხელყოფის მუქარას ახდენდნენ.
"საქმის შესწავლისას გამოვლინდა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალადობის ფაქტები მხოლოდ ზედაპირულად შეისწავლა; ასევე, სრულიად უგულებელყო სასამართლოს მიღებული გადაწყვეტილებები შემაკავებელი და დამცავი ორდერების თაობაზე და არ ახორციელებდა მათ შემდგომ მონიტორინგს. მონიტორინგის განუხორციელებლობის გამო, შემაკავებელი და დამცავი ორდერის გამოწერამ აზრი დაკარგა და ძალადობა არ იქნა აღმოფხვრილი", - აღნიშნავენ სახალხო დამცველის აპარატში.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ მეორე საქმე ოჯახში სისტემურ ძალადობას შეეხებოდა, პოლიციის თანამშრომლებს კი გაუჭირდათ ეკონომიკური ძალადობის და მუქარის იდენტიფიცირება.
"საქმის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ პოლიციის მიერ დაცვის მხოლოდ ადმინისტრაციული მექანიზმები იქნა გამოყენებული, რაც ოჯახის წევრთა უსაფრთხოების დაცვას ვერ უზრუნველყოფდა მექანიზმების არათანმიმდევრული ხასიათის გამო", - დასძენენ სახალხო დამცველის აპარატში.
-
გადახედვათქვენ გგონიათ, რომ წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ჩვენ გავიმარჯვებთ! თქვენ გგონიათ, რომ წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ჩვენ გავიმარჯვებთ!
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვასაქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
კომენტარები