შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქვემო ქართლში ერთი ადამიანის წამების ბრალდებით ხუთი პირი დააკავეს. როგორც შსს-მ On.ge-ს უთხრა, წამების ფაქტი გუშინ, 22 აგვისტოს მოხდა.

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს მატერიალურად ან სხვაგვარად დამოკიდებული პირისათვის ისეთი პირობების შექმნას ან ისეთ მოპყრობას, რომელიც თავისი ხასიათით, ინტენსივობით ან ხანგრძლივობით იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს ან ფსიქიკურ ან მორალურ ტანჯვას და რომლის მიზანია ინფორმაციის, მტკიცებულების ან აღიარების მიღება, პირის დაშინება ან იძულება ანდა პირის დასჯა მის ან მესამე პირის მიერ ჩადენილი ან სავარაუდოდ ჩადენილი ქმედებისათვის.