რკინიგზასთან მიმდინარე აქციაზე სამი აქტივისტი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში, საქართველოს რკინიგზის ცენტრალურ ოფისთან მიმდინარე აქციაზე, სამი პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. როგორც უწყებაში ამბობენ, დამატებით დეტალებს მოგვიანებით გაავრცელებენ.
სტუდენტური მოძრაობა აუდიტორია 115-ის ცნობით, დაკავებულებს შორის ორი – ირაკლი კუპრაძე და ცოტნე ცხვედიანი – მათი წევრია.
"მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს დაკავებულები და მთელი ძალისხმევა მიმართოს რკინიგზელთა პრობლემების მოსაგვარებლად, რომლებიც უკვე მე-10 დღეა შიმშილობენ.
მივმართავთ საზოგადოებას, დროა გამოვავლინოთ ყველამ ერთად უპრეცენდენტო სოლიდარობა და ჩავერთოთ მშრომელებთან ერთად ბრძოლაში ჩვენივე უფლებებისთვის!" – აცხადებს აუდიტორია 115.
საქართველოს რკინიგზის გურჯაანში დასაქმებულმა ორმა თანამშრომელმა შიმშილობა 15 აგვისტოს დაიწყო. 17 აგვისტოს გამართულ აქციაზე კიდევ შვიდმა ადამიანმა, მათ შორის, რკინიგზის ახალი პროფკავშირების წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება, შეერთებოდნენ შიმშილობის აქციას.
აქციის მონაწილეები თავდაპირველად რკინიგზელების ძველ სამუშაო ადგილზე დაბრუნებას, ან ტრანსპორტირებისა და საცხოვრებლის ანაზღაურებას ითხოვდნენ, მოგვიანებით მათ მოთხოვნებს საქართველოს რკინიგზის პრესსამსახურის უფროსის დაჩი ცაგურიას და რკინიგზის ინფრასტრუქტურის დირექტორის ვასილ ხორავას გათავისუფლების მოთხოვნა დაემატა.
24 აგვისტოს საქართველოს რკინიგზასთან მორიგი აქცია დაპირისპირებითა და აქციის მონაწილეთა დაკავებით დასრულდა.
ინციდენტს გამოეხმაურა საქართველოს რკინიგზა. კომპანია მომხდარში პროფკავშირების ხელმძღვანელს ადანაშაულებს: "სამწუხაროდ, ირაკლი პეტრიაშვილი აგრძელებს პროვოკაციების მოწყობას საქართველოს რკინიგზასთან, მათ ვერ შეძლეს საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვება და დღევანდელ აქციაზე, სადაც მხოლოდ მათი აქტივისტები ესწრებოდნენ, სცადეს საქართველოს რკინიგზის შენობაში ძალის გამოყენებით შეჭრა, რაც პოლიციის აქტიური მოქმედებებით აღკვეთილ იქნა".
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
-
გადახედვაქართული ოცნება შექმნის ბაზას, სადაც განათავსებენ ინფორმაციას მათზე, ვინც სოციალურ ქსელებში მთავრობისთვის მიუღებელ ინფორმაციას იწონებს ქართული ოცნება შექმნის ბაზას, სადაც განათავსებენ ინფორმაციას მათზე, ვინც სოციალურ ქსელებში მთავრობისთვის მიუღებელ ინფორმაციას იწონებს
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
კომენტარები