ადვოკატმა ნინო ბოლქვაძემ ფეისბუქზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამავე ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ბერიანიძე პოლიციამ ჰომოფობიურ ნიადაგზე სცემა და დააკავა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ On.ge-ს უთხრა, შეტყობინება 25 აგვისტოს გამთენიისას შევიდა:

"ორი პირი გამოირჩეოდა განსაკუთრებული აგრესიული ქმედებებით და არ დაემორჩილნენ პოლიციის მოთხოვნას შეეწყვიტათ ეს ქმედებები".

როგორც შსს-ში ამბობენ, ბერიანიძე და კიდევ ერთი პირი ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციისთვის დაუმორჩილებლობა) მუხლებით დააკვეს, მათ მიერ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე კი გამოძიება დაიწყო 126-ე (ძალადობა) მუხლის საფუძველზე დაიწყო.

დაკავებულები ამ დროისთვის წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან.

სახალხო დამცველის აპარატმა On.ge-ს უთხრა, რომ ამ დროისთვის აპარატის წარმომადგენლები დაკავებულების სანახავად უკვე შევიდნენ.