ომბუდსმენის წარმომადგენელი და ადვოკატი დაკავებულების სხეულზე ძალადობის კვალს ადასტურებენ
25 აგვისტოს, გამთენიისას, ბათუმის ბულვარში პოლიციამ თანასწორობის მოძრაობის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ბერიანიძე და ორგანიზაციის წევრი თორნიკე კუსიანი დააკავა.
დაკავებულებს სხეულზე ფიზიკური ძალადობის კვალი აღენიშნებათ, რაზეც შსს აცხადებს, რომ "დაუდგენელი პირები და დაკავებულები ერთმანეთს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ", თუმცა ადგილზე მისულ სამართალდამცველებს ბერიანიძე და კუსიანი არ დაემორჩილნენ და პოლიციამ ისინი დააკავა.
დაკავებულები დღეს ადვოკატმა სალომე ღოღობერიძემ და სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ციალა ქათამიძემ ინახულეს. ორივე მათგანი On.ge-სთან საუბრისას დაკავებულების სხეულზე ძალადობის კვალს ადასტურებს.
ადვოკატი
სალომე ღოღობერიძემ ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ ლევან ბერიანიძე და თორნიკე კუსიანი ნაცემები არიან და დაკავებულები არიან ადმინისტრაციული წესით წვრილმან ხულიგნობაზე და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევაზე.
როგორც დაკავებულებმა ადვოკატს უთხრეს, ისინი ბულვარში ჯერ სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა პირებმა სცემეს და შემდეგ პოლიციამ გადაიყვანა ისინი განყოფილებაში, სადაც ასევე სცემეს და მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.
"ორივენი ნაცემები არიან. ბერიანიძეს ეტყობა აშკარად, ცხვირი აქვს დასისხლიანებული, და თვალი ჩალურჯებული. ხელებზე და ფეხებზე, ყველგან ეტყობა ცემის კვალი. თორნიკეს ნაკლებად ეტყობა, მაგრამ თვითონ ამბობს, რომ ზურგზე და მუცელზე შედგნენ ფეხებით და ნეკნები და მკლავი სტკივა. მასაც სახეზე აქვს სიშავეები".
ბერიანიძემ და კუსიანმა ადვოკატს ასევე უთხრეს, რომ შსს-ს თანამშრომლები მათზე ფიზიკური ძალადობის ფაქტს შეესწრნენ და არაფერი მოიმოქმედეს.
კუსიანის თქმით, მათთან ერთად იყო მეგობარი ტრანსგენდერი ქალიც, რომელსაც კონფლიქტის დროს მიღებული დაზიანებების შედეგად კისერზე სისხლი ჰქონდა. ამის შემჩნევის შემდეგ, ადვოკატის მიხედვით, კუსიანმა პოლიციაში დარეკვა გადაწყვიტა, თუმცა ადგილზე მყოფმა სამართალდამცველმა მას დარეკვის საშუალება არ მისცა.
ადვოკატი ასევე ამბობს, რომ დაკავებულებმა სამედიცინო დახმარება მოითხოვეს, თუმცა ექიმმა ოქმის შედგენისას მათი დაზიანებები სრულად არ აღწერა.
ღოღობერიძე ასევე ამბობს, რომ განყოფილებაში მისვლისას დაკავებულები გააშიშვლეს:
"გახადეს, ჩახადეს და ჩაკუზვა აიძულეს. ამის შემდეგ დაკავებულებმა სამედიცინო შემოწმება მოითხოვეს, მაგრამ მათი ნების საწინააღმდეგოდ წინასწარი დაკავების იზოლატორში გახადეს და ჩაკუზვა გააკეთებინეს".
სახალხო დამცველის აპარატი
ციალა ქათამიძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ დაკავებულებს ერთი შეხედვით დათვალიერებისას აღენიშნებათ გარკვეული ტიპის დაზიანებები:
"სახეზე დაზიანებები, ასევე სისხლჩაქცევები, ჩალურჯებები და ნაკაწრები აქვთ და ვცდილობთ დავადგინოთ, ჰქონდა თუ არა ადგილი პოლიციის მხრიდან პროცესუალურ დარღვევას. გასარკვევია დაზიანებების მიღების დრო და ვითარება".
ქათამიძესთან საუბრისას ბერიანიძე და კუსიანი ხაზს უსვამენ პოლიციის მხრიდან ჰომოფობიურ გამონათქვამებს და მათზე ძალადობას. ნინო ბოლქვაძე ასევე ამბობს, რომ ლევან ბერიანიძე პოლიციამ ჰომოფობიურ ნიადაგზე სცემა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ თანასწორობის მოძრაობის აღმასრულებელი დირექტორის, ლევან ბერიანიძისა და ორგანიზაციის წევრის, თორნიკე კუსიანის, დაკავებისას პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტებაზე მოკვლევა დაიწყო.
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
კომენტარები