მეცნიერებმა ბაყაყის ახალი სახეობა აღმოაჩინეს, რომელიც ძალიან უცნაურად გამოიყურება
მეცნიერებმა ინდოეთის დასავლეთ გატის მთებში ბაყაყის ახალი სახეობა აღმოაჩინეს, რომელსაც ისინი ბჰუპატი-ის ალისფერ ბაყაყს ეძახიან. სახელი ინდოელი ჰერპეტოლოგის, დოქტორ ბჰუპატი სუბრამანიანის საპატივცემულოდ დაარქვეს, რომელიც 2014 წელს სამეცნიერო ექსპედიციის დროს გარდაიცვალა.
ახლად აღმოჩენილი ბაყაყის შესახებ სამეცნიერო სტატია ამერიკის ბუნების ისტორიის მუზეუმისა და უჯრედული და მოლეკულური ბიოლოგიის ცენტრის მიერ მომზადდა, რომელიც ჟურნალ Alytes-ში გამოქვეყნდა.
სამეცნიერო ნაშრომში ამფიბიის შესახებ ნათქვამია, რომ ახალი სახეობის ბაყაყს აქვს გლუვი ნაცრისფერი კანი იისფერი კოპლებით, პატარა ბუშტოვანი თვალები და ღორის მსგავსი ცხვირი. კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ ბაყაყი თავისი ჯმუხი, სქელი "ხელების" გამო ძალიან ნელა გადაადგილდება.
ცნობილია, რომ ეს ბაყაყი დასავლეთ გატის მთებში, რომელიც ინდოეთის დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობს, მხოლოდ სამ სეზონს ცოცხლობს. National Geographic-ის ცნობით, ის მიწისქვეშ იკვებება კიდეც. დროის უმეტეს ნაწილს იისფერი ბაყაყი მიწისქვეშა სოროში ატარებს. სავარაუდოდ, სწორედ ამის გამო ჰგავს ის ამფიბიურ თხუნელას.
მეცნიერებს ამ ახალი სახეობის აღმოჩენა დიდ ძალისხმევად დაუჯდათ. იმისთვის, რათა დაემტკიცებინათ, რომ ამ სახეობის ბაყაყი მართლაც არავის ჰქონდა გამოკვლეული, რამდენიმე მოზრდილი ბაყაყისა და თავკომბალის შესწავლის შემდეგ, მეცნიერებმა გააკეთეს მორფოლოგიური, გენეტიკური და ბიოაკუსტიკური მონაცემების კომბინაცია.
აღმოჩნდა, რომ ბაყაყის ეს სახეობა დაკავშირებულია 2003 წელს აღმოჩენილ კიდევ ერთ უცნაურ სახეობასთან, რომელიც ცნობილია როგორც Nasikabatrachus sahyadrensis. ორივე მათგანი Nasikabatrachus-ის ოჯახს ეკუთვნის, თუმცა დნმ-ს ანალიზმა აჩვენა, რომ იისფერი ბაყაყები მართლაც სხვა სახეობას განეკუთვნებიან.
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
კომენტარები