ახალქალაქშიც, სოფელ კორხის ტყეშიც ხანძარია. ინფორმაცია On.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესსამსახურში განუცხადეს.

უწყების ინფორმაციით, სოფელ კორხის ტყეში, ისევე როგორც ახალციხეში, სოფელ სვირის ტყეში ამ ეტაპზე უცნობია რამხელა ტერიტორიაზეა ხანძარი გავრცელებული. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესსამსახურის წარმომადგენლის განმარტებით, ამ ეტაპზე სახანძრო მანქანების ადგილზე მობილიზება ხდება.