ახალი კვლევის თანახმად, სიცოცხლე ფიზიკის კანონების გარდაუვალი შედეგია
ჰიპოთეზა, რომ სიცოცხლე ფიზიკის კანონების გარდაუვალი შედეგია, პირველად, სამეცნიერო წრეებში რამდენიმე წლის წინ გაჩნდა. კვლევის ავტორმა, MIT-ის ბიოფიზიკის ასოცირებულმა პროფესორმა, ჯერემი ინგლენდმა, ამ თემასთან დაკავშირებული თავისი პირველი ნაშრომი გამოაქვეყნა და როგორც ჩანს, არც ის არის გამორიცხული, რომ იგი ზედმიწევნით სწორ გზაზე იდგეს.
ინგელნდის ჰიპოთეზა მნიშვნელოვანი ხიდია ფიზიკასა და ბიოლოგიას შორის და მიუხედავად იმისა, რომ ჯერ დამტკიცებული არაფერია, ამ თეორიას იმის პოტენციალიც კი აქვს, რომ პასუხი გასცეს კაცობრიობის ერთ-ერთ უდიდეს შეკითხვას — საიდან მოვდივართ და როგორ გაჩნდა სიცოცხლე?
ცნობილია, რომ თერმოდინამიკის მეორე კანონის წყალობით, სამყარო სრული ქაოსისკენ მიექანება — იმ მდგომარეობისკენ, რომელშიც ყველაფერი არსებითად ერთნაირია, მიუხედავად მათი შემადგენელი ნაწილაკების და სტრუქტურისა.
სამყაროს ამ საბოლოო მდგომარეობას, ცალკე სახელიც კი მოუგონეს ფიზიკოსებმა — „სითბური სიკვდილი“ ან „მაქსიმალური ენტროპია“. ეს ისეთი მდგომარეობაა, როდესაც, სამყაროს ყველა წერტილში, ენერგიის დონეზე ყველაფერი გაწონასწორებულია.
წარმოიდგინეთ რომ წყალში ვაწვეთებთ სამი განსხვავებული ფერის საღებავს. გასაგებია რაც მოხდება — თავდაპირველად, ისინი ერთმანეთისგან განცალკევებული წერტილები იქნებიან, თუმცა დროთა განმავლობაში, ფერები ერთმანეთს შეერევა და საბოლოოდ ერთ ფერს მივიღებთ. წარმოიდგინეთ რომ ეს არის სამყარო. საღებავის წერტილები კი, ამ შემთხვევაში ბიოლოგიური სიცოცხლის ანალოგია.
ინგლენდი ვარაუდობს, რომ ბიოლოგიური სიცოცხლე ჩნდება ისეთ სპეციფიურ გარემოში (მაგალითად პლანეტებზე), რომლებშიც ენტროპია მკვეთრად დაბალია და ენერგიის ბალანსი ფაქტობრივად არ გვაქვს. ასეთ გარემოში, ფიზიკა უზრუნველყოფს, რომ ატომები ისე განლაგდნენ რომ რაც შეიძლება მარტივად „გაუმკლავდნენ“ ენერგიის ქაოტურ დინებას. ეს ატომური სტრუქტურები საბოლოოდ, ძალიან წააგავს იმას, რასაც ჩვენ სიცოცხლეს ვუწოდებთ.
2014 წელს ინგლენდის ნათქვამი ცნობილი ფრაზაა - „თუ ავიღებთ ატომების რაიმე, შემთხვევით გროვას და დიდი ხნის განმავლობაში მივანათებთ შუქს, არ უნდა გაგვიკვირდეს თუ საბოლოოდ მცენარე წარმოიქმნება“
სუპერ თანამედროვე ტექნოლოგიების და კომპიუტერული სიმულაციის გამოყენებით, პროფესორმა და მისმა კოლეგებმა ძირითადი ქიმიური ელემენტები ადრეული დედამიწის მსგავს გარემოში მიმოფანტეს და დაელოდნენ, რა მოხდებოდა.
Proceedings of the National Academy of Sciences-ში გამოქვეყნებული პირველი ნაშრომის მიხედვით, სიცოცხლის მსგავსი ატომური სტრუქტურები სპონტანურად წარმოიქმნა. რაც მთავარია, ბიოლოგიური ფაქტორები - უჯრედების ქცევა, დნმ-ის ფორმირება და ა.შ. - სიმულაციებში წინასწარ დაპროგრამებული არ ყოფილა.
Physics Review Letter-ში გამოქვეყნებულმა მეორე ნაშრომმა აჩვენა, რომ გარე ენერგიის წყაროს (ჩვენს შემთხვევაში მზის) დახმარებით, ატომებმა ახალი სტრუქტურების შექმნა დაიწყეს იმგვარად, რომ უფრო ეფექტურად შთანთქონ და გამოასხივონ ენერგია. ყველაზე საოცარი კი ის არის, რომ ამ სტრუქტურებმა თავიანთი თავის კოპირება დაიწყეს რათა კიდევ უფრო კარგად „გამკლავებოდნენ“ ამ ენერგიის დინებას.
როგორც ჩანს, სულ სამი ძირითადი კომპონენტის არსებობაა საჭირო და სიცოცხლე თავისით ჩნდება და მრავლდება ყველანაირი საჭიროების გარეშე. ფიზიკის კანონები როგორც გარემო, მზე როგორც ენერგიის წყარო და რამდენიმე ძირითადი ქიმიური ნაერთი, როგორც საწყისი სამშენებლო ბლოკები ბიოლოგიური სტრუქტურებისთვის. შემდეგ კი ყველაფერი თავისით მოხდება :)
ისიც უნდა ითქვას რომ ინგლენდის კვლევამ ბევრი კრიტიკაც დაიმსახურა. განსაკუთრებით, სიცოცხლის განმარტებასთან დაკავშრებით. ზოგიერთი მეცნიერი თვლის რომ „სიცოცხლის მაგვარი სტრუქტურების” ინგლენდისეული განმარტება ზედმეტად აბსტრაქტულია იმისათვის, რომ ეს სტრუქტურები ბიოლოგიურად ცოცხალ ორგანიზმებად მივიჩნიოთ.
მიუხედავად კრიტიკისა, ეს ჰიპოთეზა და კვლევა ნათლად გვიჩვენებს არაფრისგან გაჩენილ წესრიგს, რომელიც ბუნებრივად საბოლოოდ სრული ქაოსისკენ მიმავალ სისტემაში ჩნდება. თუ ეს სიმართლეა, მაშინ ეს ჰიპოთეზა, ევოლუციის თეორიისთვის დარვინის ბრწყინვალე შრომის შემდეგ, ყველაზე მნიშვნელოვანი დამატება იქნება.
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
კომენტარები