ყველაფერი რაც American Horror Story-ის ახალ სეზონზე ვიცით
როგორც უკვე იცით რამდენიმე დღის წინ ამერიკული საშინელებათა ისტორიის მეშვიდე სეზონის პირველი, საკმაოდ საზარელი, თრეილერი გავრცელდა.
ერთ წუთიანი ვიდეოდან ვიგებთ, რომ ახალ სეზონში პოლიტიკური თემა შემოდის.
სერიალის გმირები დონალდ ტრამპის გამარჯვებით შეძრწუნებულები არიან. ელი, რომლის როლსაც სარა პოლსონი ასრულებს, კივილს იწყებს და მისი კოულროფობია [კლოუნების შიში], კიდევ უფრო რთულდება, როდესაც უინთერი (ბილი ლორდი) მის შვილს კლოუნის სათამაშოს ჩუქნის.
მეშვიდე სეზონში სარა პოლსონისა და ივან პეტერსის გარდა ვიხილავთ ისეთ მსახიობებს, როგორებიც არიან ემა რობერტსი, კოლტონ ჰეინესი, ლინა დანემი, ელისონ პილი, ფრენსის კონროი და სხვები.
სეზონის პრემიერამდე FX-მა უკვე გაასაჯაროვა სერიალის ახალი ნაწილის, American Horror Story: Cult, ქუდიც სადაც კლოუნებთან და სხვა საზარელ არსებებთან ერთად კადრში აშშ-ის ახალი პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და მისი მთავარი კონკურენტის, ჰილარი კლინტონის ნიღბებიც ჩანს.
ჯერ-ჯერობით უცნობია სერიალში ვიხილავთ თუ არა რეალურ კადრებს არჩევნებიდან ან თავად ტრამპისა და კლინტონის პერსონაჟებს, მაგრამ როგორც სერიალის შემქმნელი რაიან მერფი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, გამორიცხული არაფერია.
"დამერწმუნეთ, AHS-ის მეშვიდე სეზონი სრულიად განსხვავებული იქნება, სხვა თუ არაფერი პირველად შემოგვაქვს პოლიტიკის თემა და ვაჩვენებთ იმას, თუ როგორ ცვლის ადამინების ცხოვრებას ის, თუ ვინ იჯდება თეთრი სახლის ყველაზე საპატიო სკამზე.", ამბობს მერფი.
ამავე ინტერვიუში ის ივან პეტერსისა და სარა პოლსონის პერსონაჟებზეც საუბრობს.
"ივანის პერსონაჟი კაი თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე ორიგინალური როლია, რომელიც მისთვის შემიქმნია, ამას თვითონაც [ივან პეტერი] აღიარებს. რაც შეეხება სარას [პოლსონი] ღმერთო, არასდროს მომწყინდება იმის თქმა, რომ მას ზებუნებრივი ნიჭი აქვს. ბევრი ემოციური სცენა აქვს და ისიც კი მოახერხა, რომ ავეტირებინე, წარმოგიდგენიათ? ბევრს აღარ მოვყვები, მალე თავად ნახავთ და დამერწმუნებით, რომ კულტი [American Horror Story: Cult] ყველაზე განსხვავებული სეზონი იქნება", აღნიშნა რაიანმა.
კიდევ ერთი სიახლე, რომელსაც ჰორორ სთორის ახალი სეზონი გვთავაზობს ეპიზოდების რაოდენობაა. წინა სეზონებისგან განსხვავებით, რომლებშიც 12 ან 13 სერია გვხვდებოდა, ამ შემთხვევაში FX-ზე შოუს 11 ეპიზოდი გავა.
რაც შეეხება მთავარ სიუჟეტურ ხაზს, მოვლენების ეპიცენტრში მიჩიგანია.
ელ მეიფრეი რიჩარდსი [სარა პოლსონი] და ივ მეიფრეი რიჩარდსი [ელისონ პილი] ლესბოსელი წყვილი არიან, რომლებიც ტრამპის გამარჯვებით აღშფოთებულები და შეშინებულები არიან. სამაგიეროდ ახალი პრეზიდენტით კმაყოფილია ცისფერ თმიანი, ჯერ-ჯერობით გაურკვეველი კულტის მიმდევარი კაი ანდერსონი [ივან პეტერსი], რომელიც ჯერ-ჯერობით დაუდასტურებელი ინფორმაციით, ადამიანებზე ნადირობის დროს ტრამპისა და ჰილარი კლინტონის ნიღბებს იყენებს.
სერიალის მთავარ პოსტერზე ამ სეზონზე ქალია გამოსახული, რომლის ტვინსაც სკის ფორმა აქვს, იქვე არის თაფლი და ბევრი ფუტკარი.
ეს რა თქმა უნდა შემთხვევითობა არ არის, როგორც რაიან მერფი ამბობს, ბილ ეიკნერის გმირი, რომელიც სარა პოლსონისა და ელისონ პოლის პერსონაჟების მეზობელი იქნება, მეფუტკრეა, რომელიც საკუთარ სახლში უზარმაზარ საიდუმლოებებს მალავს.
რაიან მერფი საუბრობდა იმაზეც, რომ არჩევნების გარდა ახალი სეზონის წერისას მისი ინსპირაცია აშშ-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმე გახდა, როდესაც 1969 წლის 8 აგვისტოს მუსიკოსმა და "მენსონის ოჯახის" ლიდერმა ჩარლზ მენსონმა თავის მიმდევრებს უბრძანა, რომ ლოს-ანჟელესის გარეუბანში მდებარე სახლისთვის შეეტიათ.
რაიან მერფიმ აღნიშნა ისიც, რომ შოუს მთავარი მამოძრავებელი ძალა ის ადამიანები იქნებიან, რომლებიც აშშ-ის ისტორიაში კულტებად იქცნენ.
მაგალითად ზემოთ ხსენებული ჩარლზ მენსონი, ჯიმ ჯოუნსი, დეივიდ კორიში და ენდი უორჰოლი. მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი არანაირი კულტის არც მიმდევარი და მით უმეტეს არც დამფუძნებელი არ ყოფილა, თუმცა მერფის თქმით ჰოლივუდის ბევრი ვარსკვლავი მას აღმერთებდა, სწორედ ამიტომ შემოიყვანეს ის შოუში. რაც მთავარია ზემოთ ჩამოთვლილი ყველა რეალური პიროვნების როლს სწორედ ივან პეტერსი შეასრულებს.
რაც შეეხებათ ლინა დანემისა და ემა რობერტსის პერსონაჟებს, როგორც ცნობილია, ისინი შოუში მხოლოდ რამდენიმე სერიაში გამოჩნდებიან.
ლენა დანემი ენდი უორჰოლის ასისტენტის, ვალერია სოლანას როლს შეასრულებს, რომელიც აქვე გეტყვით რომ მეშვიდე სერიაში გამოჩნდება და სავარაუდოდ კვდება, ამის თქმის მიზეზს ამავე ეპიზოდის სახელი, Valerie Solanas Died for Your Sins, Scumbag, იძლევა.
ემა რობერტსი კი სავარაუდოდ დამწყები ჟურნალისტი, სერინა ბერინდა იქნება.
მიუხედავად იმისა, რომ შოუს შემქმნელებმა ახალი სეზონის შესახებ ბევრი დეტალი უკვე გაამხილეს, როგორც სჩვევიათ, კიდევ უფრო ბევრი საიდუმლო დატოვეს, რომელსაც მხოლოდ 5 სექტემბერს, American Horror Story: Cult-ის პრემიერის დროს გავიგებთ.
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
კომენტარები