ჯანი ბუკიკიო: სამწუხაროა ქართული პარტიების შეუთანხმებლობა საკონსიტუციო რეფორმაზე
საქართველოში დაგეგმილ საკონსტიტუციო რეფორმაზე 6 სექტემბერს სტრასბურგში დაგეგმილი შეხვედრა გაუქმებულია. ამის შესახებ ინფორმაცია ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ გაავრცელა. განცხადებაში ბუკიკიო სამწუხაროს უწოდებს იმ ფაქტს, რომ ქართულმა პარტიებმა ვერ შეძლეს, მოლაპარაკებების გზით, კონსესუსის მიღწევა საკონსტიტუციო რეფორმაზე.
"საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვა მნიშვნელოვანი რეფორმაა, რომლის მიზანიც არსებული პოლიტიკური სისტემის ნამდვილ საპარლამენტო დემოკრატიად გარდაქმნაა.
მიმდინარე წლის ივნისში ვენეციის კომისიამ დადებითად შეაფასა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, მათ შორის პარლამენტის ყველა წევრის პროპორციული სისტემით არჩევის დეკლარილებული ნაბიჯი. უფრო მეტიც, ჩვენ განსაკუთრებით მივესალმეთ საქართველოს პარლამენტთან აქტიურ თანამშრომლობასა და მის პირობას, არ მიიღოს რაიმე სახის ცვლილება, რომელიც უარყოფითად იქნება შეფასებული ვენეციის კომისიის მიერ.
შესაბამისად, სამწუხაროა როგორც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის გადავადება 2024 წლისთვის, ისე - მოლაპარაკებების გზით პარტიების მიუღწეველი კონსესუსი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე", – წერს ჯანი ბუკიკიო პირველ სექტემბერს გავრცელებულ წერილში.
ამავე განცხადებაში ვენეციის კომისიის პრეზიდენტი გამოთქვამს იმედს, რომ საქართველოს ხელისუფლება ვენეციის კომისიას უმოკლეს ვადაში გადაუგზავნის საკონსტიტუციო ცვლილებების საბოლოო ვარიანტს, რასთან დაკავშირებითაც, აღნიშნული ინსტიტუცია თავის დასკვნას დაახლოებით ერთ თვეში, ოქტომბერში გამოაქვეყნებს.
ბუკიკიო ასევე გამოთქვამს იმედს, რომ საქართველოს პარლამენტი ამ შენიშვნებს გაითვალისწინებს და საკონსტიტუციო რეფორმაზე მიაღწევს დიდი მასშტაბის კონსესუსს.
-
გადახედვახელოვნური ინტელექტი ყველგან და ყველაფერში — რა სიახლეები წარადგინა Google-მა ხელოვნური ინტელექტი ყველგან და ყველაფერში — რა სიახლეები წარადგინა Google-მა
-
გადახედვაფილარმონიასთან სტუდენტები იკრიბებიან — ისინი, მოგვიანებით, გმირთა მოედანზე გადაინაცვლებენ ფილარმონიასთან სტუდენტები იკრიბებიან — ისინი, მოგვიანებით, გმირთა მოედანზე გადაინაცვლებენ
-
გადახედვაშარლ მიშელი პრეზიდენტს და, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრსაც ესაუბრა — რა ვიცით შარლ მიშელი პრეზიდენტს და, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრსაც ესაუბრა — რა ვიცით
-
გადახედვაჰარი პოტერის 10 შთამაგონებელი ფრაზა ბრძოლის და წინააღმდეგობის მნიშვნელობაზე ჰარი პოტერის 10 შთამაგონებელი ფრაზა ბრძოლის და წინააღმდეგობის მნიშვნელობაზე
-
გადახედვადავით ქაცარავა: დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში, ოთხჯერ მცემეს, უმოწყალოდ და გამეტებით დავით ქაცარავა: დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში, ოთხჯერ მცემეს, უმოწყალოდ და გამეტებით
-
გადახედვასარეკლამო კომპანია ლიმონის ხელმძღვანელი დაკავებულია — გიორგი ოკმელაშვილს 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება სარეკლამო კომპანია ლიმონის ხელმძღვანელი დაკავებულია — გიორგი ოკმელაშვილს 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება
-
გადახედვასლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ესროლეს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ესროლეს
-
გადახედვაპოლიცია სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებლის სახლშიც არის შესული პოლიცია სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებლის სახლშიც არის შესული
-
გადახედვაკვლევის თანახმად, სტრესი ალცჰაიმერის განვითარების რისკებს ზრდის კვლევის თანახმად, სტრესი ალცჰაიმერის განვითარების რისკებს ზრდის
-
გადახედვარა ვიცით დღეს, 15 მაისს დაგეგმილი საპროტესტო აქციების შესახებ რა ვიცით დღეს, 15 მაისს დაგეგმილი საპროტესტო აქციების შესახებ
-
გადახედვააჭარის უმაღლეს საბჭოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან აჭარის უმაღლეს საბჭოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან
-
-
გადახედვაჯოზეფ ბორელი: საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო 9 ნაბიჯის შესრულების დათქმით… მოვუწოდებთ, გააუქმონ კანონი ჯოზეფ ბორელი: საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო 9 ნაბიჯის შესრულების დათქმით… მოვუწოდებთ, გააუქმონ კანონი
-
გადახედვაო'ბრაიენი ივანიშვილის სანქცირებაზე: როდესაც ადამიანებს სანქციებს ვუწესებთ, ამას ვაკეთებთ მკაფიო მტკიცებულებებით ო'ბრაიენი ივანიშვილის სანქცირებაზე: როდესაც ადამიანებს სანქციებს ვუწესებთ, ამას ვაკეთებთ მკაფიო მტკიცებულებებით
-
გადახედვა"ადამიანები იმიტომ კი არ ვართ, რომ IQ გვაქვს, ადამიანებად ჩვენ გვხდის ემპათია" — გია დვალი "ადამიანები იმიტომ კი არ ვართ, რომ IQ გვაქვს, ადამიანებად ჩვენ გვხდის ემპათია" — გია დვალი
-
გადახედვაგანათლების ხარისხის ცენტრის განცხადება პროტესტის გამო, სასწავლო პროცესის შეჩერების ფაქტებთან დაკავშირებით განათლების ხარისხის ცენტრის განცხადება პროტესტის გამო, სასწავლო პროცესის შეჩერების ფაქტებთან დაკავშირებით
-
გადახედვაროგორი იყო უმუშევრობის დონე და დასაქმების მაჩვენებელი 2023 წელს — საქსტატის მიხედვით როგორი იყო უმუშევრობის დონე და დასაქმების მაჩვენებელი 2023 წელს — საქსტატის მიხედვით
-
-
გადახედვაკანონი მიუსაფარ ცხოველებს დახმარების გარეშე დატოვებს — ცხოველთა უფლებადამცველები კანონი მიუსაფარ ცხოველებს დახმარების გარეშე დატოვებს — ცხოველთა უფლებადამცველები
-
გადახედვა"შევხვდით დაკავებულ 16 პირს, სამი პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე მიუთითებს, მათ შორის ლაზარე გრიგორიადისიც" — სახალხო დამცველის აპარატი "შევხვდით დაკავებულ 16 პირს, სამი პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე მიუთითებს, მათ შორის ლაზარე გრიგორიადისიც" — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვასაიდან იგებს Google Maps, რომ გზა გადაკეტილია? საიდან იგებს Google Maps, რომ გზა გადაკეტილია?
კომენტარები