ღამის ეკონომიკა და ქართული წარმოების ტრანსპორტი - კალაძემ საარჩევნო პროგრამა წარადგინა
მმართველი გუნდის ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ დღეს, 4 სექტემბერს, პარტიის ცენტრალურ ოფისში, 7-პუნქტიანი საარჩევნო პროგრამა წარადგინა. კანდიდატმა თითოეულ პუნქტზე ვრცლად ისაუბრა:
ქალაქის ურბანული განვითარების პოლიტიკა
ურბანული პოლიტიკის წარდგენისას, კახა კალაძე ამომრჩეველს დაჰპირდა, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში, მმართველი გუნდის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ძველი თბილისის რეაბილიტაცია იქნება:
"ძველი თბილისის რეაბილიტაცია ერთ-ერთი მიმართულება იქნება. მშენებლობისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ისტორიული იერსახის ავთენტური იერსახის შენარჩუნებას".
კალაძის თქმით, მისი გამარჯვების შემთხვევაში, პირველ რიგში, შემუშავდება ავარიული და ძველი შენობების ინვენტარიზაციისა და გამაგრება ჩანაცვლების ერთიანი გეგმა:
"შეიქმნება სტანდარტები ფასადებისთვის. გარდა ამისა შემუშავდება დიზაინის ერთიანი სტილი. ესაა ვიზუალური სტანდარტი, რომელიც ყველა განვითარებულ ქალაქს გააჩნია და ეს გულისხმობს წარწერების ვიტრინების, აბრებისა და ზოგადად იერსახის მოწესრიგებას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ქართული შრიფტის დაცვას".
მმართველი გუნდის კანდიდატი აცხადებს, რომ ქალაქში მოსაწესრიგებელია საგზაო ინფრასტრუქტურა და წყალმომარაგების სისტემა. მისივე თქმით, გაგრძელდება ქალაქის კეთილმოწყობითი სამუშაოები და განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა უწყვეტი წყალმომარაგების პრობლემის სრულად გადაჭრად თბილისის ყველა უბანში.
კახა კალაძე, დედაქალაში წყალმომარაგების პრობლემის გადაჭრის მიზნით, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას გეგმავს:
"უახლოეს პერიოდში ვგეგმავ, GWP-ის ხელმძღვანელობას შევხვდე და მომდევნო წლების გეგმებს გაგაცნობთ, თუ რას აპირებს ეს კომპანია, რა კონკრეტული პროექტები განხორციელდება და რა თანხები დაიხარჯება".
სატრანსპორტო პოლიტიკა
ქართული ოცნების კანდიდატი თბილისელებს ჰპირდება, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი საქართველოში იქნება წარმოებული:
"განახლდება თბილისის ავტობუსისა და მიკროავტობუსების პარკი თანამედროვე კომფორტული ავტობუსებით".
საცობების განტვირთვისთვის კი, კალაძე გეგმავს, რომ სპეციალური პროგრამა აამოქმედოს, რომლის დროსაც მუდმივ რეჟიმში მოხდება გადატვირთული წერტილების მონიტორინგი და მათი გადაჭრის გზების დასახვა.
კახა კალაძის დაპირებით, შეიქმნება ქალაქის სატრანსპორტო სტრატეგია. მის ფარგლებში კი, გაფართოვდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამარშუტო სქემა:
"დღეს კონკრეტულ რაიონებში არსებობს უბნები სადაც არ მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი ან თუ მოძრაობს ძალიან დიდი სხვაობაა დროში. მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება, ის უნდა გავხადოთ არამხოლოდ კომფორტული და მოწესრიგებული, არამედ პოპულარული. განხორციელდება მეტროს რეაბილიტაციის მასშტაბური სამუშაოები. არსებული მეტროსადგურების რეკონსტურქცია და დაიგეგმება მეტროს ახალი ხაზების განვითარება".
კახა კალაძის დაპირებებს შორისაა ასევე საგზაო ინფრასტრუქტურისა და პარკირების სისტემის მოწესრიგება, მიწისზედა და მიწისქვეშა პარკინგი და ჯარიმების "სამართლიანი" სისტემა.
ეკოლოგიური პოლიტიკა
კახა კალაძის თქმით, მუნიციპალიტეტი მხარს დაუჭერს ავტომობილების ტექდათვალიერების სისტემის დანერგვას:
"დღეს თბილისში გვაქვს ჰაერის დაბინძურების მაღალი დონე, რაც გამოწვეულია გაუმართავი ტრანსპორტით, გამონაბოლქვით, მშენებლობებისა და გრუნტის მტვერით. აუცილებლად დათვალიერდება მშენებლობის ეკოლოგიური სტანდარტები. უზრუნველყოფილი იქნება გრუნტის ეტაპობრივი დაფარვა შესაბამისი საფარით. ჩამოყალიბდება ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის სისტემა, რომლის საფუძველზეც განისაზღვრება დაბინძურების პრევენციის ეფექტური მექანიზმები".
კახა კალაძე თბილისის მოსახლეობას ჰპირდება, რომ დამუშავდება პარკების გაშენების სქემა, მისივე თქმით, მათ შორისაა ზოოპარკისა და მზიურის განახლება, ვაკის პარკის, მუშტაიდისა და სხვა მწვანე სკვერების სრული რეაბილიტაცია.
მერობის კანდიდატი აცხადებს რომ თბილისში მოწესრიგდება ნაგავსაყრელები:
"ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან შემუშავდება ნარჩენების გადამუშავების პროექტი. გარემოს დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით მერია იზრუნებს მტკვრის დაბინძურების პრევენციაზე და რეკრეაციულ დანიშნულებით მის გამოყენებაზე".
სოციალური პოლიტიკა
კახა კალაძის განცხადებით, იმისთვის, რომ თბილისი ინკლუზიური ქალაქი გახდეს, შესაბამისი ღონისძიებები განხორციელდება.
თბილისის მერობის კანდიდატის თქმით, აუცილებლად გაგრძელდება, დაიხვეწება და გაფართოვდება ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების მუნიციპალური პროგრამები. ასევე, მოხდება სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის გაძლიერება და მისი ავტოპარკის განახლება".
"მერია იზრუნებს შესაბამისი საჭიროების მქონე ადამიანების უზრუნველყოფაზე ღირსეული საცხოვრებლით; ძალიან აქტუალურია ქალაქის ინფრასტრუქტურის ადაპტირების საკითხი შშმპ-ებისთვის; განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები, რათა თბილისი გახდეს ინკლუზიური ქალაქი. უზრუნველყოფილი იქნება ქალაქის ინფრასტრუქტურის, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და სხვადასხვა ობიექტების ადაპტირება.
განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკა
კახა კალაძე ამომრჩეველს ჰპირდება, რომ საბავშვო ბაღების ახალი სტანდარტები დადგინდება და მერია მათ ავტორიზაციას უზრუნველყოფს ამ სტანდარტის შესაბამისად.
მერობის კანდიდატის დაპირებით, თბილისის რაიონებში აშენდება ახალგაზრდობის ცენტრები, სადაც ახალგაზრდებს ექნებათ შემოქმედებისა და სპორტულ ცხოვრებაში ჩაბმის შესაძლებლობა.
"მოეწყობა სპორტული ინფრასტრუქტურა თბილისის ყველა რაიონში. ახლებურად დაიგეგმება თბილისობა და სხვა კულტურული ღონისძიებები".
ეკონომიკური პოლიტიკა
"დღეს ქალაქს არ აქვს ერთიანი ეკონომიკური ხედვა", - ეს განცხადება გააკეთა მმართველი გუნდის კანდიდატმა კახა კალაძემ მისი საარჩევნო პროგრამის წარდგენისას და დაამატა, რომ გამარჯვების შემთხვევაში, მათი უპირველესი საქმე მუნიციპალური განვითარების გეგმის ჩამოყალიბება იქნება, რომელიც საფუძვლად დაედება ქალაქის ეკონომიკურ განვითარებას:
"განხორციელდება მუნიციპალიტეტის ქონების ინვენტარიზაცია. დღეს არ გვაქვს სრული ინფორმაცია, თუ რა ქონებას ფლობს თბილისის მუნიციპალიტეტი და როგორ შეიძლება ეს ქონება გამოვიყენოთ".
კახა კალაძემ ღამის თბილისზეც ისაუბრა და თქვა, რომ ღამის ეკონომიკა მისი ერთ-ერთი მიმართულებაა:
"ბევრ ევროპულ ქალაქში ეს სიახლეა. ღამის ეკონომიკის განვითარება ჩვენ მოგვცემს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის საშუალებას. პირველი რასაც გავაკეთებთ, ჩამოყალიბდება ღამის ეკონომიკის კონცეფცია. ღამის კულტურული ცხოვრება გაახალისებს ახალ სტარტაპებს და გაზრდის საგადასახადო შემოსავლებს. იქნება გათვლილი ტურისტული პოტენციალი და ქალაქის ინტერესებისთვის ამის სწორად გამოყენება".
მართვის პოლიტიკა
ქართული ოცნების კანდიდატი, კახა კალაძე ამბობს, რომ მისი არჩევის შემთხვევაში, მერიაში ეფექტიანი და ობიექტური საკადრო პოლიტიკა განხორციელდება.
მისივე თქმით, იმ ბიუჯეტით, რაც ახლა გააჩნია თბილისს, მის მიერ დაგეგმილი პროექტები ვერ განხორციელდება:
"მთავრობასთან კოორდინაციითა და საკუთარი შემოსავლების ხარჯზე გაიზრდება თბილისის ბიუჯეტი".
კალაძე ამომრჩეველს ჰპირდება რომ მისი არჩევის შემთხვევაში, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, მათი ჩართულობა გაიზრდება და ამისთვის მექანიზმებიც დაიხვეწება:
"დაინერგება მათი [მოსახლეობის] მონაწილეობის ინოვაციური მოდელი, რომლის საფუძველზე თბილისელები თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას საკუთარი უფლების განვითარების შესახებ. მათ ექნებათ საშუალება თავად გააკეთონ არჩევანი თუ რომელი კონკრეტული პროექტია მათი უბნისთვის პრიორიტეტული".
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
-
გადახედვაპარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება პარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება
-
გადახედვასაქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
კომენტარები