ადამიანის უფლებათა ცენტრი ე.წ. ციანიდის საქმეზე გამოტანილ განაჩენს არ იზიარებს
ადამიანის უფლებათა ცენტრი (EMC) არ იზიარებს ე.წ. ციანიდის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს, რომლის მიხედვითაც დეკანოზ გიორგი მამალაძეს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ცენტრის განცხადებით, სასამართლო პროცესის დახურულ რეჟიმში წარმართვის აუცილებლობა არ იყო და ის მოუწოდებდა სასამართლოს პროცესი გაეხსნა:
"პროცესის დახურვით სასამართლომ ხელი შეუწყო მართლმსაჯულების გამჭვირვალობის ხარისხისა და სასამართლოსადმი საზოგადოების ნდობის შემცირებას. მით უფრო, როცა საქმე ეხება რეზონანსულ საქმეს, რომლის მიმართაც საზოგადოების ინტერესი თავიდანვე დიდი იყო."
ორგანიზაციის თქმით, საქმის მთავარი მოწმე ირაკლი მამალაძე დეკანოზ გიორგი მამალაძის "საუბრის პროვოცირებას" ცდილობდა და სასამართლომ ვერ მოისმინა როგორ გეგმავდა ბრალდებული საპატრიარქოს მდივან-რეფერანტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობას:
"სასამართლომ ვერ მოისმინა, თუ სად, ვისგან, როგორ შეიძინა ციანიდი დეკანოზმა იმ პირობებში, როცა საგამოძიებო ორგანოები უწყვეტ რეჟიმში ახორციელებდნენ მის ფარულ მიყურადებას."
ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადებით, სასამართლომ "ვერ მოისმინა არგუმენტირებული პასუხი", თუ რატომ არ არსებობს დეკანოზის ბარგის ჩხრეკის ვიდეომასალა.
მათი თქმით, სასამართლომ ბრალდების მხარისგან ანგარების მოტივი არ გაიზიარა, რამაც გამამართლებელი განაჩენის წინაპირობა შექმნა:
"ანგარების მოტივის გამორიცხვით ფაქტობრივად გამამართლებელი განაჩენის წინაპირობა შეიქმნა, სასამართლომ პროკურატურის ბრალდება გადააკვალიფიცირა და მკვლელობის მომზადების მოტივად საქმის მასალებით სრულიად დაუდასტურებელი შურისძიება მიუთითა."
ადამიანის უფლებათა ცენტრი მიიჩნევს, რომ ე.წ. ციანიდის საქმეზე დაირღვა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი და ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებმა გიორგი მამალაძის მიმართ უხეშად დაარღვიეს უდანაშაულობის პრეზუმფცია.
დღეს, 5 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობასა და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის ცხრაწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
დეტალური განაჩენის ჩაბარების შემდეგ პროკურატურა მოტივის ნაწილში განაჩენის განაწილებას აპირებს.
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
კომენტარები