თუ მეფე არტურის ლეგენდა მართალია, ინგლისის სამეფო ტახტს ახალი პრეტენდენტი ჰყავს
იმ შემთხვევაში, თუ ექსკალიბურის შესახებ ლეგენდას ვირწმუნებთ, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ინგლისი ახალ დედოფალს იმსახურებს. საქმე ისაა, რომ შვიდი წლის ინგლისელმა გოგონამ იმ ტბაში, სადაც მეფე არტურმა (ლეგენდის თანახმად) თავისი მაგიური ხმალი გადააგდო, ექსკალიბურის მსგავსი მახვილი იპოვა.
მატილდა ჯონსი დოზმარის ტბაში ცურავდა, როცა წყლის ზედაპირზე მეტალის მყარი ნივთი შეამჩნია. ნივთი იმდენად ბრწყინავდა, რომ გოგონას ყურადღება მიიქცია და მასთან მიცურა. როგორც გაირკვა, ეს იყო 121 სანტიმეტრიანი ხმალი, რომელიც ძალიან ჰგავს ექსკალიბურს.
გოგონას მამა ჟურნალისტებთან ხმლის პოვნის ისტორიას იხსენებს:
„მატილდამ მითხრა, რომ ტბაში უზარმაზარ ხმალს ხედავდა. ვუთხარი ნუ სულელობ-მეთქი, მაგრამ ახლოს რომ მივედი, დავრწმუნდი, რომ ეს მართლაც უზარმაზარი ხმალი იყო, რომელიც ტბის ზედაპირზე დაცურავდა“, ამბობს მატილდას მამა.
როგორც ირკვევა, ოჯახმა 121 სანტიმეტრიანი ხმალი მას შემდეგ აღმოაჩინა, რაც მამამ მატილდასა და მის ოთხი წლის დას მეფე არტურის შესახებ ლეგენდა მოუთხრო.
გახსოვთ მეფე არტურის შესახებ თქმულება? ლეგენდის თანახმად, მეფე არტურს ჰქონდა ხმალი, რომელსაც ექსკალიბური ერქვა და მისი დახმარებით დიად საქმეებს ეჭიდებოდა და სამეფო ტახტის დასაბრუნებლად იბრძოდა. ამ ლეგენდის ერთ-ერთი ვერსიით, ხმალი მხოლოდ მას შეიძლება ჩაუვარდეს ხელში, ვინც ინგლისის ჭეშმარიტი სუვერენია. ლეგენდის თანახმად, მეფე არტურს მაგიური ხმალი ტბის დედოფალმა მისცა, ხოლო მას შემდეგ, რაც არტური სასიკვდილოდ დაჭრეს, მან ხმლის იმავე ტბაში გადაგდება ბრძანა. ლეგენდის ბოლოს, ექსკალიბური ტბაში უცნობმა ხელმა დაიჭირა და კაცმა არ იცის, რა ბედი ეწია მას.
ამ ლეგენდის შესახებ 2017 წელს არაჩვეულებრივი ფილმი გადაიღო გაი რიჩიმ. მეფე არტური: ლეგენდა ხმალზე (King Arthur: Legend of the sword) - ასე ჰქვია ფილმს, რომელშიც მთავარ როლს კარგად ნაცნობი ჩარლი ჰანემი ასრულებს.
მართალია, ოჯახს არ სჯერა, რომ ისტორიული ხმალი აღმოაჩინეს, მაგრამ ფიქრობენ, რომ ეს ამბავი დიდი ხნის განმავლობაში ემახსოვრებათ და სიამოვნებით მოყვებიან მას სკოლაში, მეგობრებთან თუ სამსახურში.
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
კომენტარები