GPB: ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მფლობელთა პოლიტიკურ პრეფერენციებზე აპელირება არაკორექტულია
საზოგადოებრივი მაუწყებელი აცხადებს, რომ 20 ახალი ავტომობილის შესაძენად გამოცხადებული ტენდერი ჩატარდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის სრული დაცვით.
აღნიშნულ ტენდერში მონაწილეობდა ორი კომპანია - სს ფრანს ავტო და შპს ჯი-თი მოტორსი. როგორც მაუწყებელი აცხადებს, ელექტრონულ ტენდერში გამართული ვაჭრობის შედეგად, შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება შემცირდა 73 165 ლარით. ჯი-თი მოტორსმა მაუწყებელს "სუზუკი ვიტარას" მარკის ავტომობილები შესთავაზა.
საბოლოოდ, საზოგადოებრივი მაუწყებელი 20 ახალ ავტომობილში შპს ჯი-თი მოტორსს 934 500 ლარს გადაუხდის.
დღეს On.ge-მ გაავრცელა ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ, რომლის მიხედვითაც, შპს ჯი-თი მოტორსის 100-პროცენტიანი წილის მფლობელი შპს ჯი-თი გრუპია, რომელიც გიორგი თავდიშვილს, გიორგი გველესიანსა და თემურ უსტიაშვილს ეკუთვნით. აუდიტის სამსახურის ვებგვერდის მონაცემებით, 2016 წელს შპს ჯი-თი მოტორსმა 2 200 ლარი, მისმა ორმა მფლობელმა გიორგი გველესიანსა და თემურ უსტიაშვილს კი, ჯამში, 120 ათასი ლარი შესწირეს ქართულ ოცნებას.
ტენდერში მონაწილე მეორე კომპანია ფრანს ავტოს მფლობელია იბერია ბიზნეს ჯგუფი, რომლის ერთ-ერთი მეწილეც სპორტისა და ახალგაზრულ საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილია.
საზოგადოებრივი მაუწყებელი გავრცელებულ განცხადებაში მედიასაშუალებას, რომელმაც ტენდერში გამარჯვებულების მიერ მმართველი პარტიისთვის თანხის შეწირვაზე ინფორმაცია გაავრცელა, პროფესიონალიზმს უწუნებს:
"სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გამარჯვებული კომპანიის მფლობელთა პოლიტიკურ პრეფერენციებზე აპელირება მიგვაჩნია სახელმწიფო შესყიდვის პროცედურის სამართლიანობის ეჭვქვეშ დაყენების მცდელობად, არაპროფესიონალურად და არაკორექტულად, რადგან ელექტრონული ტენდერის მიმდინარეობის დროს გადამწყვეტია მონაწილე კომპანიისგან დაბალი ფასის შემოთავაზება. შესაბამისად, კომპანიამ შპს ჯი-თი მოტორსი ტენდერი მის მიერ შემოთავაზებული დაბალი ფასის გამო მოიგო".
საზოგადობრივი მაუწყებელი ასევე აცხადებს, რომ მაუწყებელში მიმდინარეობს რიგი ცვლილებები, რასთან დაკავშირებითაც სხვადასხვა პირებისა და ორგანიზაციების მხრიდან ხდება მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობა და კონტექსტიდან ამოვარდნილი ინფორმაციით მანიპულირება.
"ყველას, ვინც კი დაინტერესებულია საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობით, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, ობიექტურად მიუდგეთ და შეაფასოთ მაუწყებელში მიმდინარე ცვლილებები, რომელიც ორგანიზაციის გამართული მუშაობის მიღწევას ემსახურება", -ნათქვამია მაუწყებლის განცხადებაში.
დემოკრატიულ საზოგადოებაში დამოუკიდებელი მედიასაშუალების ერთ-ერთი მიზანია, საზოგადოებას მიაწოდოს ამომწურავი ინფორმაცია საბიუჯეტო რესურსების ხარჯვის შესახებ. On.ge, როგორც დამოუკიდებელი მედიასაშუალება, მკითხველს რეგულარულად აწვდის ინფორმაციას ბიუჯეტის ხარჯვაზე, მათ შორის, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტზე, რომელიც სახელმწიფოსგან 2017 წელს 46 მილიონზე მეტი ლარით დაფინანსდა.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები