რატომ და ვინ უნდა ამოხვიდეთ დღეს და ხვალ eZo ფესტივალის დახურვაზე - უეჭველი თემა!
საქართველოში ამ ბოლო დროს, უკვე არც თუ ისე ახლო წარსულიდან მოყოლებული, კარგი რაღაცები ხდება. განსაკუთრებით გართობის კუთხით. თუ თბილისური ღამის კლუბები ევროპული რეივ ჟურნალებისა და საკლუბო ტურიზმის ყველა გაიდშია, სხვადასხვა ფესტივალები რეგიონში საინტერესო დანიშნულების ადგილებად იქცა.
მაგრამ ქართველები იმდენად მივეჩვიეთ წუწუნსა და სტაგნაციას, რომ რაღაც მომენტში გამოგვეპარა, რომ დღეს ბევრად მეტი არჩევანი გვაქვს, ვიდრე 10 წლის წინ გვქონდა. თბილისი აღარ არის ქალაქი, სადაც არაფერი ხდება. ყველანაირი გემოვნებისა და გართობის მოყვარული ადამიანისთვის არსებობს რაღაც, რომელიც მათ საშუალებას მისცემთ, რომ კარგად განიტვირთონ, მართლა დაისვენონ და ძალები აღიდგინონ.
ერთ-ერთი ასეთი ადგილი იყო eZo ფესტივალიც, რომელიც ბოლო ორი წელი მთაწმინდის პარკში ტარდებოდა და ყველა ადამიანისთვის კარგი გასართობი და განსატვირთი ადგილი იყო. აქ შეგეძლო ასულიყავი დღისით, წამოწოლილიყავი ჰამაკში, გეკითხა წიგნი და თან მუსიკისთვის გესმინა. აგეყვანა ბავშვები, რომელთათვისაც სათამაშო მოედანიც იყო მოწყობილი და მთელი ოჯახით დაგესვენათ. ღამით კი რომელიმე DJ-ს სეტზე ცეკვა. კარგი Time-lapse ვიდეო გამოვიდოდა, როგორ იცვლება დღე-ღამით და ოჯახები - მთელი ღამით საცეკვაოდ ამოსული ადამიანებით. იოგაც ტარდებოდა სუფთა ჰაერზე, ღია ცის ქვეშ და ჯანსაღი კვების ობიექტებიც იყო წარმოდგენილი. მოკლედ, ყველაფერი, რაც შვებულებაში ვერგასულ და თბილისში ჩარჩენილ ან შვებულებაში ნამყოფ, მაგრამ რომ არ ეყოთ, ისეთი ადამიანებისთვისაა საჭირო.
დღეს და ხვალ ეზოს ბოლო ივენთებია. თან ორმაგად დახურვაა. ერთი ის, რომ სეზონი იხურება და მეორე - ეზო ამ ადგილას აღარ ჩატარდება. მთაწმინდის პარკში მომავალ წელს, ალბათ რაღაც სხვა იქნება. შეიძლება არც არაფერი. ამ გადაწყვეტილების მიღება ფესტივალის გუნდს ახალმა კანონმა, ხმაურის შესახებ, აიძულა. ამის შესახებ eZo-ს ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში შეგიძლიათ წაიკითხოთ უფრო დეტალურად:
ეზო ფესტივალი მომავალ წელს აუცილებლად დაბრუნდება, ოღონდ შეცვლილი ლოკაციით. თუმცა მანამდე გვაქვს საშუალება, რომ ჩვეულ ადგილას და ჩვეულ გარემოში ორი კარგი საღამო გავატაროთ. თანაც უნივერსალურ ღონისძიებაზე ან თუ გნებავთ, ივენთზე.
ხართ ადამიანი, რომელმაც უბრალოდ არ იცის, როგორ გაატაროს ამ პარასკევის საღამო? - ეს ივენთი თქვენთვისაა.
ხართ ადამიანი, რომელსაც უნდა, რომ ზაფხულის ტალღაზე კიდევ ერთხელ გაერთოს, ვიდრე აცივდება? თან გუშინ როგორი ქარი იყო. - ეს ივენთი თქვენთვისაა.
ფენქეიქმეიქერივით კი გამოდის, მაგრამ... თუ ახლახანს ჩამოხვედით შვებულებიდან და სამსახურის ტემპზე გადაწყობა გაგიჭირდათ? ეს ივენთი დაგეხმარებათ.
გქონდათ იმედი, რომ როცა თქვენი თანამშრომლები ჩამოვიდოდნენ შვებულებიდან, თქვენ მაშინ მაინც მოახერხებდით, 4-5 დღის აღებას, მაგრამ თქვენს სამსახურში ახალი სეზონისთვის დაიწყეს მზადება და მუშაობა და გეგმები თავზე ჩამოგენგრათ? - თითქოს არ გეეზოვებათ, მაგრამ ზუსტად სამაგისო ამბავია ესეც.
ყველაზე უარესი...
გაყიდვების ან მომსახურების სფეროში მუშაობთ და შვებულებიდან ახლად ჩამოსულმა და სამსახურში დაბრუნებით გაწბილებულმა ლანჩზე ან საყიდლებზე გამოსულმა ადამიანმა ნერვები დაგაგლიჯათ? - ეგეც აქ იქნება და მიხვდებით, რომ ორივეს დასვენება გჭირდებათ.
მოკლედ, კარგი ამბავი ხდება. აი, დაახლოებით ისეთი, 90-იანი წლების ქართველ მომღერლებს,
რომ ეგონათ და ინტერვიუებში ამბობდნენ, რომ "დღეს ქართველ მსმენელს, კიდევ ერთი საღამო გაულამაზეს" და სასტიკად ცდებოდნენ, აი, სინამდვილეში საღამოს გალამაზებაში რასაც გულისხმობდნენ, რამდენად ტრივიალურადაც არ უნდა ჟღერდეს, მაგას მიხვდებით.
დღეს საღამოს ექვსი საათიდან, მთაწმინდის პარკში, მზესუმზირას დაბადების დღე და ეზო ფესტივალის სეზონის დახურვა. ეგეთი ამბავია. უეჭველი თემაა.
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები