საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა საზღვაო სეზონზე, შავი ზღვის სანაპიროზე შტორმისა და სხვა საგანგებო მდგომარეობის დროს 605 ადამიანი გადაარჩინეს. სტატისტიკურ მონაცემებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"მაშველებმა ყველა შემთხვევაზე მყისიერი რეაგირება მოახდინეს და განსაცდელში მყოფი მოქალაქეები ზღვიდან ნაპირზე უსაფრთხოდ გამოიყვანეს", - აცხადებენ შსს-ში და დასძენენ, რომ საზღვაო სეზონისთვის 135 მაშველი შეირჩა და გადამზადდა.

უწყების ინფორმაციით, გადარჩენილთა შორის ყველაზე პატარა 5 წლის ბიჭი იყო, ყველაზე ასაკოვანი – 73 წლის კაცი.