17 მაისის საქმეზე ბრალდებულები სააპელაციო სასამართლომაც გაამართლა
ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის ცნობით, ერთწლიანი განხილვის შედეგად, 17 მაისის საქმეში ბრალდებული პირების: ბექა სალუქვაძის, ტიტალ დავრიშიანის, ირაკლი ბასილაიას (მცხეთის წმ. იოანეს სახელობის დედათა მონასტრის იღუმენი იოანე) და გიორგი ბასიაშვილის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის საჩივარი და ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელი გადაწყვეტილება.
ზემოხსენებულ ოთხ პირს ბრალად ედებოდათ 2013 წლის 17 მაისს, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქციის ჩატარებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა, ძალადობით ან ძალადობის მუქარით. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილით.
დამტკიცების შემთხვევაში, მსგავსი დანაშაული ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
ერთ-ერთი ბრალდებული, სასულიერო პირი ირაკლი ბასილაია 2013 წლის 17 მაისს ნეტგაზეთის კამერამ იმ დროს დააფიქსირა, როცა მან ლგბტ აქციის მონაწილეების დევნისას ურნიდან რკინის სკამი ამოიღო.
2015 წლის 23 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე დავით მგელიაშვილმა, ბრალდებული პირები უდანაშაულოდ სცნო, მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილება პროკურატურამ გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში.
მეორე ინსტანციაში საქმის განხილვა დაახლოებით ერთი წლის წინ, 2016 წლის 21 სექტემბერს დაიწყო და დღეს, მოსამართლე გერონტი კახეთელიძის მიერ ბრალდებულთა გამამართლებელი განაჩენის გამოცხადებით დაასრულა.
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
-
გადახედვამიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან მიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან
კომენტარები