რვა არასამთავრობო: თორდიას ვიდეოს გავრცელებაში შესაძლოა შსს-ს უკანანო ქმედებები იკვეთებოდეს
რვა არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ საქართველოს ყოფილი გენერალური აუდიტორის ლაშა თორდიას საქმეზე ვიდეოჩანაწერის გავრცელებაში შესაძლოა შსს-ს უკანონო ქმედებები იკვეთებოდეს:
"2017 წლის 7 სექტემბერს გავრცელებული ინფორმაციით ყოფილი გენერალური აუდიტორის ლაშა თორდიას საქმეზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა პ.ა.მ. კლუბი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. ინსპექტორის მიერ შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ კომპანიამ კლუბში მომხდარი ინციდენტის ამსახველი ვიდეოჩანაწერები მესამე პირს გადასცა მხოლოდ ერთხელ. კერძოდ, 2016 წლის 27 დეკემბერს ვიდეოჩანაწერები გადაეცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველის კანონის დარღვევით."
მათი აზრით, პროკურატურამ უნდა დაიწყოს გამოძიება შსს-ს მიერ პ.ა.მ კლუბში მომხდარი ინციდენტის ამსახველი ვიდეოჩანაწერის უკანონოდ მოპოვებისა და გავრცელების შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით.
ისინი, ასევე, მოუწოდებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს, გაასაჯაროოს რა ეტაპზეა ლაშა თორდიაზე თავდასხმის და პ.ა.მ. კლუბში მომხდარი ინციდენტის საქმეებზე მიმდინარე გამოძიებები:
"ვიდეოჩანაწერის გავრცელებამ მაშინვე გააჩინა კითხვები იმასთან დაკავშირებით თუ როგორ მოხდა გამოძიების ხელთ არსებული ვიდეო მასალის გასაჯაროება. დამატებით ეჭვებს აჩენდა ოთარ ფარცხალაძის მიერ 14 მაისს გაკეთებული განცხადება, სადაც ის ლაშა თორდიას "შეუფერებელ" ქცევაზე მიუთითებდა. ფარცხალაძის განცხადებამ გააჩინა საფუძვლიანი ეჭვი, რომ მან წინასწარ იცოდა ვიდეო მასალის არსებობის შესახებ."
ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები:
- საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
- ფონდი ღია საზოგადოება საქართველო
- ადამიანის უფლებათა ცენტრი
- ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
- მედიის განვითარების ფონდი
- საქართველოს რეფორმების ასოციაცია
2017 წლის 12 მაისს მაშინ მოქმედ გენერალური აუდიტორს თავს დაესხნენ. ლაშა თორდიას განცხადებით, მას ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, დაცვის წევრებთან ერთად, ფიზიკურად გაუსწორდა. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო.
გენერალურ აუდიტორზე თავდასხმიდან რამდენიმე დღეში, სოციალური ქსელის მეშვეობით, გავრცელდა ლაშა თორდიას ვიდეომასალა, სადაც, სავარაუდოდ, 2016 წლის 24 დეკემბერს კაფე-ბარ პ.ა.მ კლუბში მომხდარი ინციდენტია ასახული. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება მუქარის მუხლით მიმდინარეობს.
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
კომენტარები