ქართველი იმიგრანტები 2001 წლის 11 სექტემბერს იხსენებენ
16 წლის წინ მსოფლიო მთლიანად შეიცვალა. ტერორისტული ორგანიზაცია ალ-ქაიდას მიერ განხორციელებულმა ტერაქტმა 2001 წლის 11 სექტემბერს ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში 2 997 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. როგორ იხსნებენ ამ ტრაგიკულ დღეს ქართველი იმიგრანტები, რომლებიც მაშინ ნიუ-იორკში ცხოვრობდნენ. თეა თუაშვილი მოგვითხრობს.
"Ground Zero" დღესდღეობით ნიუ-იორკში ჩამოსული უცხოელი ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი ადგილია. ესპანელი ნეოფუტურისტი არქიტექტორის, სანტიაგო კალატრავას მიერ შექმნილი თეთრი ფრთების კონსტრუქცია, რომელიც სატრანსპორტო კვანძის შენობაა, თავისუფლების პარკი, 11 სექტემბრის მუზეუმი, დაღუპულთა მემორიალი, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის კომპლექსის ნომერი პირველი-ყველაზე მაღალი ცათამბჯენი ქალაქში, რომლის სიმაღლე, 1 776 ფუტი (541 მეტრი), არცთუ შემთხვევით, ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციის გამოცხადების წელს ემთხვევა - აქ მოსული ტურისტების ყველაზე დიდ ყურადღებას იპყრობს.
სამახსოვროდ შეგიძლიათ შეიძინოთ ტრაგიკული მოვლენების ამსახველი წიგნი, მაისური 9/11 წარწერით, სუვენირები. სუვენირების გამყიდველი გოგონა მარია ამბობს, რომ ეს რეკლამისა და პრომოუშენის ადგილი არ არის, თუმცა ტურისტებს სამახსოვრო სუვენირი აქედან ხშირად მიაქვთ. ჰავიერი ნიუ-იორკში ესპანეთიდან შაბათს ჩამოფრინდა.
ჰავიერი: გუშინ ჯერ თაიმ სქვერზე ვიყავი, მერე აქ მოვედი, მაინტერესებს რა ხდება დღეს ტერაქტის ადგილას.
რაჰლუ ნინი ინდოეთიდან ყვება, რომ ტერაქტის დროს ჰოლანდიაში იყო. ახლა ის ნიუ-იორკში ოჯახთან ერთად ჩამოვიდა და იმისთვის მივიდნენ ტერაქტის ადგილას, რომ პატივი მიაგონ უდანაშაულო ადამიანების ხსოვნას.
ეს მდუმარე და ხალხმრავალი ადგილია, მხიარულების და მუსიკის გარეშე. მხოლოდ სამშენებლო და სატვირთო ტექნიკის ხმაური ისმის და დაღუპულთა ხსოვნის საპატივცემულოდ აშენებული მემორიალის შადრევნის ხმა, რომელიც მართკუთხა კონსტრუქციის 30 მეტრის სიღრმეში ჩაედინება. ყველაფერი გეგმის მიხედვით მაინც ვერ წავიდა. ჩაფიქრებული შვიდი ცათამბჯენიდან ამჟამად მხოლოდ სამია აშენებული. ამ ცათამბჯენებში განთავსებულია მსოფლიოს წამყვანი კორპორაციების და საბანკო ოფისები, მაღაზიები, უმაღლესი კლასის რესტორნები.
მესამე ნაგებობის მშენებლობა, რომლის სიგრძე 352 მეტრი იქნება, სავარაუდოდ, მომავალ წელს, გაზაფხულზე დასრულდება. 2018 წელს ასევე წმინდა ნიკოლოზის ტაძარი გაიხსნება, რომლის რესტავრაცია ახლა მიმდინარეობს. ტაძარი, რომელიც ტერაქტის შემდეგ 2014 წელს დაზიანდა, 11 სექტემბერს დაღუპულ ნიუ-იორკის მეხანძრეთა მემორიალის პირდაპირ მდებარეობს. პროექტის დეველოპერების გათვლით, ყველა სამშენებლო სამუშაო აქ, უკეთეს ვარიანტში, 2020 წლისთვის უნდა მორჩეს.
11 სექტემბერი - დღე, რომელმაც მსოფლიო მთლიანად შეცვალა ქართველ იმიგრანტებსაც კარგად ახსოვთ. ნინო ჩოგოვაძე ამბობს, რომ მაშინ ენაც არ იცოდა კარგად და ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა, როდესაც პირდაპირ ეთერში "ტყუპებზე" შეტაკებებს უყურებდა.
ნინო ჩოგოვაძე: არ შემიძლია აღვწერო, ის შიში რაც განვიცადე. რადგან მარტო ხარ სამსახურში, არ იცი რა ხდება. ოთხი თვითმფრინავი გავიდა იმ დღეს, ცამეტი ტეროტისტი. გეშინია, ხომ შეიძლება იმ თვითმფრინავმა გადმოუაროს იმ ქალაქს, სადაც შენ ხარ და ჩამოაგდოს ბომბი, იმიტომ რომ არ იცი რას აკეთებენ ის ტერორისტები. ბუნებრივია, დაუცველობის სინდრომი გაქვს იმ მომენტში ადამიანს, ეს შიში ალბათ ყველამ გაიარა.
ნინოს მსგავსად, მოვლენებს ტელევიზორში მარიკა დემეტრაშვილიც აკვირდებოდა. სულ რაღაც 7 თვის ჰყავდა ნინიკო, რომელიც ნიუ-იორკში დაიბადა. ტერაქტის გამო საქართველოში დაბრუნება მას არ უფიქრია.
მარიკა დემეტრაშვილი: იმხელა მანძილიდან ჩვენამდე, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, სულ ფერფლი იყო. იცით რა სუნი იდგა? არანაირი ტრანსპორტი არ მოძრაობდა. არც ტელეფონი, არაფერი არ იყო ორი დღე, მთლიანად გაწყვეტილი იყო კავშირი ბრუკლინსა და მანჰეტენს შორის. ხომ წარმოგიდგენიათ ეს რამხელა ზარალია მანჰეტენისთვის. ბავშვი ვერ გამომყავდა სასეირნოდ, ჰაერში სულ იყო საშინელი დამწვრის სუნი. პერიოდულად, ზემოდან ფერფლი ცვიოდა.
11 სექტემბრის ტერაქტის მსხვერპლთა ოჯახებს ამერიკის მთავრობა დღემდე ეხმარება. არსებობს სპეციალური სახელმწიფო პროგრამა მათთვის, ვისაც ჯანმრთელობა 2001 წლის შემდეგ სწორედ ტერაქტის ტერიტორიაზე ყოფნის და მუშაობის გამო დაუზიანდათ.
ნინო ჩოგოვაძე: ინფორმაციის ვაკუუმი არ შექმნილა, ყველა არხი გადმოსცემდა ყველა დეტალს, რაც კი შესაძლებელი იყო, რაც კი ადამიანებს უნდა სცოდნოდათ. რადგან პირველი, რაც უნდა იცოდეს საზოგადოებამ, არის ის, თუ რა ხდება ეპიცენტრში. ეს ჩემთვის ცოტა მოულოდნელი იყო, რადგან ინფორმაციულობით ჩემი ქვეყნიდან მაშინ განებივრებული არ ვიყავი. ამან ცოტა დამამშვიდა. მნიშვნელოვანი იყო საზოგადოების დამოკიდებულება ერთმანეთისადმი, ქალაქის მერიის ჩათვლით და ის, თუ თავად ამერიკელები როგორ უფრთხილდებიან ერთმანეთს. ხარ ქვეყანაში სადაც მოხდა მსოფლიო მასშტაბის ტერაქტი-მსხვერპლის შედარებაც არ შეიძლება რაოდენობრივად საქართველოსთან-მაგრამ ძალიან დიდი დაცულობის შეგრძნება გამიჩნდა თავად სახელმწიფო ისნტიტუტების მხრიდან, რადგან ისინი ძალიან უფრთხილდებიან ხალხს.
ტერაქტიდან 16 წლის შემდეგაც კი, ნიუ-იორკის მერია ტრაგედიის ადგილას, ტერაქტის დროს დაღუპული ადამიანების ოჯახის წევრებს იწვევს, ისინი პირდაპირ ეთერში ტრაგიკულად დაღუპული ახლობლების სახელებს ამბობენ. ეს ცერემონია წამყვან ამერიკულ ტელეარხებზე პირდაპირ ეთერში თითქმის ორი საათის განმავლობაში გადაიცემა. ეს არის სისასტიკით და ტრაგედიის მასშტაბურობით ყველაზე მძიმე დღე მსოფლიოში, რომელმაც მსოფლიოში ძალიან ბევრი ადამიანის ბედი შეცვალა.
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
-
გადახედვა9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული 9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული
-
გადახედვაროგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა როგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა
-
გადახედვაშსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები" შსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები"
კომენტარები