ქარიშხალმა ირმამ აშშ-ის სამხრეთის შტატები თითქმის მთლიანად დატბორა და უფრო მეტიც, კუნძული ბარბუდა თითქმის მთლიანად გაანადგურა, თუმცა ამ უკანასკნელს მაშველი უკვე გამოუჩნდა.

ოსკარის მფლობელმა მსახიობმა, რობერტ დე ნირომ პირობა დადო, რომ ის ქარიშხლის მიერ თითქმის მთლიანად განადგურებულ კუნძულს საკუთარი ხარჯებით აღადგენს.

"ვწუხვარ იმ ადამიანების გამო ვისაც ქარიშხალმა დიდი ფიზიკური თუ მორალური ზარალი მიაყენა, ძალიან დიდი ტრაგედიაა. ჩვენი ვალია არ დავნებდეთ, არ შევურიგდეთ მომხდარს და ერთიანი ძალებით აღვადგინოთ ის, რაც სტიქიურმა უბედურებამ წაგვართვა", - ამბობს მსახიობი.

ბარბუდაზე სულ 1 600 ადამიანი ცხოვრობ, მათი 60% კი სტიქიურმა უბედურებამ უსახლკაროდ დატოვა.