ნედ სტარკი ცოცხალია? - GOT-ის ფანების ახალი თეორია
სამეფო კარის თამაშები ორი კვირის წინ დასრულდა, თუმცა არც მანამდე და არც მას შემდეგ GOT-ის ფანებს არ შეუწყვეტიათ ფიქრი ასობით თეორიაზე.
წერდნენ, განიხილავდნენ და ამბობდნენ იმას თუ რა მოხდა, რა ხდება და რა შეიძლება მოხდეს HBO-ს საკულტო სერიალის ფინალურ სეზონში.
ერთ-ერთი ასეთი თეორია ნედ სტარკს ეხება და როგორც ფანები ამტკიცებენ, არც მეტი, არც ნაკლები - ის ცოცხალია!
თეორიის მიხედვით ნედი და ჯაკენ ჰაგარი ზუსტად ერთსა და იმავე დროს იყვნენ ლანისტერების საპყრობილეში, სადაც ისინი ერთმანეთს შეხვდნენ და სტარკის გაქცევა დაგეგმეს.
მივყვეთ მოვლენებს თანმიმდევრულად:
არია სტარკი და ჰაგარი ერთმანეთს პირველად შოუს პირველ სეზონში შეხვდნენ, როდესაც ეს უკანასკნელი ლანისტერებმა დაატყვევეს. ამავე თეორიის მიხედვით, სირიო ფორელიც, რომელიც არიას ორთაბრძოლის ხელოვნებას ასწავლიდა და ლანისტერებმა ისიც ამავე პერიოდში დაიჭირეს, უსახო კაცი იყო. სირიო ფორელის ბედი, არიას გაქცევის შემდეგ, უცნობი იყო, თუმცა ის ფაქტი, რომ ბრაავოსელი მწვრთნელი ხშირად ახსენებდა სიკვდილის ღმერთს, უნდა ვივარაუდოთ, რომ მართლაც უსახო ადამიანი იყო და ის დაატყვევეს.
არიამ ჯაკენი პირველ სეზონში გაიცნო, როცა ის ლანისტერებს რედ ქიფში ჰყავდათ დატყვევებული, იქ სადაც სირიო და ნედი იყვნენ:
მოკლედ, ამ თეორიის თანახმად, ვარისმა, რომელიც ყველაფერს აკონტროლებდა და იცოდა, რომ ჯოფრის მეფობა წარმატებული არ იქნებოდა, გადაწყვიტა ნედი გადაერჩინა - რადგან ისიც გათვალა, რომ ჯოფრისნაირი უზნეო ადამიანი ნედს აუცილებლად მოკლავდა. ვარისმა სირიო ფორელი, რომელიც დაჭრილი და დაშავებული იყო, დაარწმუნა, რომ ჯაკენის დახმარებით სახე შეეცვალა და ეშაფოტზე ნედის ადგილი დაეკავებინა, ხოლო სტარკების ლიდერი იმავე მიწისქვეშა გასასვლელიდან გაიყვანა, საიდანაც ტირიონი შეიყვანა ჯეიმისთან შესახვედრად. ამის შემდეგ, ნედი თავისუფალ ქალაქებში გადამალა და ის ახლა იქ იმყოფება ან სულაც სადღაც ვესტეროსში იმალება. თუ ეს მართალია, ნედი შეიძლება ჰაულანდ რიდთან, ჯოჯენისა და მირას მამასთან იმალებოდეს.
ამ თეორიის გასამყარებლად, ავტორი წიგნსაც იყენებს:
"როცა ნედი კვდება, ეს ამბავი არიას პერსპექტივიდანაა მოთხრობილი. ის ამბობს, რომ ეშაფოტზე გამოსვლისას ნედი ისეთი ნაცემია, რომ ცოცხალ ადამიანს არ ჰგავს. ნედი მართლაც იყო დაშავებული, მაგრამ მხოლოდ ფეხში იყო დაჭრილი. როცა სანსა იხსენებს იმ ეპიზოდს, როცა ჯოფრიმ მამამისის მოჭრილი თავის სანახავად მიიყვანა, ამბობს, რომ ეს ადამიანი მამამისს საერთოდ არ ჰგავდა, თუმცა ამას ხრწნის პროცესს აბრალებს. ხოლო მესამე ნიშანი კეტლინის სიტყვებია, როდესაც ის ამბობს, რომ ნედის ძვლები, რომლებიც მას კინგს ლენდინგიდან გამოუგზავნეს პატარა ტანის კაცისას ჰგავს".
ღმერთმა უწყის მართალია თუ არა ეს თეორია, მას არსებობის უფლება თვისთავად აქვს.
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
-
გადახედვარუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
-
გადახედვასპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას სპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას
-
გადახედვააჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან აჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან
-
გადახედვაანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაგოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა გოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა
-
გადახედვაივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს ივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს
-
გადახედვატვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს ტვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს
-
გადახედვასაქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს საქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს
-
გადახედვაირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე ირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე
-
-
გადახედვა120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის 120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის
-
გადახედვასტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს სტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს
-
გადახედვაHBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი HBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაპაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო პაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო
-
გადახედვაშსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ შსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ
-
გადახედვა17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა 17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა
კომენტარები