ჩცდ-ს ახალი სეზონის პირველი სამი სერიის სცენარი წავიკითხე და წინ საოცრება გველის!
რამდენიმე დღის წინ, ჩემმა მეგობრებმა, რომლებიც ფორმულა კრეატივში მუშაობენ, მითხრეს, რომ ჩემი ცოლის დაქალების ახალი სეზონი ისეთი სერიებით იხსნებოდა, აქამდე რომ არ ღირსებია ქართულ ტელესივრცეს. ცხადია, ძალიან დამაინტერესა და დაჟინებით ვთხოვდი, მოეყოლათ ყველაფერი, რაც იცოდნენ, მაგრამ, სიტყვაც ვერ დავაცდენინე.
ცხადია, ცნობისმოყვარეობა ვერაფრით დავიოკე და გადავწყვიტე, პირდაპირ ქეთი დევდარიანისთვის მიმეწერა და მეთხოვა, პირველი რამდენიმე სერია ჩემთვის წინასწარ ეჩვენებინა. ასეთი პრაქტიკა მიღებულია, როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში. ჩვენთან წინასწარ კინოჩვენებებზე ხშირად პატიჟებენ ჟურნალისტებს, რომლებიც ფილმების მიმოხილვას წერენ და მაყურებლის ინტერესს უფრო აღვივებენ, თუმცა, ტელევიზიის შემთხვევაში, მსგავსი რამ არ მომხდარა, რადგან ქართველი მაყურებელი, ადგილობრივი წარმოების სერიალებით დიდად განებივრებული არ არის.
ჩვენი მიმოწერის შემდეგ ქეთიმ პირველი სამი სერიის სცენარი გამომიგზავნა, თუმცა აღნიშნა, რომ ამ სამი სერიის შესახებ წინასწარი მიმოხილვის დაწერა სპოილერების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა და სიმართლე გითხრათ, მართალიც აღმოჩნდა. მაგრამ, ცხადია, ამ სტატიაში სპოილერები საერთოდ არ იქნება.
პირდაპირ გეტყვით, რომ სეზონი მართლაც სასწაულად იწყება. თავიდან, შეიძლება, ისიც გეგონოთ, რომ რუსთავი 2-ზე რაღაც ახალი სერიალი დაიწყო, რომლის შესახებაც ყველა ანონსი და ინფორმაცია გამოგეპარათ. პირველ სცენებში მხოლოდ რამდენიმე მინიშნებას ნახავთ, რომ ეს მართლაც ჩემი ცოლის დაქალებია და არა რომელიმე სხვა სერიალი. და აი, აქედან, როდესაც უკვე სიუჟეტს საფუძველი ეყრება, ვნახულობთ სიტუაციას და გვგონია, რომ პირველი სცენა ძალიან ჩვეულებრივი და არადინამიურია, იწყება ამბავი, რომელიც ერთდროულად ისეთ ხაზს ავითარებს და იმდენ თემას ეხება, რომ რომელი უნდა გამოვყო, არც კი ვიცი.
ცხადია, დეტალებს ვერ მოგიყვებით, მაგრამ გეტყვით, რომ პირველი სამი სერიის სიუჟეტური ხაზი ყველაზე პროვოკაციულია, რაც აქამდე არათუ ჩცდ-ში, არამედ ზოგადად, ქართულ ტელესივრცეში გვინახავს. ქართულ შოუებს და კინოს ბევრი გაუბედავს, მაგრამ ასეთი - ჯერ არაფერი გექნებათ ნანახი.
რეალურად, ეს სიუჟეტი სტანდარტულად სახალისო, საინტერესო და დინამიურია, მაგრამ იმ საზოგადოებაში, რომელსაც ჩემი ცოლის დაქალების მაყურებლები წარმოვადგენთ, ისიც კი არის მოსალოდნელი, რომ ხალხის უკმაყოფილება პერსონაჟის მიერ ხინკლის არასწორად ჭამამ გამოიწვიოს. ის კი, რაც ვიქენდზე გველოდება, დაახლოებით იგივეა, რაც Game of Thrones-ის წითელი ქორწილი.
არა, სერიალის სიუჟეტი სამეფო კარის თამაშებს არ ემსგავსება და არც არანაირი საერთო აქვს, უბრალოდ, მსგავსი ემოციური და შოკისმომგვრელი სცენა, რაც აქამდე მინახავს, სწორედ HBO-ს სერიალში შემხვდა. მგონია, რომ სწორედ ასეთი შოკირებული და ემოციურად აჟიტირებული იქნება ის მაყურებელი, რომელიც პარასკევს რუსთავი 2-ის ეთერს მიუჯდება.
გარდა პროვოკაციულობისა და ორიგინალურობისა, ახალი სეზონის პირველი სამი სერია, შეიძლება ითქვას, რომ საუკეთესოდაა დაწერილი. ამ სიუჟეტურ ხაზში, ერთდროულად ვითარდება რამდენიმე დრამა, რომლებიც სერიალის ჩვეულ რიტმში ერთმანეთთან კავშირში არ იქნებოდა, მაგრამ ამ შემთხვევაში, საქმე სხვაგვარად გვაქვს. ამ მთელ ამბავში, ჩემი ცოლის დაქალების თითქმის ყველა ჯგუფია ჩართული. მაგალითად, ეს მოვლენა შავლეგო მადლიანსა და მადონას ერთდროულად ეხებათ, მაგრამ ორივე მათგანს განსხვავებული პრობლემა ექმნებათ. ამასთანავე, საოცრად გაზრდილია ტემპი და გარანტიას გაძლევთ, ამოსუნთქვის საშუალება არ გექნებათ.
გარდა იმისა, რის შესახებაც არაფერი მოგიყევით და რასაც პარასკევს, შაბათსა და კვირას ნახავთ, არ უნდა დაგვავიწყდეს სერიალისთვის დამახასიათებელი სატირულობა და გროტესკი, რომელიც საოცრად ზუსტად წარმოაჩენს ჩვენი საზოგადოებისა და ყოველდღიურობის მანკიერებებს. სეზონის დასაწყისი ამ მხრივადაც გამორჩეულია, სიუჟეტმა სცენარისტს უდიდესი შესაძლებლობა მისცა, რომ თითქმის ყველა თემასა და პრობლემაზე ეხუმრა. ამიტომ, 2-3-წინადადებიან დიალოგებშიც კი, აუცილებლად შეატყობთ საუკეთესო "დაქალებისეურ" იუმორს.
მოკლედ, აღარ მინდა სტატია ლაყბობით გამოვტენო, ამიტომ დავასრულებ და კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ წინ სრული სიფსიხე გელოდებათ!
მანამდე კი, ნახეთ ახალი სეზონის ტიზერი:
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
კომენტარები