ოთხმაგი აგენტის სიკვდილი: ვინ ააფეთქა თემურ მახაური?
ალი დაბუევი, იგივე ალი ტიმაევი, იგივე რუსლან პაპასკირი, იგივე თემურ მახაური საბოლოო განსასვენებელს საქართველოში ნახავს. მისი ცხედარი კიევიდან თბილისში გუშინ ჩამოასვენეს. 39 წლის ეთნიკური ჩეჩენი, საქართველოს მოქალაქე უკრაინის დედაქალაქის ცენტრში, 8 სექტემბერს ტოიოტა ქემრის საჭესთან ააფეთქეს, ავტომანქანას ქართული ნომრები ჰქონდა.
ალი დაბუევის პერსონა ყოველთვის ბურუსით იყო მოცული. ჩეჩენი მეამბოხეების ოფიციალური ონლაინმედია რესურსი - Kavkaz Center მოკლულს რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (FSB) აგენტად და "ქილერად" მოიხსენიებს;
თურქული წყაროების მიხედვით, დაბუევი საქართველოს შსს-ს ანტიტერორისტული ცენტრის თანამშრომელი იყო, რომელსაც საქართველოს მოქალაქის დამადასტურებელი ოპერატიული პასპორტები ჰქონდა.
რუსული "დოსიეს" მიხედვით კი, დაბუევი თურქეთის ეროვნული სადაზვერვო სამსახურისა (MIT) და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (SBU) დავალებებსაც ასრულებდა.
2016 წლის აპრილიდან ალი დაბუევი თემურ მახაურის სახელზე გაცემული საქართველოს პასპორტით უკრაინაში ცხოვრობდა და 2017 წლის აპრილამდე შეიხ მანსურის სახელობის ჩეჩენ მოხალისეთა ბატალიონში ირიცხებოდა.
ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე ამბობს, რომ მოკლული მნიშვნელოვანი მოწმე იყო 2012 წლის ლაფანყურის სპეცოპერაციის საქმეში და დღემდე ბურუსით მოცული მოვლენების შესახებ ფასდაუდებელ ინფორმაციას ფლობდა:
"ის იყო ერთ-ერთი იმ ჩეჩენ მეთაურებს შორის, ვინც 2011-12 წლებში პირადად ურეკავდა როგორც გამოცდილ მებრძოლებს, ისე ახალგაზრდებს ევროპისა და აზიის ქვეყნებში, ჩამოჰყავდა და წვრთნიდა პანკისის ხეობაში. მისი მეტსახელი იყო ზოონ. ალი დაბუევი, მაშინ რუსლან პაპასკირი, ჩემი ინფორმაციით, რამდენიმე ქვეყნის სპეცსამსახურთან ერთდროულად თანამშრომლობდა."
რა არის ცნობილი ალი დაბუევის შესახებ? იგი 1978 წელს, საქართველოს მოსაზღვრე, ჩეჩნეთის ითუმ ყალეს რაიონში დაიბადა (1943-1955 წლებში ეს ტერიტორია ახალხევის რაიონის სახელით საქართველოს სსრ-ს შემადგენლობაში იყო). 16 წლისა ჩაება რუსეთ-ჩეჩნეთის ომში, ორჯერ დაიჭრა, ტყვედ ჩავარდა.
სიცოცხლეში დაბუევი დაჟინებით ამტკიცებდა, რომ იგი რუსული ტყვეობიდან გამოისყიდეს და აზერბაიჯანში გადაგზავნეს, სადაც მაშინ მისი ოჯახის წევრი, მუსა დაბუევი კრიმინალური ავტორიტეტი იყო (2006 წლიდან აზერბაიჯანში რამდენიმე მკვლელობისა და ადამიანთა გატაცებისთვის მუსა დაბუევს უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი). მის მოწინააღმდეგეებს მიაჩნდათ, რომ ალი დაბუევი რუსულმა FSB-მ სწორედ ტყვეობის პერიოდში გადაიბირა.
ბაქოში ცხოვრების პერიოდში დაბუევი დაქორწინდა. 2005 წელს კი ჩეჩენი საველე მეთაურის შამილ ბასაევის ბრძანებით, ოჯახთან ერთად საცხოვრებლად საქართველოში გადმოვიდა, ჩეჩენი მეამბოხეების ემისარი, პარალელურად კი „რუსლან პაპასკირის“ სახელით, ქართული სპეცსამსახურის თანამშრომელი გახდა.
ალი დაბუევის სახელს უკავშირებენ 2006 წელს ინგუშეთში, იარაღით დატვირთული და დანაღმული „კამაზით“ ჩეჩენი მეამბოხეების ლიდერის შამილ ბასაევის აფეთქებას; 2007 წელს, მისი გვარი ფიგურირებდა იმ ჩეჩენ ქილერებს შორის, რომლებსაც ბიზნესმენ პატარკაციშვილის მოშორება შეუკვეთეს;
არსებობს ინფორმაცია, რომ სხვადასხვა დროს იგი იბრძოდა ოკუპირებულ აფხაზეთში, 2008 წლის აგვისტოს ომსა და სირიაში, თუმცა ამ ინფორმაციის ოფიციალურად დადასტურება არ ხერხდება.
2010 წელს, დაბუევის აფეთქებას თბილისში, ვაჟა-ფშაველაზე, მისსავე საცხროვრებელი სახლის სადარბაზოში შეეცადნენ, თუმცა გადარჩა. 2011-12 წლებში, აქტიურად იყო ჩართული სხვადასხვა ქვეყნებიდან პანკისის ხეობაში ჩეჩენი მებრძოლების შეკრებაში, ეს მოვლენები ლაფანყურის ტრაგიკული სპეცოპერაციით დასრულდა.
2012 წლის ნოემბერში, მას შემდეგ რაც დაბუევმა თბილისი დატოვა, იგი სტამბოლის აეროპორტში დააკავეს და ბრალად 2008-2011 წლებში, თურქეთის ტერიტორიაზე, „კავკასიის იმირატის“ რამდენიმე თვალსაჩინო წევრის შეკვეთილი მკვლელობა წაუყენეს.
თურქული გამოძიების ცნობით, დაბუევი რუსული FSB-ს დავალებით მოქმედებდა. თუმცა სტამბოლში 2014 წელს დაწყებული სასამართლო პროცესი, იმის მიუხედავად, რომ ბრალდების მხარე უვადო პატიმრობას ითხოვდა, 2016 წელს სრულიად მოულოდნელად დაბუევის გამართლებითა და გათავისუფლებით დასრულდა.
ამის შემდეგ, უკვე თემურ მახაურის სახელით, ალი დაბუევი უკრაინაში აღმოჩნდა, სადაც მცირე ხნით ჩეჩენ მოხალისეთა ბატალიონში ირიცხებოდა.
2017 წლის იანვარში იგი კიევის ცენტრში იარაღის უკანონო ტარებისთვის დააკავეს. დაბუევი მაშინაც ქართულ ნომრიანი ML-ის ჯიპით გადაადგილდებოდა. მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, თუმცა საპროცესო შეთანხმებით ერთ თვეში გათავისუფლდა. ამ შემთხვევას ჩეჩნური ბატალიონიდან გარიცხვა მოჰყვა.
მოკლული ალი დაბუევის თანამებრძოლი, უკრაინაში მცხოვრები ჩეჩენი ტიმერჰან მანაევი ამბობს, რომ ამ აფეთქების უკან რუსული სპეცსამსახურები დგანან:
"ის უკრაინის მხარეს იყო, აღმოსავლეთის ფრონტზე ჩეჩნურ ბატალიონში იბრძოდა. რამზან კადიროვი პირად მტერს ეძახდა, მასზე დიდი ხანია ნადირობდნენ, დიდი ალბათობით, ეს რუსული კვალია."
კიევში ალი დაბუევის იგივე თემურ მახაურის აფეთქების მომენტში, ავტომანქანაში, მისი მეგობარი ქალი, 32 წლის ნატალია ცელოვალნიკოვა და ქალის 8 წლის შვილი მაშაც ისხდნენ (თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაცია, რომ ავტომანქანაში ცნობილი უკრაინელი მოდელი და დიორის სახე, ნატალია კოშელი იჯდა არასწორი გამოდგა).
ნატალია ცელოვალნიკოვას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე სტაბილურად მძიმეა, მას შესაძლოა ფეხის ამპუტაცია დასჭირდეს. მის შვილს სხეულზე სხვადასხვა ხარისხის დამწვრობა აქვს მიღებული, თუმცა ექიმების თქმით, დედა-შვილის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. თავად გარდაცვლილ ალი დაბუევს მეუღლე ფატიმა და სამი შვილი დარჩა, რომლებიც თბილისში ცხოვრობენ.
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
-
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
კომენტარები