საქართველოს ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, დ.შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ტურინის საბაუდას გალერეაში დაცული სანდრო ბოტიჩელის ვენერას გამოფენა გაიხსნება. გამოფენა 2017 წლის 3 ოქტომბრიდან 30 ნოემბრამდე გაგრძელდება.

მუზეუმის ინფორმაციით, გამოფენის გახსნა იტალიის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილის, ივან სკალფაროტოს თბილისში ვიზიტის მსვლელობის დროს, ხოლო დახურვა 30 ნოემბერს აბრეშუმის გზის ფორუმის დასრულებას ემთხვევა.

ბოტიჩელის ვენერას ტრანსპორტირებასა და ექსპოზიციაზე კომპანია Associazione Culturale Metamorfosi` (ასოციაცია მეტამორფოზა) იზრუნებს, რომელსაც ეს უფლება საბაუდას გალერეასთან გაფორმებული გრძელვადიანი ხელშეკრულების საფუძველზე აქვს. გამოფენის გამართვისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 75 000 ევრო გამოიყოფა.