შემოდგომის პრემიერები: როდის გამოვა ძველი და ახალი შოუების პირველი სერიები
შემოდგომა სატელევიზიო სივრცეში ახალ წელთან ასოცირდება. მსოფლიოს გიგანტი არხები ცდილობენ განახლებულ შევუთვასთან ერთად, მაყურებელი ახალ-ახალი შოუებით გაანებივრონ, თუმცა რა თქმა უნდა არც ძველ სერიალებს ივიწყებენ.
წარმოგიდგენთ სატელევიზიო არხების შემოდგომის პრემიერებს.
American Horror Story
სერიალის ახალი სეზონის პრემიერა FX-ზე უკვე შედგა ხუთ სექტემბერს. გირჩევთ წაიკითხოთ ჩვენი სტატია: ყველაფერი რაც American Horror Story-ის ახალ სეზონზე ვიცით
The Deuce
The Deuce ასე ჰქვია HBO-ს ახალ სერიალს, რომლის პრემიერაც 2017 წლის 10 სექტემბერს შედგა. სერიალში მთავარ როლებს ჯეიმს ფრანკო და მეგი ჯილენჰოლი ასრულებენ.
სერიალის შემქმნელები ჯორჯ პელეკანოსი და დეივიდ საიმონი არიან. სიუჟტი ნიუ-იორკში, 1970-1980-იან წლებში ვითარდება და ის ამერიკული პორნო ინდუსტრიის განვითარების პროცესზე გვიყვება, იმაზე თუ როგორ გადაიქცა სექსი მილიარდების მომტან ბიზნესად და როგორ დაიპყრო ამ ინდუსტრიამ ტაიმ სკვერი და მანჰეტენი.
ჯეიმს ფრანკო სერიალში ტყუპი ძმების ვინსენტ და ფრენს მარტინოს როლებს ასრულებს.
Top of the Lake: China Girl
ჯეინ კამპიონის Top of the Lake ახალი სეზონით 10 სექტემბერს დაბრუნდა. სერიალში მთავარ როლებს მხევლის წიგნის ვარსკვლავი ელიზაბეტ მოსი, GOT-ის მსახიობი გვენდოლინ კრისტი და ნიკოლ კიდმანი ასრულებენ.
სერიალი მოგვითხრობს ისტორიას მკვლელზე, რომელზე ნადირობაც მას შემდეგ დაიწყება, როდესაც სიდნეის სანაპიროზე გოგოს გვამი გამოირიყება.
დეტექტივი რობინ გრიფინი, რომელიც სიდნეიში ახალი დაბრუნებულია და ცხოვრების თვიდან დაწყებას გეგმავს მკვლელის პოვნას გადაწყვეტს, თუმცა რამდენი ნაბიჯითაც უახლოვდება სიმართლის დადგენას, იმდენივე ახალი საიდუმლო ჩნდება.
Young Sheldon
დიდი აფეთქების თეორიის ერთგულმა მაყურებლებმა უკვე იციან, რომ CBS შელდონის ბავშვობას დამოუკიდებელ შოუს მიუძღვნის, რომელიც ცხრა წლის შელდონის ისტორიას მოგვითხრობს.
შოუს პრემიერა 25 სექტემბერს იგეგმება
THIS IS US
ემის წლევანდელი ნომინანტი, NBC-ის პოპულარული დრამა მაყურებელს ახალი სეზონით 26 სექტემბერს შეხვდება.
INHUMANS
ABC-ისა და მარველის ახალი, ერთობლივი სერიალი Inhumans ეთერში 29 სექტემბერს გავა. შოუში ერთ-ერთ როლს სამეფო კარის თამაშების ვარსკვლავი, ივან რეონი, იგივე რემზი ბოლტონი, შეასრულებს.
The Gifted
წარმოიდგინეთ რა მოხდებოდა, გასული წლის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სერიალი Stranger Things და მარველის პოპულარული კომიქსი X-Man, რომ გაერთიანებულიყო და ასე წარდგენილიყო ჩვენს წინაშე?
თუ წარმოდგენა გიჭირთ, მაშინ გეტყვით, რომ 2 ოქტომბერს Fox-ის ეთერში ახალი სერიალის The Gifted პრემიერა შედგება, რომელშიც ნახავთ ბავშვებსაც, მუტანტებსაც, სამეცნიერო ექსპერიმენტებსაც, სპეცეფეტქებსაც და სავარაუდოდ ძალიან საინტერესო სიუჟეტსაც.
ახალი სერიალი 20th Century Fox-ისა და Marvel Television-ის ერთობლივი პროექტია. შოუს სიუჟტი ერთი ოჯახის შესახებ მოგვითხრობს, სადაც მშობლები აღმოაჩენენ, რომ მათი შვილები ზებუნებრივი ნიჭით არიან დაჯილდოებულები.
შოუს შემქმნელები მეთ ნიქსია, რეჟისორი კი ბრაიან სინგერი.
სერიალში მთავარ როლებს სტეფან მაიერი, ემი აკერი, შონ ტეილი და კობი ბელი ასრულებენ.
Scandal
შონდა რაიმსის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული სერიალი სკანდალი ახალი და ამჯერად უკანასკნელი სეზონით პირდაპირ ეთერს 5 ოქტომბერს დაუბრუნდება.
Dynasty
ლეგენდარული საპნის-ოპერის განახლებული ვერსია CW-ზე 11 ოქტომბერს დაიწყება.
The Walking Dead
AMC-მ სერიალ მოსიარულე მკვდრების მერვე სეზონის პრემიერის თარიღი დააანონსა - შოუ ეკრანებზე 22 ოქტომბერს დაბრუნდება.
როგორც შოუს შემქმნელი სკოტ გიმპლი ამბობს, მეშვიდე სეზონთან დაკავშირებული კრიტიკა გაითვალისწინეს და მერვე სეზონი უფრო დინამიურად განავითარეს.
STRANGER THINGS
ნეტფლიქსის შოუს მეორე სეზონში ძველი პერსონაჟების გარდა, რამდენიმე ახალსაც ვიხილავთ. სეზონის პრემიერა კი 27 ოქტომბერს იგეგმება.
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები