დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ტვიტერზე მისი პოსტის გამო გააკრიტიკა, წერს BBC. დონალდ ტრამპის თქმით, ლონდონის დღევანდელი ტერაქტის ეჭვმიტანილებს დიდი ბრიტანეთის პოლიცია ინციდენტამდე უთვალთვალებდა.

"არ მგონია, რომ გამოძიებით სპეკულაციას ვინმესთვის სარგებლობა მოეტანოს," - განაცხადა ტერეზა მეიმ.

აშშ-ის პრეზიდენტი ლონდონის დღევანდელ ტერორისტულ თავდასხმას ტვიტერზე რამდენიმე პოსტით გამოეხმაურა. მისი თქმით, ამერიკამ ქვეყანაში შესვლა უნდა გაამკაცროს, მაგრამ ეს პოლიტიკურად არაკორექტული იქნება.

დღეს, ლონდონი მეტროს ვაგონში აფეთქება ადგილობრივი დროით 08:20 საათზე მოხდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ვაგონში სათლი აფეთქდა. დაშავებულია 18 ადამიანი, აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია.