პატრიოტთა ალიანსის აქცია-მსვლელობა დაიწყო. პარტიის ლიდერებმა და მხარდამჭერებმა თბილისში შეკრება ვარდების მოედანზე დაიწყეს, რამდენიმე წუთის წინ კი - პარლამენტისკენ გაემართნენ. აქციაზე რამდენიმე ასეული ადამიანია შეკრებილი.

"ქვეყანაში ხალხი გაღატაკდა, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის 90 პროცენტი არის საბანკო ტერორის ქვეშ და უამრავი ადამიანი ამის გამო თავს იკლავს... პოლიტიკურ ნაწილში არის კონსტიტუციასთან დაკავშირებული მოთხოვნები - ეს კონსტიტუცია ჯიბეში ჩაიგდო მმართველმა პარტიამ. ჩვენ შევეცდებით ვაჩვენოთ მმართველ პარტიას, რომ საქართველოში დემოკრატიულ ფასეულობებს დაიცავს ხალხი", - აღნიშნა პარტიის ლიდერმა და თბილისის მერობის კანდიდატმა ირმა ინაშვილმა.

როგორც პარტიის ლიდერები აცხადებენ, პარლამენტის შენობასთან დღეს 17 ადამიანი შიმშილობას დაიწყებს.