ნატურალური უცხიმო იოგურტი, რომელიც თბილისში შეგიძლიათ მიირთვათ
ვისაც აღმაშენებლის ქუჩაზე ხშირად გიწევთ გასეირნება, აუცილებლად შენიშნავდით მომცრო ზომის დაწესებულებას, რომელიც განსაკუთრებულად გემრიელი იოგურტებით ამარაგებს თავის მომხმარებელს. Lolly Frozen Yogurt ქართველი ახალგაზრდების მიერ დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც დაბალ კალორიულ, უცხიმო და გემრიელ იოგურტებს აწარმოებს. მათი საქმიანობისა და პროდუქტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის გასაგებად კომპანიის ერთ-ერთ დამფუძნებელს, ბექა კეჟერაშვილს გავესაუბრეთ.
გთხოვთ, მოგვიყვეთ როდის და რატომ გადაწყვიტეთ კომპანიის დაარსება და ამ სფეროში მოღვაწეობა?
ხშირად მიწევს საზღვარგარეთ ყოფნა და ეს პროდუქტიც პირველად ესპანეთში გავსინჯე და სასიამოვნოდ გაოცებულიც დავრჩი. მე თვითონ ჯანსაღი წესით ცხოვრების მოყვარული ვარ და ეს პროდუქტი ჩემთვის ნამდვილი აღმოჩენა იყო და მისი ხშირი მომხმარებელი ვიყავი. გაყინული იოგურტი ძალიან პოპულარულია ევროპასა და ამერიკაში. საქართველოში ჩამოსვლისას კი ვერსად მივაგენი მსგავს პროდუქტს და გადავწყვიტე თავად გამეკეთებინა. ამ პროდუქტის ბევრნაირი სახეობა არსებობს და მეც დავიწყე რეცეპტების ძიება, თითქმის ყველა ცნობილი ბრენდის იოგურტი მაქვს გასინჯული და ყველაზე მეტად რომელიც მომეწონა ის რეცეპტი ჩამოვიტანე საქართველოში. იქვე შევისწავლე დამზადების ტექნოლოგიები და ყველაფერი, რაც მაღაზიის გახსნისთვის იყო საჭირო. 2 წელიწადში გავხსენი პირველი მაღაზია ვაკეში, ჭავჭავაძის 10 ნომერში.
მოგვიყევით თქვენი სამუშაო გუნდის შესახებ. ვინ არიან ის ადამიანები, ვინც ამ პროდუქტს ქმნიან?
თავდაპირველად საკუთარი ძალებით დავიწყეთ, მეხმარებოდნენ ოჯახის წევრები და მეგობრები. გაყიდვების გაზრდის შემდეგ, დავიმატეთ თანამშრომლები და დღესდღეობით კომპანიაში ათამდე ადამიანი მუშაობს.
გთხოვთ, მოგვიყვეთ თქვენი პროდუქტის შესახებ. ჩათვალეთ, რომ ვართ კლიენტები, რომლებიც დაგიკავშირდნენ და აინტერესებთ თქვენი პროდუქტის შესახებ ყველაფერი.
ჩვენი პროდუქტი მზადდება ნატურალური უცხიმო იოგურტისგან რომელსაც ამზადებს ქარხანა ჩვენი რეცეპტით და გვაწვდის ყოველდღიურად. პროდუქტი არის უცხიმო, დაბალკალორიული (83კკალ/100გრ) და ყოველგვარი ხელოვნური დანამატების, კონსერვანტებისა და საღებავების გარეშე. არის ძალიან მსუბუქი და აქვს გაგრილების მაღალი ეფექტი. გაყინულ იოგურტს საკუთარი გემოვნებით შეგიძლიათ დაამატოთ 30-ზე მეტი სხვადასხვა სახეობის ტოპინგი, იქნება ეს ცოცხალი ხილის, თხილეულის თუ სხვადასხვა სახეობის მდნარი შოკოლადის და ხილის სოუსები.
რითი გამოირჩევა თქვენი კომპანია სხვებისგან?
ჩვენთან ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება მომხმარებელზე ზრუნვას, სისუფთავეს, პროდუქციის სიჯანსაღე და სიახლეს. ვცდილობთ ყველაფერი დაცული გვქონდეს სტანდარტების შესაბამისად.
რამდენად დიდია ქართველი მომხმარებლების დაინტერესება თქვენი პროდუქტის მიმართ?
თავიდან საკმაოდ გაუჭირდა ქართველ მომხმარებელს ახალი პროდუქტის მიღება, ძირითადად უცხოელ მომხმარებელზე ვმუშაობდით, ახლა უკვე საკმაოდ გვყავს ქართველი მომხმარებელიც, რომლებიც ყოველდღიურად ან კვირაშ ორი-სამჯერ მაინც დადიან.
ძირითადად რომელ პროდუქტზეა მოთხოვნა?
ძირითადად ჩვენს მთავარ პროდუქტზეა მოთხოვნა, გაყინულ იოგურტზე - ცოცხალი ხილის ტოპინგებთან ერთად.
სად შეიძლება თქვენი პროდუქტის გასინჯვა?
ჩვენი მაღაზიები არის ახალ აღმაშენებელზე, აღმაშენებლის 38 ნომერში და ასევე სავაჭრო ცენტრ ისთ ფოინთში.
რატომ გადაწყვიტეთ ბიზნეს დაჯილდოებაში მონაწილეობა?
ამ პროექტის დახმარებით მრავალ საინტერესო ადამიანს ვიცნობთ, გვაქვს შესაძლებლობა ერთმანეთს გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება და ასე დავეხმაროთ ერთმანეთს წინსვლასა და განვითარებაში. ასევე იზრდება პროდუქტისა და კომპანიის ცნობადობა.
რას ურჩევდით დამწყებ ბიზნესმენებს?
დამწყებ ბიზნესმენებს ვურჩევდი პირველ რიგში ნუ დაკავდებიან საქმით, რომელიც მათ არ აინტერესებთ, მხოლოდ ფინანსური მიზეზების გამო, ეს გრძელი გზაა და დიდია შანსი რომ მალე დანებდე. მთავარია ნათლად ხედავდე მიზანს, რომლისკენაც შეუპოვრად ისწრაფი, ისწავლო შეცდომებით და არ დაკარგო არჩეული გზა მიზნისაკენ ნაკლებათ მნიშვნელოვანი საკითხების გამო.
კომპანიისთვის მიმდინარე წელი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ისინი 2017 წლის ბიზნეს დაჯილდოებაში იღებენ მონაწილეობას. წარმატებული კომპანიის შემქმნელები იმ ადამიანებს შორის არიან, რომლებიც #გააზიარეწარმატების ფარგლებში დამწყებ სტარტაპერებს მოტივაციას აძლევენ და ამის პარალელურად, დაჯილდოებაში მნიშვნელოვანი პრიზის მოპოვებისთვის იბრძოლებენ.
შეგახსენებთ, რომ #გააზიარეწარმატება - ამ სლოგანით საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ბიზნესდაჯილდოება, თიბისი ბანკისა და ჯეოსელის ორგანიზებით, წელს მეორედ გაიმართება. შვიდ ნომინაციაში კონკურსანტების რეგისტრაცია უკვე დასრულებულია და ის ვებგვერდზე businessaward.ge-ზე მიმდინარეობდა.
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
კომენტარები