მსახიობი, რომელიც სერიალში თამაშისთვის ემიზე წარადგინეს, ამბობს რომ სერიალები არ უყვარს

HBO-ს სერიალ, Big Little Lies მსახიობმა შეილინ ვუდლიმ, რომელიც წელს ემის ერთ-ერთ ნომინაციაზე იყო წარდგენილი, წითელ ხალიჩაზე ინტერვიუს დროს თქვა, რომ მას სერიალები დიდად არ უყვარს.
"ვერ ვხვდები ხალხს როგორ აქვს იმდენი დრო, რომ ტელევიზორს უყუროს? მე კითხვა მიყვარს, ამიტომ სერიალების ყურებას ყოველთვის წიგნს ვარჩევ", - თქვა ვუდლიმ.
ამ განცხადებამ ამერიკელი მაყურებლის გაღიზიანება გამოიწვია, მათ შორის იყვნენ შეილინის ფანებიც, რომლებმაც თქვეს, რომ წლის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სერიალის ვარსკვლავს ასეთი რამ არ უნდა ეთქვა, რადგან ამით ბევრ ადამიანს მიაყენა შეურაცხყოფა.
შეილინს აკრიტიკებდა პრესაც და ამბობდნენ, რომ მსახიობის ეს განცხადება სამარცხვინო იყო.
"კარგით რა, წელს ბევრი წიგნი წავიკითხე, ამავდროულად ბევრი სერიალიც ვნახე, საკუთრი ცხოვრებისთვისაც ძალიან ბევრი დრო დამრჩა და ვფიქრობ, ასეთი პოპულისტური განცხადებების დრო არ არის. იმედია აღიარებს, რომ შეცდა", - თქვა Indiwire-ის რედაქტორმა ემილი ნასბაუნმა.
ამავე თემაზე:
- Emmy 2017-ის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია
- Emmy 2017: წლის საუკეთესო დრამატულ სერიალად The Handmaid's Tale დაასახელეს
- ჯულია ლუის-დრეიფუსმა ტელევიზიის ისტორიაში უპრეცენდენტო გამარჯვება მოიპოვა
- Handmaid's Tale-ის რეჟისორი 22 წლის შემდეგ პირველი ქალი რეჟისორია, რომელმაც Emmy მიიღო
- Emmy 2017: ნიკოლ კიდმანმა ჯილდოს მიღებისას ოჯახში ძალადობის თემაზე ისაუბრა
- Emmy 2017: ლორა დერნის გამარჯვებამ მისი კონკურენტი გააღიზიანა და ჯილდოს მფლობელს ლანძღვა დაუწყო
- Emmy 2017: როგორ გამოიყურებოდნენ ვარსკვლავები წითელი ხალიჩაზე
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
კომენტარები