ქართველები და ნავთობის "შავი ბიზნესი" ლიბიაში
მეოცე დღეა ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლის ერთ-ერთი ციხეში საქართველოს სამი მოქალაქე ზის. სამივე მათგანი მეზღვაურია. 55 წლის ბათუმელი გენადი კომახიძე სანავთობო ტანკერ REX-ის კაპიტანია. მასთან ერთად დაკავებულები არიან რომან კაკალაძე და ნუკრი ხოხბა, ასევე თურქეთის ხუთი და ინდოეთის ორი მოქალაქე.
ლიბიის სანაპირო დაცვის ძალებმა ტანზანიის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი REX, რომელიც ბერძნულ კომპანია Evalend Shipping Tankers-ის საკუთრებაა, 2017 წლის 30 აგვისტოს, ხმელთაშუა ზღვაში, ნავთობპროდუქტების კონტრაბანდის ბრალდებით დააკავა.
ტანკერმა REX-მა ლიბიისკენ გეზი 2017 წლის 11 ივლისს, სტამბოლის ტუზლას ნავსადგურიდან გასვლის შემდეგ აიღო. ლიბიის სანაპირო დაცვის მტკიცებით, აგვისტოს მეორე ნახევრიდან, გემი თვალთვალის ქვეშ ჰყავდათ და ზუვარასთან ახლოს, კონტრაბანდული 1 160 000 ლიტრი დიზელით (დაახლოებით 16 ათასი ტონა) დატვირთვის შემდეგ, ტანკერი მალევე დააპატიმრეს.
ტანკერის ეკიპაჟის ათივე წევრს, მათ შორის საქართველს სამ მოქალაქეს, ბრალად "ლიბიის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა და კონტრაბანდული ტვირთის გადატანა ედებათ."
განსხვავებული ინფორმაცია აქვთ დაკავებული ქართველი მეზღვაურების ოჯახებს. მათი თქმით, ტანკერი მაშინ დააკავეს როცა ლიბიის ტერიტორიული წყლები უკვე დატოვებული ჰქონდა. რომან კაკალაძის მამა მერაბ კაკალაძე ამბობს:
"დაკავების შემდეგ, ტელეფონით მითხრა, რომ 16 ათასი ტონა საწვავი რო ჩავტვირთეთ, კანონმდებლობის შესაბამისად გავაფორმეთ, ლეგალური ტვირთით სანაპიროს დავშორდით 10 მილით. ამის შემდეგ ლიბიის სანაპირო დაცვა ამოვიდა, საბუთები შეამოწმა და ბედნიერი მგზავრობა გვისურვაო.
უკვე ნეიტრალურ წლებში რო ვიყავით, მოულოდნელად ვერტმფრენით მოფრინდნენ, სხვა ფორმიანი, შეიარაღებული პირები და უკან დაგვაბრუნესო. რამდენიმე დღე გემზე ვყავდით დაკავებულები და შემდეგ იზოლატორში გადაგვიყვანესო."
ლიბიაში 2011 წლის 20 ოქტომბერს მუამარ კადაფის მკვლელობის, 42 წლიანი დიქტატურისა და "დიადი სოციალისტური სახალხო არაბული ჯამაჰირიის" დასრულების შემდეგ, ერთიანი სახელმწიფო აღარ არსებობს და ნავთობის კონტრაბანდა უზარმაზარი შავი ბიზნესია.
ლიბიური მხარის მტკიცებით, ბერძნული ტანკერი REX-ი ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ ზუვარასთან, აბუ კამაშის პორტში ნებართვის გარეშე, ღამით შევიდა და კონტრაბანდული დიზელით დაიტვირთა.
ტუნისის საზღვართან მდებარე ზუვარას "კონტრაბანდისტების დედაქალაქს" უწოდებენ. ეს პროვინცია ენ ნუგატ ელ ხუმსის ადმინისტრაციული ცენტრია, სადაც ნავთობისა და ძალაუფლებისთვის (ისევე როგორც მთელ ლიბიაში) რამდენიმე სამხედრო დაჯგუფება დაუნდობლად იბრძვის.
2017 წლის მდგომარეობით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და დასავლეთის ქვეყნების მხარდაჭერილი "ეროვნული თანხმობის მთავრობა" (GNA), პრემიერ სარაჯის მეთაურობით, ქვეყნის დიდი ქალაქებიდან, ნაწილობრივ, მხოლოდ დედაქალაქ ტრიპოლის და მისრათს აკონტროლებს.
მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენს 'საერთო ეროვნული კონგრესის" თავმჯდომარის, ეთნიკური ბერბერის აბუ საჰმეინის გასამხედროებული დაჯგუფებები. ეს ფრთა ტერორისტული ორგანიზაცია "ძმები მუსლიმების" განაყოფად მიიჩნევა, რომელსაც ყატარის მხარდაჭერა აქვს.
ქვეყნის ყველაზე დიდი რაიონები: ელ-ბუტნანი, ელ-ვაჰატი, ელ-კუფრა, ბენღაზი, დარნა და ელ-ჯუფრა ე.წ ტობრუკის მთავრობის ანუ "ლიბიის ეროვნული არმიის" (LNA) ხელშია. არმიას გენერალი ჰაფტარი უდგას სათავეში, რომელსაც ეგვიპტე, საუდის არაბეთი და რუსეთი უჭერს მხარს. თავის მხრივ "ჰაფტარის არმია" კიდევ რამდენიმე წვრილ დაჯგუფებად იყოფა, მათაც "ექსკლუზიური" გავლენის ზონები აქვთ.
ლიბიაში მნიშვნელოვან ტერიტორიებს ტერორისტული ორგანიზაცია "ალ ყაიდა", მათი მაღრიბული განაყოფი "ანსარ ალ შარია" და "ისლამური სახელმწიფოც" (ISIS), აკონტროლებენ.
ISIS-ის გავლენა დიდია ზუვარაში, საიდანაც ლიბიის მხარის მტკიცებით, ტანკერმა REX-მა კონტრაბანდული დიზელი წამოიღო, თუმცა ამ ინფორმაციას ქართველი მეზღვაურები კატეგორიულად უარყოფენ.
ბოლო ინფორმაციით, საქართველოს საელჩომ ეგვიპტეში, რომელიც ლიბიასაც ფარავს, ქაიროში ადვოკატი დაიქირავა, რომელიც ტრიპოლიში დაკავებული ქართველი მეზღვაურების საქმეში უკვე ჩაერთო. მერაბ კაკალაძე ამბობს:
"მას შემდეგ, რაც ლიბიის მხარემ ჩვენ ბიჭებთან ბერძენი გემთმფლობელის დაქირავებული ადვოკატები არ შეუშვა, ჩვენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მივმართეთ, მათ როგორც ვიცი, ეგვიპტეში დაიქირავეს ადვოკატი."
ნავთობის დადასტურებული მარაგების (5,1 მილიარდი ტონა) მიხედვით, ლიბია აფრიკის კონტინენტზე - პირველ, ხოლო OPEC-ის (The Organization of the Petroleum Exporting Countries) ქვეყნებს შორის - მეოთხე ადგილს იკავებს.
2017 წლის აგვისტოში, ნავთობსადენებსა და ნავთობის გადამამუშავებელ ქარხნებზე სამხედრო თავდასხმებისა და ნავთობის კონტრაბანდის ზრდის გამო, ლიბიამ ნავთობის მოპოვება შეამცირა, რასაც მსოფლიო ბაზარზე, "შავ ოქროს" გაძვირება მოჰყვა.
ოფიციალური ტრიპოლის ინფორმაციით, ლიბია ყოველწლიურად ნავთობის "შავი ბიზნესის" გამო, 400-დან 500 მილიონ აშშ დოლარს კარგავს. ამის გამო, ტრიპოლიში განლაგებული "ეროვნული თანხმობის მთავრობა" პირდაპირ ნადირობს, სხვადასხვა ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავ ტანკერებზე, რომლებსაც ნავთობი "ტრიპოლის მთავრობასთან" შეუთანხმებლად გადააქვთ.
ამჟამად, ტრიპოლის სამხედრო პორტში ათამდე ტანკერი და გემია დაკავებული, ტრიპოლის ციხეში კი რამდენიმე ათეული უცხოელი მეზღვაური სასჯელს ელის.
2016 წლის ივნისიდან, უკვე წელიწადი და ოთხი თვეა, ლიბიაში ბერძნული ტანკერის Temeteron-ის კაპიტანი, რუსეთის მოქალაქე ტეკუჩევია დაპატიმრებული. კიდევ ორ რუს მეზღვაურთან ერთად, მასაც "კონტრაბანდული ნავთობის" გადატანა ბრალდება.
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები