TI: ცხრა დეპუტატი პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელ საქმიანობას ეწევა
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს კვლევის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის ცხრა დეპუტატს პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობა აქვს, 16-ს კი - არადეკლარირებული ბიზნეს აქტივები. აღნიშნული კვლევის პრეზენტაცია ამ წუთებში იმართება.
იმის მიუხედავად, რომ საქართველოს კანონმდებლობით მსგავსი საქმიანობა აკრძალულია, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს მონაცემებით, პარლამენტის ცხრა წევრი რეგისტრირებულია დირექტორად - ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირად.
ესენი არიან:
- ედიშერ თოლორაია - ქართული ოცნება;
- დიმიტრი სამხარაძე - ქართული ოცნება;
- იოსებ მაკრახიძე ქართული ოცნება;
- მამუკა მდინარაძე - ქართული ოცნება;
- მარიამ ჯაში - ქართული ოცნება;
- დავით ჭიჭინაძე - ქართული ოცნება;
- დიმიტრი ხუნდაძე - ქართული ოცნება;
- მამუკა ჩიქოვანი - ევროპული საქართველო;
- გიორგი ლომია - პატრიოტთა ალიანსი.
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს კვლევის მიხედვით, პარლამენტის 16 წევრს არადეკლარირებული ბიზნეს აქტივები აქვს. მათგან 14 უმრავლესობის წევრია, ორი კი - პატრიოტთა ალიანსის.
არადეკლარირებული საქმიანობა შემდეგ დეპუტატებს აქვთ:
- ლევან ბეჟანიძე;
- ბიძინა გეგიძე;
- ლევან კობიაშვილი;
- გურამ მაჭარაშვილი;
- კობა ნარჩემაშვილი;
- გია ჟორჟოლიანი;
- შოთა ხაბარელი;
- დიმიტრი ხუნდაძე;
- ედიშერ თოლორაია;
- დიმიტრი სამხარაძე;
- გედევან ფოფხაძე;
- ერეკლე ტრიპოლსკი;
- მარიამ ჯაში;
- სოფიო კილაძე.
პატრიოტთა ალიანსის დეპუტატები არიან: ირმა ინაშვილი და გიორგი ლომია.
ქართული ოცნების წევრი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ კვლევაში ნახსენები ყველა კომპანია წლების წინ დაიხურა და ახლა არცერთს მართავს. ამავე პარტიის წევრის, დიმიტრი ხუნდაძის თქმით, კომპანია, რომელიც კვლევაში მასთან კავშირშია ნახსენები საერთოდ არ არსებობს.
რაც შეეხებათ ევროპული საქართველოსა და პატრიოტთა ალიანსის წევრებს. ევროპული საქართველოს წევრი, მამუკა ჩიქოვანი ამბობს, რომ კლუბ რუსთავის დირექტორად იმის მიუხედავად ფიქსირდება, რაც მან დამფუძნებლებს თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ მიწერა. პატრიოტთა ალიანსის წევრის, გიორგი ლომიას თქმით, კი კვლევიდან გაიგო, რომ ქლაბ ნიუ იურკის დირექტორის თანამდებობას ისევ იკავებს. ის დასძენს, რომ ეს კომპანია აღარ ფუნქციონირებს.
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს კვლევის სრული ვერსია.
-
-
გადახედვარომელ ცხოველს შეუძლია სუნთქვის ყველაზე დიდხანს შეკავება რომელ ცხოველს შეუძლია სუნთქვის ყველაზე დიდხანს შეკავება
-
გადახედვაროგორი იქნება ავადობის გლობალური სტატისტიკა 2050 წლისთვის — პროგნოზი როგორი იქნება ავადობის გლობალური სტატისტიკა 2050 წლისთვის — პროგნოზი
-
გადახედვაშტორმის ნიშნები ჩანს, შტორმი კი არა — უჩვეულო ფენომენი დედამიწის მაგნიტოსფეროში შტორმის ნიშნები ჩანს, შტორმი კი არა — უჩვეულო ფენომენი დედამიწის მაგნიტოსფეროში
-
გადახედვაკარპენტერი: კანონის მიღების შემთხვევაში, აუცილებლად დადგება სათანადო შედეგები კარპენტერი: კანონის მიღების შემთხვევაში, აუცილებლად დადგება სათანადო შედეგები
-
-
გადახედვაის აუცილებლად გადაგვასწრებს და ეს მხოლოდ დროის საკითხია — "ხელოვნური ინტელექტის ნათლია" AI-ზე ის აუცილებლად გადაგვასწრებს და ეს მხოლოდ დროის საკითხია — "ხელოვნური ინტელექტის ნათლია" AI-ზე
-
გადახედვააივ ინფექციის ექსპერიმენტულმა ვაქცინამ ადამიანებში ძლიერი ანტისხეულები წარმოქმნა აივ ინფექციის ექსპერიმენტულმა ვაქცინამ ადამიანებში ძლიერი ანტისხეულები წარმოქმნა
-
-
-
-
გადახედვა"ამერიკელი პოლიტიკოსები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ" — ოცნების განცხადება კონგრესმენის კანონპროექტის შესახებ "ამერიკელი პოლიტიკოსები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ" — ოცნების განცხადება კონგრესმენის კანონპროექტის შესახებ
-
გადახედვანახეთ: როგორ გამოიყურება მარსის კოლოსალური კრატერები ნახეთ: როგორ გამოიყურება მარსის კოლოსალური კრატერები
-
გადახედვასტუდენტების მარში "თავისუფალი ხელოვნებისთვის", კულტურის სამინისტროსთან მსვლელობით დასრულდა სტუდენტების მარში "თავისუფალი ხელოვნებისთვის", კულტურის სამინისტროსთან მსვლელობით დასრულდა
-
გადახედვამრავალმილიონიან ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები ქართული ოცნების შემომწირველთა სიაში — TI-ს შემოწირულებების საინფორმაციო ბიულეტენი მრავალმილიონიან ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები ქართული ოცნების შემომწირველთა სიაში — TI-ს შემოწირულებების საინფორმაციო ბიულეტენი
-
გადახედვადავით ქაცარავა: ყურში ჩამესმა ერთ-ერთი ჯალათის შეძახილი — მოკალი, ეგრევე ვიგრძენი ჩემს კისერზე შემოჭერილი ყელსაბამის ძალა, მგუდავდნენ დავით ქაცარავა: ყურში ჩამესმა ერთ-ერთი ჯალათის შეძახილი — მოკალი, ეგრევე ვიგრძენი ჩემს კისერზე შემოჭერილი ყელსაბამის ძალა, მგუდავდნენ
-
-
-
გადახედვაშსს-მ საზღვაო კონტეინერიდან ამოიღო 52 კგ კოკაინი, რომელიც ეკვადორიდან ევროპაში, საქართველოს გავლით გადაჰქონდათ შსს-მ საზღვაო კონტეინერიდან ამოიღო 52 კგ კოკაინი, რომელიც ეკვადორიდან ევროპაში, საქართველოს გავლით გადაჰქონდათ
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა დააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა
-
გადახედვაზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი ზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი
კომენტარები