რომელი ფილმები გაუწევენ კონკურენციას ქართულ ფილმს 2018 წლის ოსკარზე
2018 წლის 23 იანვარს, ამერიკის კინოაკადემია ოსკარის ნომინანტებს დაასახელებს, მათ შორის ერთ-ერთი მთავარი კატეგორია - უცხოენოვანი ფილმიც იქნება, რომელზეც საქართველოდან ანა ურუშაძის საშიში დედა გაიგზავნა.
ამ ეტაპზე საკუთარი რჩეული ფილმი აკადემიას უკვე 50-ზე მეტმა ქვეყანამ გაუგზავნა, მათ შორის არის საფრანგეთი, გერმანია, შვედეთი, ბრაზილია, იტალია და ა.შ
თუმცა 23 იანვრამდე, სანამ საბოლოო ნომინანტებს გავიგებთ, ამ ფილმებიდან ამერიკის კინოაკადემია 8-დან 10 ფილმამდე საუკეთესოებს გადაარჩევს და ბოლოს მათგან ხუთს მისცემს შანსს ოსკარის მოსაპოვებლად იბრძოლოს.
მოდით თვალი გადავავლოთ იმ ფილმების ნაწილს, რომლებიც ამ გზაზე ქართული კინოსურათის კონკურენტები იქნებიან.
ავსტრია - Happy End
ჰანეკეს ფილმი 2017 წელს კანის საკონკურსო პროგრამაში მოხვდა, თუმცა ოქროს პალმის რტო ვერ დაიმსახურა. კინოსურათში მთავარ როლს იზაბელ იუპერი ასრულებს.
ტრეილერი:
კამბოჯა - First They Killed My Father
კამბოჯამ ოფიციალურად გადაწყვიტა, რომ 2018 წლის ოსკარზე, მათი ქვეყნის სახელით უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაზე ანჯელინა ჯოლის ახალი ფილმი First They Killed My Father წარადგინოს. კამობჯელები ამბობენ, ეს ფილმი ხელოვნების ნიმუშია, რომელიც ზედმიწევნით ასახავს მათი ქვეყნის ისტორიის ნაწილს.
ტრეილერი:
ჩილე - A Fantastic Woman
სებასტიან ლელიოს ფილმი ბერლინალეს საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში იყო. საბოლოოდ კი ვერცხლის დათვი დაიმსახურა საუკეთესო სცენარისთვის. ფილმში მთავარ როლს დანიელა ვეგა ასრულებს.
ტრეილერი:
საფრანგეთი - 120 Beats per Minute
წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფილმი - ასე მოიხსენიებს საერთაშორისო პრესა რობინ კამპილოს ფილმს, რომელსაც კანის კინოფესტივალზე ჟიურიმ გრანპრიც კი გადასცა. სიუჟტი საფრანგეთში, 90-იანი წლებში აივ ინფექციის რისკებსა და მასთან ბრძოლის შესახებ მოგვითხრობს. აღსანიშნავია, რომ ფილმში აქცენტი არა მხოლოდ აივ ინფექციის რისკებზე, არამედ სკოლაში სქესობრივი განათლების აუცილებლობასაც ეხება.
ტრეილერი:
გერმანია - In the Fade
ფატიჰ აკინის ფილმი წელს კანის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამის ერთ-ერთი განხილვადი ფილმი იყო. მთავარი როლის შემსრულებელმა დაიან კრიუგერმა კი საუკეთესო მსახიობის ნომინაციაში ჯილდოც დაიმსახურა.
ტრეილერი:
უნგრეთი - On Body and Soul
უნგრული ფილმი ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა, ამავდროულად ფილმმა კინოკრიტიკოსთა ჯილდოც დაიმსახურა.
ტრეილერი:
შვედეთი - The Square
კანის კინოფესტივალზე ოქროს პალმის რტო შვედმა რეჟისორმა, რუბენ ოსტლუნდმა, სწორედ ამ ფილმისთვის დაიმსახურა. ფილმში ერთ-ერთ როლს The Handmaid's Tale-ის ვარსკვლავი, ელიზაბეტ მოსი ასრულებს, რომელმაც წელს ქალის საუკეთესო როლისთვის ემი დაიმსახურა.
ტრეილერი:
რაც შეეხება ქართულ ფილმს:
საშიში დედა
საშიში დედა, რომელშიც მთავარ როლს ნატა მურვანიძე ასრულებს, აკრძალვებსა და სტერეოტიპებზე, მორალურ ნორმებსა და სოციალურ პასუხისმგებლობაზე მოგვითხრობს.
ფილმი 50 წლის ქალის - მანანას ცხოვრებას ასახავს. დედა და დიასახლისი დილემის წინაშე დგას, მას უწევს არჩევანი გააკეთოს ოჯახურ ცხოვრებასა და დიდი ხნის ვნებიან გატაცებას შორის. მანანა ცხოვრების აზრს წერაში პოულობს.
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
კომენტარები