ბორჯომის ხეობაში, წაღვერის წიწვოვან ტყეში ისევ ხანძარია. ამის შესახებ ინფორმაცია On.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში დაუდასტურეს.

უწყებაში ამბობენ, რომ ადგილზე უკვე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და მისულები არიან მეხანძრე-მაშველებიც. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამ ეტაპზე უჭირთ იმის თქმა, თუ რამხელა ადგილზეა ხანძარი გაჩენილი.

წაღვერის ტყეში ხანძარი აგვისტოშიც გაჩნდა. მაშინ გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას რვა დღე დასჭირდა. ხანძრის ჩაქრობაში საქართველოსა და მეგობარი ქვეყნების ტექნიკა, ავიაცია და მეხანძრე მაშველები მონაწილეობდნენ.